მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია - მან ფინალში პრინციპულ მეტოქეს მოუგო
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია - მან ფინალში პრინციპულ მეტოქეს მოუგო

თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე ქარ­თვე­ლი გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ოქ­როს მედ­ლის მფლო­ბე­ლია. ქარ­თვე­ლი ფა­ლა­ვა­ნი ფი­ნალ­ში პრინ­ცი­პულ მე­ტო­ქეს ირა­ნელ ამირ ზა­რეს და­უ­პი­რის­პირ­და და 10:9 მო­უ­გო. ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე გი­ორ­გი მეშ­ვილ­დიშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა. ამირ ზარე ტურ­ნირ­ზე პირ­ველ ნომ­რად არის გან­თე­სი­ლი, გენო კი – მე­ო­რე ნომ­რად.

  • შე­გახ­სე­ნებთ, გენო პეტ­რი­აშ­ვილს უკვე აქვს ოლიმ­პი­უ­რი ვერ­ცხლის (2020 წლის ტო­კი­ოს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი) და ბრინ­ჯა­ოს (2016 წლის რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი) მედ­ლე­ბი.

ამ დრო­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ა­და­ზე უკვე 2 ოქ­როს, 2 ვერ­ცხლის და 1 ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი აქვს.

ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ორგზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. მან ფი­ნალ­ში ია­პო­ნე­ლი სან­ში­რო მუ­რაო და­ა­მარ­ცხა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პირ­ვე­ლი ოქ­როს მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლი­ოს სამ­გზის ჩემ­პი­ონ­მა, ტატო გრი­გა­ლაშ­ვილ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, ვერ­ცხლის მე­დალს და­ე­უფ­ლა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი (100კგ) ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე. მოკ­რი­ვე ლაშა გუ­რულ­მა კი ოლიმ­პი­ა­და­ზე ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ხვალ ვე­ლო­დე­ბით კი­დევ ერთ მე­დალს. თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­შია და ხვალ 13:00 სა­ათ­ზე ფი­ნალ­ში ბაჰ­რე­ი­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს აჰ­მედ ტა­ჟუ­დი­ნოვს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -72
0

სულით და გულით ვულოცავ გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლს, მის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და მათი სახით სრულიად საქართველოს მეორე ოლიმპიური ოქროს მოპოვებას!

პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე კომენტარებში დავწერე, რომ:

„პირადად ჩემი მოსაზრებით რეალურად დიდი შანსია ოქროს მოპოვება ძალოსნობაში (ლაშა ტალახაძე), ძიუდოში (ლაშა ბე­ქა­უ­რი), თავისუფალ ჭიდაობაში (გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი) და შესაძლოა ფარიკაობაში (სან­დრო ბა­ზა­ძე).

რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვებას სავსებით შესაძლებელია სხვა სპორტსმენების მიერ ძიუდოსა და ჭიდაობაში“.

თითქმის 100 პროცენტიანი სიზუსტეა!

ძალიან გაკვირვებული დავრჩი იმის გამო, რომ „ლაიქზე“ გაცილებით მეტი „დისლაიქი“ დამიწერეს...

ერი
0

გილოცავ გენო!. ვულოცავ მთელს საქართველოს..........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია - მან ფინალში პრინციპულ მეტოქეს მოუგო

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია - მან ფინალში პრინციპულ მეტოქეს მოუგო

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი გენო პეტრიაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელია. ქართველი ფალავანი ფინალში პრინციპულ მეტოქეს ირანელ ამირ ზარეს დაუპირისპირდა და 10:9 მოუგო. ნახევარფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი დაამარცხა. ამირ ზარე ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი, გენო კი – მეორე ნომრად.

  • შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილს უკვე აქვს ოლიმპიური ვერცხლის (2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები) და ბრინჯაოს (2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები) მედლები.

ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე უკვე 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს.

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე. მოკრივე ლაშა გურულმა კი ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ ველოდებით კიდევ ერთ მედალს. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ოლიმპიადის ფინალშია და ხვალ 13:00 საათზე ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელს აჰმედ ტაჟუდინოვს დაუპირისპირდება.

წაიკითხეთ ასევე: