მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია
იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია

ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვე იმან ხა­ლი­ფი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ფი­ნა­ლურ რა­უნდში მან ჩი­ნე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იან ლიუ ან­გა­რი­შით 5-0 და­ა­მარ­ცხა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ იმან ხა­ლი­ფი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მერ­ვე­დფი­ნა­ლუ­რი ბრძო­ლის შემ­დეგ მო­ექ­ცა - იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"ბრძო­ლა ვერ და­ვას­რუ­ლე. ცხვირ­ში მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი, რომ გა­ჩე­რე­ბის დრო იყო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა მე­ფიქ­რა" - გა­ნუ­ცხა­და კა­რი­ნიმ BBC-ს.

გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმან ხა­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­მე­ლი გა­მოც­და ვერ გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დნმ-ის ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მუ­რი წყვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია

იმან ხალიფი, რომელიც ბულინგის მსხვერპლი გახდა, ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია

ალჟირელი მოკრივე იმან ხალიფი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ფინალურ რაუნდში მან ჩინელი მოწინააღმდეგე იან ლიუ ანგარიშით 5-0 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ იმან ხალიფი ყურადღების ცენტრში მერვედფინალური ბრძოლის შემდეგ მოექცა - იტალიელმა ანჟელა კარინიმ ალჟირელი მეტოქე იმან ხელიფის დარტყმა ვერ აიტანა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

"ბრძოლა ვერ დავასრულე. ცხვირში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი, რომ გაჩერების დრო იყო. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მატჩი იქნებოდა, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენაზეც უნდა მეფიქრა" - განუცხადა კარინიმ BBC-ს.

გასულ წლამდე ალჟირელი მოკრივის სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. გასულ წელს, იმან ხალიფი და ტაივანელი Lin Yu‑ting-ი მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით მოიხსნა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის ზუსტად, რომელი გამოცდა ვერ გაიარეს სპორტსმენებმა.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა განაცხადა, რომ დნმ-ის ტესტის შედეგებით, ორივე მათგანი XY ქრომოსომური წყვილის მატარებელია და გამორიცხული იყო, მათ ქალების შეჯიბრში მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტის რწმუნებით ორივე მოკრივე დიდი ხანია ქალთა კრივში ასპარეზობს, ხოლო როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სპორტსმენის სქესი მისი პასპორტით განისაზღვრება.

წაიკითხეთ ასევე: