ავტორი:

სასტიკი დანაშაული გურიაში: 70 წლამდე კაცი ფერმაში ნაწამები იპოვეს - მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

სასტიკი დანაშაული გურიაში: 70 წლამდე კაცი ფერმაში ნაწამები იპოვეს - მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცავებმა გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, უმძიმესი დანაშაულში ბრალდებული მოქმედი სამხედროა. როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, მოკლულის ნაწამები ცხედარი მისივე ფერმაში იპოვეს. მამაკაცს ძალადობის კვალი აღენიშნება. ასევე ცნობილი ხდება, რომ სასტიკ მკვლელობას ბრალდებული მობილურით იღებდა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.