ავტორი:

ვრცელდება უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვა ბელგოროდის სოფლიდან - კადრში ჩანს საქართველოს დროშაც: ოლქში უკვე დაწესდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი

ვრცელდება უკრაინელი სამხედროების ვიდეომიმართვა ბელგოროდის სოფლიდან - კადრში ჩანს საქართველოს დროშაც: ოლქში უკვე დაწესდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი

უკრაინულმა ტელეგრამის არხებმა 10 აგვისტოს დილით გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ადამიანები, სავარაუდოდ, ბელგოროდის რეგიონის სოფელ პოროზში იმყოფებიან.

  • ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პირები დგანან მწვანე შენობის ფონზე. შენობას აქვს წარწერა: "პოროზოვსკის სოფლის კლუბი". დეტალები ემთხვევა პოროზოვსკის სოფლის კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს.

"252-ე ბატალიონი იმყოფება ბელგოროდის რაიონის სოფელ პოროზში. დიდება უკრაინას! დიდება 252-ე ბატალიონს!“ - ისმის მამაკაცის ხმა. კადრში ჩანს საქართველოს დროშაც.

სოფელი პოროზი უკრაინის საზღვრიდან ორ კილომეტრში მდებარეობს. 2023 წლის მაისში, მის გვერდით მდებარე ამავე სახელწოდების გამშვები პუნქტი დაარბიეს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსმა ძალებმა. 10 აგვისტოს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოროზს ცეცხლი გაუხსნეს. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა რეგიონის მასშტაბით სარაკეტო სროლის საფრთხის შესახებ განაცხადა.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმები ხშირია. უკრაინის მხარეზე მებრძოლმა რუსულმა შენაერთებმა ომის დაწყებიდან რამდენჯერმე განახორციელეს რეიდები რეგიონის სასაზღვრო რაიონებში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა.

  • ნახეთ ვიდეოკადრები, რომელიც დღეს დილით უკრაინულმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს: