პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია" - კალაძე
"ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია" - კალაძე

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე სიც­რუ­ეს და ცი­ლის­წა­მე­ბას უწო­დებს პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

კა­ლა­ძის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის რი­ცხვი მო­ი­მა­ტებს, რის­თვი­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზად უნდა იყოს.

"რაც უფრო მო­ახ­ლოვ­დე­ბა 26 ოქ­ტომ­ბე­რი, მსგავ­სი ტი­პის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა. ამის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ ყვე­ლა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა. ერთ მხა­რეს არის გუნ­დი, რო­მელ­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჰქვია - გუნ­დი, რო­მე­ლიც იბ­რძვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მშვი­დო­ბა, მო­ახ­დი­ნოს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა და ამ ყვე­ლაფ­რის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი გახ­ლავთ პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, თა­ოს­ნო­ბით ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმ პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა მოხ­და, რა­მაც მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ ყო­ფი­ლი­ყო ის უბე­დუ­რე­ბა, რაც ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, დღეს უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა. ამი­ტომ, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ეს პო­ლი­ტი­კა გაგ­რძელ­დეს და ქვე­ყა­ნა­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს მშვი­დო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც უცხო­ურ მე­დი­ა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა, რად­გან პარ­ტი­ის სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, რუ­სეთ­თან შე­ხე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ჰქო­ნია.

"კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: სამ­წუ­ხა­როა, რო­დე­საც ხდე­ბა ამ ტი­პის მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა­ფე­რი დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და. მას რუ­სეთ­თან ბოლო 20-25 წე­ლია შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. ზუს­ტად არ მახ­სოვს, რო­მე­ლი წელი იყო, რო­დე­საც რუ­სე­თი და­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვი­და. რი­თაც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ქველ­მოქ­მე­დე­ბა და კარ­გი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა იყო. ამ ტი­პის სტა­ტი­ე­ბი, გან­ცხა­დე­ბე­ბი, ვფიქ­რობ, კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა და წა­მო­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა მზად უნდა ვი­ყოთ ამ­გვა­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი­სა და სი­ბინ­ძუ­რის­თვის, რაც და­სავ­ლე­თი­დან მო­დის“, - აღ­ნიშ­ნა თბი­ლი­სის მერ­მა.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ „ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახს რუ­სეთ­ში ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა არას­დროს შე­უ­წყვე­ტია“. სა­უ­ბა­რია სხვა­დას­ხვა სა­ხის უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მოს­კოვ­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, პრო­ცე­სი გაგ­რძელ­და უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რის შემ­დე­გაც.

ავტორი:

"ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია" - კალაძე

"ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა და მას რუსეთთან ბოლო ათეული წლებია შეხება არ ჰქონია" - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე სიცრუეს და ცილისწამებას უწოდებს პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

კალაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, დეზინფორმაციის გავრცელების რიცხვი მოიმატებს, რისთვისაც საზოგადოება მზად უნდა იყოს.

"რაც უფრო მოახლოვდება 26 ოქტომბერი, მსგავსი ტიპის დეზინფორმაციები უფრო გაძლიერდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ ყველა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ერთ მხარეს არის გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია - გუნდი, რომელიც იბრძვის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მისი ხელმძღვანელობით, თაოსნობით ამ წლების განმავლობაში, იმ პრაგმატული პოლიტიკის გატარება მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, ქვეყანაში არ ყოფილიყო ის უბედურება, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში ხდება. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რაც უცხოურ მედიაში ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელდა, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთთან შეხება წლების განმავლობაში აღარ ჰქონია.

"კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამწუხაროა, როდესაც ხდება ამ ტიპის მანიპულაციები. ყველამ კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი დეკლარირებული ჰქონდა. მას რუსეთთან ბოლო 20-25 წელია შეხება არ ჰქონია. ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, როდესაც რუსეთი დატოვა და საქართველოში წამოვიდა. რითაც ჩვენს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი იყო დაკავებული, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედება და კარგი საქმეების კეთება იყო. ამ ტიპის სტატიები, განცხადებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაძლიერდება და წამოვა. საზოგადოება მზად უნდა ვიყოთ ამგვარი სპეკულაციებისა და სიბინძურისთვის, რაც დასავლეთიდან მოდის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, მედიაში საერთაშორისო გამოძიებაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ივანიშვილის ოჯახს რუსეთში ქონების შეძენა არასდროს შეუწყვეტია“. საუბარია სხვადასხვა სახის უძრავ ქონებაზე მოსკოვში. ინფორმაციის თანახმად, პროცესი გაგრძელდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგაც.