მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს
მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც კურსკის ოლ­ქში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო კო­ლო­ნის ვი­დეო გა­და­ი­ღო, და­ა­კა­ვეს.

"FSB-ის ოფიც­რებ­მა და­ა­კა­ვეს კურსკის ოლ­ქის სო­ფელ ოქ­ტაბრსკო­ე­ის 48 წლის მკვიდ­რი, რო­მელ­საც ბრა­ლი ედე­ბა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და ამ ვი­დე­ოს უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნა­ში", - წერს რუ­სუ­ლი სამ­თავ­რო­ბო "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Mash.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა, თით­ქოს­და, და­კი­თხვი­სას აღი­ა­რა, რომ ვი­დეო უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­უგ­ზავ­ნა და სა­ნაც­ვლოდ მას ფულს და "ნა­ტოს ერთ-ერთი ქვეყ­ნის" მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას დაჰ­პირ­დნენ.

ამავდრო­უ­ლად, არ­ხმა "ზვეზ­და" გა­ავ­რცე­ლა რე­პორ­ტა­ჟი იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა კურსკის რე­გი­ონ­ში. Z-სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტებ­მა უკვე და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს "ზვეზ­და" პრო­ვო­კა­ცი­ა­ში. წყა­რო

შე­გახ­სე­ნებთ, წუ­ხელ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მე­ლიც რუ­სულ სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გებს ასა­ხავს.

სა­ა­გენ­ტო BBC ადას­ტუ­რებს, რომ ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ რილსკთან.

კონ­კრე­ტუ­ლად, ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს ცე­ცხლის სვე­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მელ­საც ცე­ცხლი ეკი­და. კად­რე­ბი უმ­ძი­მე­სია, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის უკა­ნა ნა­წილ­ში ათო­ბით სამ­ხედ­როს ცხე­და­რი ჩანს.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს.

"FSB-ის ოფიცრებმა დააკავეს კურსკის ოლქის სოფელ ოქტაბრსკოეის 48 წლის მკვიდრი, რომელსაც ბრალი ედება უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგების გადაღებასა და ამ ვიდეოს უკრაინელებისთვის გაგზავნაში", - წერს რუსული სამთავრობო "ტელეგრამარხი" Mash.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა, თითქოსდა, დაკითხვისას აღიარა, რომ ვიდეო უკრაინელებს გაუგზავნა და სანაცვლოდ მას ფულს და "ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის" მოქალაქეობას დაჰპირდნენ.

ამავდროულად, არხმა "ზვეზდა" გაავრცელა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა კურსკის რეგიონში. Z-სამხედრო კორესპონდენტებმა უკვე დაადანაშაულეს "ზვეზდა" პროვოკაციაში. წყარო

შეგახსენებთ, წუხელ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც რუსულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმის შედეგებს ასახავს.

სააგენტო BBC ადასტურებს, რომ ვიდეო გადაღებულია კურსკის ოლქის ქალაქ რილსკთან.

კონკრეტულად, ერთ ვიდეოში ჩანს ცეცხლის სვეტი, მოგვიანებით კი მეორე ვიდეოც გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, იგივე რუსული სამხედრო ტექნიკაა ნაჩვენები, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. კადრები უმძიმესია, სატვირთო მანქანების უკანა ნაწილში ათობით სამხედროს ცხედარი ჩანს.