გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი, რომელმაც კურსკის ოლქში განადგურებული რუსული სამხედრო კოლონის ვიდეო გადაიღო, დააკავეს.
"FSB-ის ოფიცრებმა დააკავეს კურსკის ოლქის სოფელ ოქტაბრსკოეის 48 წლის მკვიდრი, რომელსაც ბრალი ედება უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგების გადაღებასა და ამ ვიდეოს უკრაინელებისთვის გაგზავნაში", - წერს რუსული სამთავრობო "ტელეგრამარხი" Mash.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულმა, თითქოსდა, დაკითხვისას აღიარა, რომ ვიდეო უკრაინელებს გაუგზავნა და სანაცვლოდ მას ფულს და "ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის" მოქალაქეობას დაჰპირდნენ.
ამავდროულად, არხმა "ზვეზდა" გაავრცელა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიტანა თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო ტექნიკა კურსკის რეგიონში. Z-სამხედრო კორესპონდენტებმა უკვე დაადანაშაულეს "ზვეზდა" პროვოკაციაში. წყარო
შეგახსენებთ, წუხელ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც რუსულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმის შედეგებს ასახავს.
სააგენტო BBC ადასტურებს, რომ ვიდეო გადაღებულია კურსკის ოლქის ქალაქ რილსკთან.
კონკრეტულად, ერთ ვიდეოში ჩანს ცეცხლის სვეტი, მოგვიანებით კი მეორე ვიდეოც გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, იგივე რუსული სამხედრო ტექნიკაა ნაჩვენები, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. კადრები უმძიმესია, სატვირთო მანქანების უკანა ნაწილში ათობით სამხედროს ცხედარი ჩანს.