საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა და სამხედროების ცხედრებით სავსე მანქანები - რა ხდება ცნობილი?
გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა და სამხედროების ცხედრებით სავსე მანქანები - რა ხდება ცნობილი?

წუ­ხელ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოჩ­ნდა ვი­დეო, რო­მე­ლიც რუ­სულ სამ­ხედ­რო კო­ლო­ნა­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გებს ასა­ხავს.

სა­ა­გენ­ტო BBC ადას­ტუ­რებს, რომ ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ რილსკთან.

კონ­კრე­ტუ­ლად, ერთ ვი­დე­ო­ში ჩანს ცე­ცხლის სვე­ტი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მე­ო­რე ვი­დე­ოც გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იგი­ვე რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მელ­საც ცე­ცხლი ეკი­და. კად­რე­ბი უმ­ძი­მე­სია, სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის უკა­ნა ნა­წილ­ში ათო­ბით სამ­ხედ­როს ცხე­და­რი ჩანს.

ვი­დე­ო­დან და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია. "მი­ნი­მუმ "კა­მა­ზი­სა" და "ურა­ლის" ტი­პის" 14 მან­ქა­ნა მოხ­ვდა ცე­ცხლის ქვეშ, ქვე­ი­თებ­თან ერ­თად," - წერს "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი".

"3-4 ასე­უ­ლი - თით­ქმის მთე­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნი გა­ნად­გურ­და. კო­ლო­ნის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სამ­ხე­დო­ე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, ნა­ხე­ვა­რი გარ­დაც­ვლი­ლია. ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი და მა­სობ­რი­ვი დარ­ტყმა (სა­ვა­რა­უ­დოდ, HIMARS - ით) მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - წერს სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი იან მატ­ვე­ე­ვი.

BBC Verify-ის გუნ­დმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ კო­ლო­ნის ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია კურსკის რა­ი­ონ­ში, ქა­ლაქ რილსკის მახ­ლობ­ლად. BBC - ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბაც.

"ვი­დეო გა­და­ღე­ბუ­ლია E38 გზატ­კე­ცილ­ზე, სო­ფელ ოქ­ტაბრსკო­ე­ში, ქა­ლაქ რილსკის გა­რე­უ­ბან­ში. ამ ად­გი­ლი­დან, სა­დაც კო­ლო­ნა გა­ნად­გურ­და, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის უახ­ლო­ეს ცნო­ბილ პო­ზი­ცი­ე­ბამ­დე, კო­რე­ნე­ვოს რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის აღ­მო­სავ­ლე­თით, და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლო­მეტ­რია, უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრამ­დე კი 35 კი­ლო­მეტ­რია. ზუს­ტად არ არის ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი არ­მი­ის რო­მელ ქვე­და­ნა­ყოფს ეკუთ­ვნო­და ეს კო­ლო­ნა. "სამ­ხედ­რო კო­რეს­პონ­დენ­ტის" ანას­ტა­სია კა­შე­ვა­რო­ვას ცნო­ბით, მან­ქა­ნე­ბი ეკუთ­ვნო­და 44-ე არ­მი­ის კორ­პუსს, ლე­ნინ­გრა­დის სამ­ხედ­რო ოლ­ქის ახალ და­ნა­ყოფს, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა 2024 წელს ლე­ნინ­გრა­დის რე­გი­ო­ნის ქა­ლაქ ლუ­გა­ში", - წერს "მე­დუ­ზა".

უკ­რა­ი­ნა, რო­გორც ზო­გა­დად კურსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით სპე­ცოპ­რე­ცი­ა­ზე, ასე­ვე ამ თავ­დას­ხმა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ფერს ამ­ბობს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა და სამხედროების ცხედრებით სავსე მანქანები - რა ხდება ცნობილი?

გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს განადგურებული რუსული სამხედრო კოლონა და სამხედროების ცხედრებით სავსე მანქანები - რა ხდება ცნობილი?

წუხელ ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელიც რუსულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმის შედეგებს ასახავს.

სააგენტო BBC ადასტურებს, რომ ვიდეო გადაღებულია კურსკის ოლქის ქალაქ რილსკთან.

კონკრეტულად, ერთ ვიდეოში ჩანს ცეცხლის სვეტი, მოგვიანებით კი მეორე ვიდეოც გამოჩნდა, რომელშიც, სავარაუდოდ, იგივე რუსული სამხედრო ტექნიკაა ნაჩვენები, რომელსაც ცეცხლი ეკიდა. კადრები უმძიმესია, სატვირთო მანქანების უკანა ნაწილში ათობით სამხედროს ცხედარი ჩანს.

ვიდეოდან დაღუპულთა რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. "მინიმუმ "კამაზისა" და "ურალის" ტიპის" 14 მანქანა მოხვდა ცეცხლის ქვეშ, ქვეითებთან ერთად," - წერს "ტელეგრამარხი" "მნიშვნელოვანი ისტორიები".

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">🔥 Detailed video of a Russian military column near Rylsk which was targeted tonight. Dozens of Russian soldiers were killed during the transportation. <a href="https://t.co/gFNPNABAAS">https://t.co/gFNPNABAAS</a> <a href="https://t.co/ICwIPMhR72">pic.twitter.com/ICwIPMhR72</a></p>&mdash; Special Kherson Cat 🐈🇺🇦 (@bayraktar_1love) <a href="https://twitter.com/bayraktar_1love/status/1821804091112354156?ref_src=twsrc%5Etfw">August 9, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

"3-4 ასეული - თითქმის მთელი ბატალიონი განადგურდა. კოლონის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამხედოების, დაახლოებით, ნახევარი გარდაცვლილია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და მასობრივი დარტყმა (სავარაუდოდ, HIMARS - ით) მთელი ომის განმავლობაში“, - წერს სამხედრო ექსპერტი იან მატვეევი.

BBC Verify-ის გუნდმა დაადასტურა, რომ კოლონის ვიდეო გადაღებულია კურსკის რაიონში, ქალაქ რილსკის მახლობლად. BBC - ის რუსული სამსახურის ინფორმაციით, დადასტურებულია ვიდეოს ავთენტურობაც.

"ვიდეო გადაღებულია E38 გზატკეცილზე, სოფელ ოქტაბრსკოეში, ქალაქ რილსკის გარეუბანში. ამ ადგილიდან, სადაც კოლონა განადგურდა, უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლოეს ცნობილ პოზიციებამდე, კორენევოს რეგიონული ცენტრის აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრია, უკრაინის საზღვრამდე კი 35 კილომეტრია. ზუსტად არ არის ცნობილი რუსული არმიის რომელ ქვედანაყოფს ეკუთვნოდა ეს კოლონა. "სამხედრო კორესპონდენტის" ანასტასია კაშევაროვას ცნობით, მანქანები ეკუთვნოდა 44-ე არმიის კორპუსს, ლენინგრადის სამხედრო ოლქის ახალ დანაყოფს, რომელიც შეიქმნა 2024 წელს ლენინგრადის რეგიონის ქალაქ ლუგაში", - წერს "მედუზა".

უკრაინა, როგორც ზოგადად კურსკის მიმართულებით სპეცოპრეციაზე, ასევე ამ თავდასხმაზე ოფიციალურად არაფერს ამბობს.

იხილეთ ასევე: