საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას საქმიანობდა საზღვარგარეთ აგენტების საიდუმლო ოჯახი, რომელთა შვილებმა არც კი იცოდნენ, რომ რუსები იყვნენ - პუტინის ფავორიტი გაცვლილი პატიმრების ისტორია
რას საქმიანობდა საზღვარგარეთ აგენტების საიდუმლო ოჯახი, რომელთა შვილებმა არც კი იცოდნენ, რომ რუსები იყვნენ - პუტინის ფავორიტი გაცვლილი პატიმრების ისტორია

1 აგ­ვის­ტოს რუ­სეთ­სა და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს შო­რის პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლამ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია. ამ მოვ­ლე­ნის მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა ძა­ლი­ან დიდი იყო და თა­ვად პრო­ცესს ის­ტო­რი­უ­ლი ეწო­და. რუ­სეთ­ში პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულ პა­ტიმ­რებს თვითმფრი­ნავ­თან დახ­ვდა და ყვე­ლა მათ­განს პი­რა­დად მი­ე­სალ­მა. პრე­ზი­დენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცია არა­ლე­გა­ლურ ემიგ­რანტ დულ­ცე­ვე­ბის ოჯახს, არ­ტი­ომ­სა და ანას, რომ­ლე­ბიც შვი­ლებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვიდ­ნენ. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყვა­ვი­ლე­ბი ანა დულ­ცე­ვას გა­დას­ცა, შემ­დეგ კი ჩა­ე­ხუ­ტა და აკო­ცა. ყვა­ვი­ლე­ბი მის­ცა ანას ქა­ლიშ­ვილს და ეს­პა­ნუ­რად მი­მარ­თა. გო­გო­ნამ, ისე­ვე რო­გორც მის­მა ძმამ, რუ­სუ­ლად სა­უ­ბა­რი არ იცი­ან. მათ ვერც კი გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ.

ანა და არ­ტი­ომ დულ­ცე­ვე­ბი

რუ­სულ მე­დი­ა­ში ამ ოჯა­ხის შე­სა­ხებ ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი, აგენ­ტი ცოლ-ქმრის შე­სა­ხებ და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი­დან უფრო მეტს შე­ი­ტყობთ. უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, არ­ტი­ომ დულ­ცე­ვი და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და ბაშ­კი­რეთ­ში და იქ მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. ანა ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დი­და­ნაა. და ორი­ვე მათ­გა­ნი რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რია, ანას უფრო მა­ღა­ლი წო­დე­ბა აქვს, ვიდ­რე მის ქმარს.

ანა და არ­ტი­ომ დულ­ცე­ვე­ბი

გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი

12 წელ­ზე მეტი ხნის წინ, არ­გენ­ტი­ნა­ში გა­მოჩ­ნდა ვინ­მე ლუდ­ვიგ გიში, რო­მე­ლიც და­ი­ბა­და ნა­მი­ბი­ა­ში 1984 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს არ­გენ­ტი­ნულ ოჯახ­ში. ის ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზით ჩა­მო­ვი­და ურუგ­ვა­ი­დან. დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, მის მშობ­ლებს არ­გენ­ტი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­დათ, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მან არ­გენ­ტი­ნის პას­პორ­ტი აიღო. ცოტა ხნის შემ­დეგ, არ­გენ­ტი­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში მა­რია როზა მა­ი­ერ-მუ­ნი­ო­ზი გა­მოჩ­ნდა. დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, ქალი ავ­სტრა­ლი­ე­ლი და მექ­სი­კე­ლი წყვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და.

არ­გენ­ტი­ნა­ში მათი „შეხ­ვედ­რი­დან“ სამი წლის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდე­ბი კა­ნო­ნი­ე­რად და­ქორ­წინ­დნენ. მათ ქორ­წილ­ში მოწ­მე­ე­ბი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვერ იპო­ვეს, ანუ გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხე­ლე­ბით წარ­სდგნენ. წყვი­ლი ყო­ველ­თვის მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად იქ­ცე­ო­და, იყ­ვნენ თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი და მხო­ლოდ ნაღ­დი ფუ­ლით იხ­დიდ­ნენ, არ იყე­ნებ­დნენ სა­ბან­კო ბა­რა­თებს. არ­გენ­ტი­ნა­ში ლუდ­ვიგს და მა­რი­ას ორი შვი­ლი, ვაჟი და ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ.

ტი­პი­უ­რი ოჯა­ხი დიდი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით

ქორ­წი­ლი­დან ორი წლის შემ­დეგ წყვილ­მა სლო­ვე­ნი­ა­ში გა­დას­ვლა გა­და­წყვი­ტა. მე­უღ­ლე­ე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, გა­და­ად­გი­ლე­ბას ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ჰქონ­და. არ­გენ­ტი­ნა­ში ბავ­შვებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი იყო. მათ სურ­დათ, რომ ისი­ნი ნორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გაზ­რდი­ლიყ­ვნენ და გა­რეთ ში­შის გა­რე­შე გა­სუ­ლიყ­ვნენ. წყნა­რი, მყუდ­რო სლო­ვე­ნია თით­ქოს მათ­თვის ყვე­ლა­ზე შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი იყო. წყვი­ლი ლუბ­ლი­ა­ნას გა­რე­უ­ბან­ში და­სახ­ლდა. კაც­მა IT კომ­პა­ნია გახ­სნა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ ან­ტი­ვირუ­სებ­ზე, მის­მა მე­უღ­ლემ კი ონ­ლა­ინ გა­ლე­რეა.

ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი წყნა­რი ცხოვ­რე­ბის წესს ეწე­ო­და. ცხოვ­რობ­დნენ მყუდ­რო სახ­ლში, ჰყავ­დათ თეთ­რი Kia Ceed სე­და­ნი, ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად იხ­დიდ­ნენ გა­და­სა­ხა­დებს და გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ კა­ნონ­მორ­ჩილ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად. ისი­ნი არას­დროს არ­ღვევ­დნენ მოძ­რა­ო­ბის წე­სებს. მე­ზობ­ლე­ბი მათ ჩვე­უ­ლებ­რივ წყნარ ადა­მი­ა­ნებს უწო­დებ­დნენ, რომ­ლე­ბიც სხვას არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ უქ­მნიდ­ნენ.

წყვი­ლი სამ ენა­ზე სა­უბ­რობ­და: ინ­გლი­სუ­რად, გერ­მა­ნუ­ლად და ეს­პა­ნუ­რად, ბავ­შვე­ბი კი ეს­პა­ნუ­რად და სკო­ლა­ში ინ­გლი­სურს სწავ­ლობ­დნენ. მათი ვაჟი და გო­გო­ნა, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ რო­გორც მი­ლი­ო­ნო­ბით თა­ნა­ტო­ლი მთელს მსოფ­ლი­ო­ში: თა­მა­შობ­დნენ, სწავ­ლობ­დნენ ენას ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში. მა­რია და ლუდ­ვი­გი ყუ­რა­დღე­ბას არა­სო­დეს იქ­ცევ­დნენ, ისი­ნი მუ­დამ თა­ვა­ზი­ა­ნი იყ­ვნენ მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ, იშ­ვი­ა­თად და­დი­ოდ­ნენ მა­ღა­ზი­ებ­ში და არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბოდ­ნენ სლო­ვე­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა უცხო­ე­ლე­ბის­გან.

2022 წლის დე­კემ­ბერ­ში ისი­ნი და­ა­კა­ვეს. და­სავ­ლუ­რი მე­დია წერ­და, რომ ერთ-ერთი ქვეყ­ნის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვამ ჯერ კი­დევ თე­ბერ­ვალ­ში სლო­ვე­ნი­ელ კო­ლე­გებს ურ­ჩია, რომ ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცი­ათ წყვი­ლის­თვის. რო­გორც ჩანს, შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ წყვილს უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, დე­კემ­ბერ­ში კი მათი სახ­ლი გა­ჩხრი­კეს.

უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებ­მა, მათი სახ­ლის ყო­ვე­ლი სან­ტი­მეტ­რი შე­ა­მოწ­მეს. მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო იყო კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, რომ­ლებ­შიც იპო­ვეს და­ცუ­ლი პროგ­რა­მე­ბი მოს­კოვ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის. მა­ცი­ვარ­ში კი, რო­გორც გა­ირ­კვა, სა­ი­დუმ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა ჰქონ­დათ, სა­დაც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნაღდ ფულს ინა­ხავ­ნენ ევ­რო­ში. მა­რია და ლუდ­ვი­გი ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით მა­შინ­ვე და­ა­კა­ვეს. იმა­ვე სა­ღა­მოს ბავ­შვე­ბი აღ­მზრდელ ოჯახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის დროს წყვილ­მა და­ნა­შა­უ­ლი სრუ­ლად აღი­ა­რა, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის შე­სა­ხებ სი­ტყვა არ უთ­ქვამთ. ანა და არ­ტი­ომ დულ­ცე­ვე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2024 წლის 31 ივ­ლისს შედ­გა და იქვე გა­ირ­კვა, რომ მე­უღ­ლე­ებს გაც­ვლის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ.

შეხ­ვედ­რა პუ­ტინ­თან

აე­რო­პორ­ტში პა­ტიმ­რებს პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი დახ­ვდა. ანა და არ­ტი­ომ დულ­ცე­ვე­ბის ქა­ლიშ­ვილ­მა და ვაჟ­მა თვითმფრი­ნავ­ში გა­ი­გეს, რომ ისი­ნი რუ­სე­ბი იყ­ვნენ, ამის შე­სა­ხებ მათ მშობ­ლებ­მა აც­ნო­ბეს. მათ­თვის კი­დევ უფრო დიდი სი­ურპრი­ზი იყო დახ­ვედ­რა ვნუ­კო­ვო-2-ის აე­რო­პორ­ტში, სა­დაც თა­ვად ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი მი­ე­სალ­მათ. 9 და 11 წლის ბავ­შვებ­მა არ იცოდ­ნენ, ვინ იყო ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი.

პრე­ზი­დენ­ტმა რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებს მი­მარ­თა და პი­რო­ბა დადო, რომ სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ებს გა­დას­ცემს ყვე­ლას, ვინც ფი­ცის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა. დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა იმ ფაქ­ტზე, რომ ანას და არ­ტი­ომ დულ­ცე­ვებს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კე­ბის და მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მო­უ­წი­ათ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. ევ­რო­პა­ში მათ­თვის შე­საძ­ლოა ჩა­მო­ერ­თვათ მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და ბავ­შვე­ბი სა­მუ­და­მოდ გა­ეგ­ზავ­ნათ მიმ­ღებ ოჯა­ხებ­ში. იცოდ­ნენ, რა ემუქ­რე­ბო­და და მა­ინც გა­ნაგ­რძეს მუ­შა­ო­ბა თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის სა­სი­კე­თოდ.

დულ­ცე­ვებ­მა შვი­ლე­ბი ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვან კა­თო­ლი­კე­ე­ბად აღ­ზარ­დეს... ახლა ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­ა­გე­ბი­ნონ, რა არის ბორ­ში - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რას საქმიანობდა საზღვარგარეთ აგენტების საიდუმლო ოჯახი, რომელთა შვილებმა არც კი იცოდნენ, რომ რუსები იყვნენ - პუტინის ფავორიტი გაცვლილი პატიმრების ისტორია

რას საქმიანობდა საზღვარგარეთ აგენტების საიდუმლო ოჯახი, რომელთა შვილებმა არც კი იცოდნენ, რომ რუსები იყვნენ - პუტინის ფავორიტი გაცვლილი პატიმრების ისტორია

1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლამ მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. ამ მოვლენის მიმართ ყურადღება ძალიან დიდი იყო და თავად პროცესს ისტორიული ეწოდა. რუსეთში პრეზიდენტი პუტინი სამშობლოში დაბრუნებულ პატიმრებს თვითმფრინავთან დახვდა და ყველა მათგანს პირადად მიესალმა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია არალეგალურ ემიგრანტ დულცევების ოჯახს, არტიომსა და ანას, რომლებიც შვილებთან ერთად ჩამოვიდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ყვავილები ანა დულცევას გადასცა, შემდეგ კი ჩაეხუტა და აკოცა. ყვავილები მისცა ანას ქალიშვილს და ესპანურად მიმართა. გოგონამ, ისევე როგორც მისმა ძმამ, რუსულად საუბარი არ იციან. მათ ვერც კი გააცნობიერეს, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ.

ანა და არტიომ დულცევები

რუსულ მედიაში ამ ოჯახის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, აგენტი ცოლ-ქმრის შესახებ დასავლური გამოცემებიდან უფრო მეტს შეიტყობთ. უცხოური მედიის ცნობით, არტიომ დულცევი დაიბადა და გაიზარდა ბაშკირეთში და იქ მიიღო განათლება. ანა ნიჟნი ნოვგოროდიდანაა. და ორივე მათგანი რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერია, ანას უფრო მაღალი წოდება აქვს, ვიდრე მის ქმარს.

ანა და არტიომ დულცევები

გამოგონილი სახელები და გვარები

12 წელზე მეტი ხნის წინ, არგენტინაში გამოჩნდა ვინმე ლუდვიგ გიში, რომელიც დაიბადა ნამიბიაში 1984 წლის 4 ოქტომბერს არგენტინულ ოჯახში. ის ტურისტული ვიზით ჩამოვიდა ურუგვაიდან. დოკუმენტების მიხედვით, მის მშობლებს არგენტინის მოქალაქეობა ჰქონდათ, რის საფუძველზეც მან არგენტინის პასპორტი აიღო. ცოტა ხნის შემდეგ, არგენტინის დედაქალაქში მარია როზა მაიერ-მუნიოზი გამოჩნდა. დოკუმენტების მიხედვით, ქალი ავსტრალიელი და მექსიკელი წყვილის ოჯახში დაიბადა.

არგენტინაში მათი „შეხვედრიდან“ სამი წლის შემდეგ, ახალგაზრდები კანონიერად დაქორწინდნენ. მათ ქორწილში მოწმეები იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოგვიანებით ვერ იპოვეს, ანუ გამოგონილი სახელებით წარსდგნენ. წყვილი ყოველთვის მოკრძალებულად იქცეოდა, იყვნენ თავაზიანები და მხოლოდ ნაღდი ფულით იხდიდნენ, არ იყენებდნენ საბანკო ბარათებს. არგენტინაში ლუდვიგს და მარიას ორი შვილი, ვაჟი და ქალიშვილი შეეძინათ.

ტიპიური ოჯახი დიდი საიდუმლოებით

ქორწილიდან ორი წლის შემდეგ წყვილმა სლოვენიაში გადასვლა გადაწყვიტა. მეუღლეების მიერ გაჟღერებული ვერსიით, გადაადგილებას ერთადერთი მიზეზი ჰქონდა. არგენტინაში ბავშვებთან ერთად ცხოვრება რთული იყო. მათ სურდათ, რომ ისინი ნორმალურ გარემოში გაზრდილიყვნენ და გარეთ შიშის გარეშე გასულიყვნენ. წყნარი, მყუდრო სლოვენია თითქოს მათთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო. წყვილი ლუბლიანას გარეუბანში დასახლდა. კაცმა IT კომპანია გახსნა, რომელიც სპეციალიზირებული გახლდათ ანტივირუსებზე, მისმა მეუღლემ კი ონლაინ გალერეა.

ახალგაზრდა წყვილი წყნარი ცხოვრების წესს ეწეოდა. ცხოვრობდნენ მყუდრო სახლში, ჰყავდათ თეთრი Kia Ceed სედანი, ყოველთვის დროულად იხდიდნენ გადასახადებს და გამოიყურებოდნენ კანონმორჩილ მოქალაქეებად. ისინი არასდროს არღვევდნენ მოძრაობის წესებს. მეზობლები მათ ჩვეულებრივ წყნარ ადამიანებს უწოდებდნენ, რომლებიც სხვას არანაირ პრობლემას არ უქმნიდნენ.

წყვილი სამ ენაზე საუბრობდა: ინგლისურად, გერმანულად და ესპანურად, ბავშვები კი ესპანურად და სკოლაში ინგლისურს სწავლობდნენ. მათი ვაჟი და გოგონა, ისე იქცეოდნენ როგორც მილიონობით თანატოლი მთელს მსოფლიოში: თამაშობდნენ, სწავლობდნენ ენას ადგილობრივ სკოლაში. მარია და ლუდვიგი ყურადღებას არასოდეს იქცევდნენ, ისინი მუდამ თავაზიანი იყვნენ მეზობლების მიმართ, იშვიათად დადიოდნენ მაღაზიებში და არაფრით განსხვავდებოდნენ სლოვენიაში მცხოვრები სხვა უცხოელებისგან.

2022 წლის დეკემბერში ისინი დააკავეს. დასავლური მედია წერდა, რომ ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო დაზვერვამ ჯერ კიდევ თებერვალში სლოვენიელ კოლეგებს ურჩია, რომ ყურადღება მიექციათ წყვილისთვის. როგორც ჩანს, შეტყობინების შემდეგ წყვილს უთვალთვალებდნენ, დეკემბერში კი მათი სახლი გაჩხრიკეს.

უსაფრთხოების ძალებმა, მათი სახლის ყოველი სანტიმეტრი შეამოწმეს. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო კომპიუტერები, რომლებშიც იპოვეს დაცული პროგრამები მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. მაცივარში კი, როგორც გაირკვა, საიდუმლო განყოფილება ჰქონდათ, სადაც დიდი რაოდენობით ნაღდ ფულს ინახავნენ ევროში. მარია და ლუდვიგი ჯაშუშობის ბრალდებით მაშინვე დააკავეს. იმავე საღამოს ბავშვები აღმზრდელ ოჯახში გადაიყვანეს.

წინასწარი გამოძიების დროს წყვილმა დანაშაული სრულად აღიარა, თუმცა ინფორმატორების შესახებ სიტყვა არ უთქვამთ. ანა და არტიომ დულცევების სასამართლო პროცესი 2024 წლის 31 ივლისს შედგა და იქვე გაირკვა, რომ მეუღლეებს გაცვლისთვის ამზადებდნენ.

შეხვედრა პუტინთან

აეროპორტში პატიმრებს პრეზიდენტი პუტინი დახვდა. ანა და არტიომ დულცევების ქალიშვილმა და ვაჟმა თვითმფრინავში გაიგეს, რომ ისინი რუსები იყვნენ, ამის შესახებ მათ მშობლებმა აცნობეს. მათთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი იყო დახვედრა ვნუკოვო-2-ის აეროპორტში, სადაც თავად ვლადიმირ პუტინი მიესალმათ. 9 და 11 წლის ბავშვებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ვლადიმერ პუტინი.

პრეზიდენტმა რუსეთში დაბრუნებულებს მიმართა და პირობა დადო, რომ სახელმწიფო ჯილდოებს გადასცემს ყველას, ვინც ფიცის ერთგული დარჩა. დიმიტრი პესკოვმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ანას და არტიომ დულცევებს სერიოზული რისკების და მსხვერპლის გაღება მოუწიათ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად. ევროპაში მათთვის შესაძლოა ჩამოერთვათ მშობლის უფლებები და ბავშვები სამუდამოდ გაეგზავნათ მიმღებ ოჯახებში. იცოდნენ, რა ემუქრებოდა და მაინც განაგრძეს მუშაობა თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ.

დულცევებმა შვილები ესპანურენოვან კათოლიკეებად აღზარდეს... ახლა ისინი აპირებენ გააგებინონ, რა არის ბორში - წერს რუსული მედია.

წაიკითხეთ ასევე: