ავტორი:

შეიარაღებულმა მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურებას გადაარჩინა - რა მოხდა ტეხასში?

შეიარაღებულმა მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურებას გადაარჩინა - რა მოხდა ტეხასში?

ტეხასში სწრაფად მოაზროვნე საშუალო სკოლის მასწავლებელმა გმირული საქციელი ჩაიდინა. დრამატულ ვიდეოში ჩანს, რომ მან 15 წლის გოგონა სექსუალური შევიწროვებისგან გადაარჩინა.

თავდამსხმელი მოზარდს დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში მას შემდეგ გაჰყვა, რაც გოგონა ჰიუსტონის აღმოსავლეთში ავტობუსიდან ჩამოვიდა. პოლიციის ცნობით, ეს 28 ივლისს, დღის 12:30 საათზე მოხდა.

სწორედ მაშინ დევიდ გარზამ გაიგონა, როგორ ითხოვდა შველას გოგონა მისი სახლის გარეთ.

  • "ფანჯარაში გავიხედე და დავინახე კაცი, რომელიც გოგონას სცემდა. გოგონა მიწაზე იყო დავარდნილი და თავდამსხმელი მისი ტანსაცმლის გახდას ცდილობდა", - ჰყვება გარზა შემთხვევის შესახებ.

უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი აჩვენებს, რომ მან დაუყოვნებლივ აიღო იარაღი და თავდამსხმელთან დასაპირისპირებლად გარეთ გავარდა. გარზას თქმით, თავდამსხმელს გოგონა თმებით ჰყავდა დაჭერილი.

"გარეთ გავვარდი, ვკითხე, რა ხდებოდა. გოგონამ დაიყვირა: “15 წლის ვარ, დამეხმარეთ!” იარაღი დავუმიზნე და ვუთხარი, რომ მისთვის თავი დაენებებინა”.

KHOU-ს მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დგას შიშველი გარზა იარაღით ხელში თავის სახლის შესასვლელთან დგას და ყვირის, "მოშორდი! მოდი აქ!"

მეზობელმა განაცხადა, რომ გარზამ გოგონა პოტენციური ტრაგედიისგან იხსნა.

"თავიდან შემეშინდა, მეგონა, გააუპატიურებდნენ. ვფიქრობ, ის რომ არ გამოსულიყო, ასეც მოხდებოდა", - აღნიშნა ახლოს მცხოვრებმა პირმა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელს Reebok-ის შავი კაპიუშონიანი ზედა, ლურჯი ჯინსები და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.

გარზას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მას ისეთ ვინმესთან უწევს დაპირისპირება, ვინც ბავშვს ესხმოდა თავს და ამას კვლავაც ყოყმანის გარეშე გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ "მასაც ეშინოდა."

"ვფიქრობ, ამას ნებისმიერი სხვა გააკეთებდა და ბავშვს დაეხმარებოდა. მას უფრო მეტად სჭირდებოდა დახმარება, ვიდრე მე მეშინოდა, ასე რომ, ეს უნდა გამეკეთებინა", - აღნიშნა მასწავლებელმა.

წყარო