მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანგელმანის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია სიცილის შემოტევები, ჯეიმსი ბევრს იცინოდა, ხელებს იქნევდა" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებასა და მძიმე დღეებზე
"ანგელმანის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია სიცილის შემოტევები, ჯეიმსი ბევრს იცინოდა, ხელებს იქნევდა" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებასა და მძიმე დღეებზე

კო­ლინ ფა­რელ­მა გა­იხ­სე­ნა მო­მენ­ტი, რო­დე­საც თა­ვი­სი ვა­ჟის, ჯე­იმ­სის ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მის დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო.

  • 48 წლის მსა­ხი­ობ­მა People-თან ახალ ინ­ტერ­ვი­უ­ში 20 წლის შვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და გა­ამ­ხი­ლა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად მის­თვის არა­ნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი არ შე­უმ­ჩნე­ვია.

თავ­და­პირ­ვე­ლად, შეც­დო­მით ცე­რემ­ბრა­ლუ­რი დამ­ბლა და­უდ­გი­ნეს. რო­დე­საც ის და­ახ­ლო­ე­ბით ორ­წლი­ნა­ხევ­რის იყო, პე­დი­ატრმა ნევ­რო­ლოგ­მა მშობ­ლებს შეს­თა­ვა­ზა, რომ ან­გელ­მა­ნის სინ­დრომ­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გა­მოკ­ვლე­ვა.

  • ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მი იშ­ვი­ა­თი ნე­ი­რო-გე­ნე­ტი­კუ­რი დარ­ღვე­ვაა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს და მძი­მე ფი­ზი­კურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­ზღუ­დუ­ლო­ბას იწ­ვევს.

დი­აგ­ნო­ზის გა­გე­ბის მო­მენ­ტის გახ­სე­ნე­ბი­სას ფა­რელ­მა თქვა: "მახ­სოვს პირ­ვე­ლი ორი კი­თხვა, რომ­ლე­ბიც დავ­სვი, იყო, "რამ­დე­ნია სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა და რამ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია? ექიმ­მა თქვა, "სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, ისე­თი­ვეა, რო­გორც თქვენ­თვის და ჩემ­თვის, ხოლო ტკი­ვი­ლი არ არის”.

ირ­ლან­დი­ელ­მა მსა­ხი­ობ­მა, რო­მელ­საც ჯე­იმ­სი ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რის­გან, კიმ ბორ­დე­ნე­ი­ვის­გან ჰყავს, თქვა, რომ ჯე­იმ­სი "ძა­ლი­ან ჩუმი ბავ­შვი" იყო.

"უბ­რა­ლოდ ვფიქ­რობ­დი, რომ ლა­ტა­რია მო­ვი­გე და ის მშვი­დი იყო - ეს ასე არ არის", - დას­ძი­ნა მან.

რო­გორც ფა­რელ­მა აღ­ნიშ­ნა - რო­მელ­საც პო­ლო­ნელ მსა­ხი­ობ ალი­ცია ბახ­ლე­და-კუ­რუს­თან 15 წლის ვაჟი, ჰენ­რი ტა­დე­უ­ში ჰყავს, ჯე­იმ­სი მისი მე­ო­რე შვი­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო და არა - პირ­ვე­ლი, ის უფრო ადრე მიხ­ვდე­ბო­და, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო.

"ვერ ჯდე­ბო­და, არ ცო­ცავ­და. მგო­ნი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის იყო, როცა სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შე­სა­მოწ­მებ­ლად წა­ვიყ­ვა­ნეთ და მას ცე­რემ­ბრა­ლუ­რი დამ­ბლა და­უდ­გი­ნეს. ეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არას­წო­რი დი­აგ­ნო­ზი იყო, რად­გან ბევ­რი სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჰქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი დამ­თრგუნ­ვე­ლი იყო."

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექიმ­მა უჩ­ვე­უ­ლო სიმპტო­მი შე­ნიშ­ნა, რა­მაც ან­გელ­მა­ნის სინ­დრომ­ზე გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა.

"ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მის ერთ-ერთი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ცი­ლის ერ­თგვა­რი შე­მო­ტე­ვე­ბია. ექიმ­მა და­ი­ნა­ხა, რომ ჯე­იმ­სი ბევ­რს იცი­ნო­და და ხე­ლებს იქ­ნევ­და”.

ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მი ასე­ვე კრუნ­ჩხვე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, რაც ფა­რე­ლის თქმით,"ერთ-ერ­თია, რა­საც მშობ­ლე­ბი ებ­რძვი­ან".

"სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჯე­იმსს კრუნ­ჩხვა უკვე და­ახ­ლო­ე­ბით 10 ან 11 წე­ლია, არ ჰქო­ნია, მაგ­რამ ისეც მომ­ხდა­რა, რომ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი, მას­თან ერ­თად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვი. გა­მო­მი­ყე­ნე­ბია და­მამ­შვი­დე­ბე­ლი მის სწორ ნაწ­ლავ­ში, რომ კრუნ­ჩხვი­დან გა­მო­მეყ­ვა­ნა, რო­მე­ლიც სამ წუთ­ზე მეტ­ხანს გრძელ­დე­ბო­და. მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სწო­რი რა­ო­დე­ნო­ბის პოვ­ნა, რო­მელ­საც გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი არ აქვს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან რთუ­ლი საქ­მეა."

მსა­ხი­ო­ბი ახლა კო­ლინ ფა­რე­ლის ფონდს აარ­სებს, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რას, გა­ნათ­ლე­ბა­სა და ად­ვო­კა­ტი­რე­ბას გა­უ­წევს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვის მქო­ნე ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს.

ჯე­იმ­სის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ ის არა­ვერ­ბა­ლუ­რია და ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად მუდ­მი­ვი მომ­ვლე­ლის დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

რო­დე­საც ჯე­იმ­სი ოთხი წლის იყო, კო­ლინ­მა სა­ჯა­როდ გა­ამ­ხი­ლა მისი ან­გელ­მა­ნის სინ­დრო­მი და თქვა, რომ მის­მა ვაჟ­მა თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­შე "სა­ო­ცა­რი სი­მა­მა­ცე" გა­მო­ავ­ლი­ნა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ანგელმანის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია სიცილის შემოტევები, ჯეიმსი ბევრს იცინოდა, ხელებს იქნევდა" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებასა და მძიმე დღეებზე

"ანგელმანის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანია სიცილის შემოტევები, ჯეიმსი ბევრს იცინოდა, ხელებს იქნევდა" - ცნობილი მსახიობი შვილის დაავადებასა და მძიმე დღეებზე

კოლინ ფარელმა გაიხსენა მომენტი, როდესაც თავისი ვაჟის, ჯეიმსის ანგელმანის სინდრომის დიაგნოზის შესახებ შეიტყო.

  • 48 წლის მსახიობმა People-თან ახალ ინტერვიუში 20 წლის შვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და გაამხილა, რომ თავდაპირველად მისთვის არანაირი სიმპტომები არ შეუმჩნევია.

თავდაპირველად, შეცდომით ცერემბრალური დამბლა დაუდგინეს. როდესაც ის დაახლოებით ორწლინახევრის იყო, პედიატრმა ნევროლოგმა მშობლებს შესთავაზა, რომ ანგელმანის სინდრომზე ჩაეტარებინათ გამოკვლევა.

  • ანგელმანის სინდრომი იშვიათი ნეირო-გენეტიკური დარღვევაა, რომელიც ძირითადად ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და მძიმე ფიზიკურ და ინტელექტუალურ შეზღუდულობას იწვევს.

დიაგნოზის გაგების მომენტის გახსენებისას ფარელმა თქვა: "მახსოვს პირველი ორი კითხვა, რომლებიც დავსვი, იყო, "რამდენია სიცოცხლის ხანგრძლივობა და რამდენად მტკივნეულია? ექიმმა თქვა, "სიცოცხლის ხანგრძლივობა, რამდენადაც ვიცით, ისეთივეა, როგორც თქვენთვის და ჩემთვის, ხოლო ტკივილი არ არის”.

ირლანდიელმა მსახიობმა, რომელსაც ჯეიმსი ყოფილი პარტნიორისგან, კიმ ბორდენეივისგან ჰყავს, თქვა, რომ ჯეიმსი "ძალიან ჩუმი ბავშვი" იყო.

"უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ლატარია მოვიგე და ის მშვიდი იყო - ეს ასე არ არის", - დასძინა მან.

როგორც ფარელმა აღნიშნა - რომელსაც პოლონელ მსახიობ ალიცია ბახლედა-კურუსთან 15 წლის ვაჟი, ჰენრი ტადეუში ჰყავს, ჯეიმსი მისი მეორე შვილი რომ ყოფილიყო და არა - პირველი, ის უფრო ადრე მიხვდებოდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო.

"ვერ ჯდებოდა, არ ცოცავდა. მგონი წელიწადნახევრის იყო, როცა საფუძვლიანად შესამოწმებლად წავიყვანეთ და მას ცერემბრალური დამბლა დაუდგინეს. ეს გავრცელებული არასწორი დიაგნოზი იყო, რადგან ბევრი საერთო მახასიათებელი ჰქონდა. ეს ყველაფერი დამთრგუნველი იყო."

მოგვიანებით ექიმმა უჩვეულო სიმპტომი შენიშნა, რამაც ანგელმანის სინდრომზე გამოკვლევის ჩატარება გადააწყვეტინა.

"ანგელმანის სინდრომის ერთ-ერთი მახასიათებელი სიცილის ერთგვარი შემოტევებია. ექიმმა დაინახა, რომ ჯეიმსი ბევრს იცინოდა და ხელებს იქნევდა”.

ანგელმანის სინდრომი ასევე კრუნჩხვებით ხასიათდება, რაც ფარელის თქმით,"ერთ-ერთია, რასაც მშობლები ებრძვიან".

"საბედნიეროდ, ჯეიმსს კრუნჩხვა უკვე დაახლოებით 10 ან 11 წელია, არ ჰქონია, მაგრამ ისეც მომხდარა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიჯექი, მასთან ერთად საავადმყოფოში ვიყავი. გამომიყენებია დამამშვიდებელი მის სწორ ნაწლავში, რომ კრუნჩხვიდან გამომეყვანა, რომელიც სამ წუთზე მეტხანს გრძელდებოდა. მედიკამენტების სწორი რაოდენობის პოვნა, რომელსაც გვერდითი ეფექტები არ აქვს - ეს ყველაფერი ძალიან რთული საქმეა."

მსახიობი ახლა კოლინ ფარელის ფონდს აარსებს, რომელიც მხარდაჭერას, განათლებასა და ადვოკატირებას გაუწევს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ზრდასრულ ადამიანებს.

ჯეიმსის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის არავერბალურია და ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად მუდმივი მომვლელის დახმარება სჭირდება.

როდესაც ჯეიმსი ოთხი წლის იყო, კოლინმა საჯაროდ გაამხილა მისი ანგელმანის სინდრომი და თქვა, რომ მისმა ვაჟმა თავისი მდგომარეობის წინაშე "საოცარი სიმამაცე" გამოავლინა.

წყარო