სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯო ბაიდენის წერილი სალომე ზურაბიშვილს - "იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით"
ჯო ბაიდენის წერილი სალომე ზურაბიშვილს - "იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით"

"იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლის მა­გა­ლით­საც წარ­მო­ად­გენს კრემ­ლის სტი­ლის "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბის ნორ­მებს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ნა­ბი­ჯე­ბი­სა, ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მელ­საც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი ოკუ­პა­ცი­ის 16 წლის­თავ­ზეც სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

"ძვირ­ფა­სო ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, მსურს ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის სა­ხე­ლით გა­მოვ­ხა­ტო პა­ტი­ვის­ცე­მა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სუ­ლის­კვე­თე­ბის მი­მართ, რუ­სე­თის შე­მოჭ­რის და შემ­დგომ­ში თქვე­ნი ქვეყ­ნის ერთი მე­ხუ­თე­დის ოკუ­პა­ცი­ის 16 წლის­თავ­ზე.

  • ამ დღეს ვიხ­სე­ნებთ რუ­სე­თის სას­ტი­კი შე­მოჭ­რის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს, და­შა­ვე­ბუ­ლებ­სა და დევ­ნი­ლებს, ასე­ვე ვხე­დავთ კრემ­ლის მუდ­მივ მცდე­ლო­ბას, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ხარ­ჯზე, გა­ზარ­დოს თა­ვი­სი დო­მი­ნი­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში.

მინ­და ასე­ვე აღ­ვნიშ­ნო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მკა­ფიო ნება, რო­მე­ლიც გა­ნაგ­რძობს თა­ვი­სი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვას. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მი­ე­სალ­მე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ურ­ყევ ერ­თგუ­ლე­ბას, რა­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვით.

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით, რომ­ლის მა­გა­ლით­საც წარ­მო­ად­გენს კრემ­ლის სტი­ლის "უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის" კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბის ნორ­მებს. მი­უ­ხე­და­ვად ამ ნა­ბი­ჯე­ბი­სა, ერ­თგულ­ნი ვრჩე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ.

32 წლი­ა­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ერ­თად ვი­ცავთ მშვი­დო­ბას, სტა­ბი­ლუ­რო­ბას, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ეს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აერ­თი­ა­ნებს ჩვენს ქვეყ­ნებს და ვიცი, რომ ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­მა­ვალ­შიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ჩვენს ხალ­ხებს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ჯო ბაიდენის წერილი სალომე ზურაბიშვილს - "იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით"

ჯო ბაიდენის წერილი სალომე ზურაბიშვილს - "იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით"

"იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

  • აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და განმარტავს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე.

  • ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს, ასევე ვხედავთ კრემლის მუდმივ მცდელობას, ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე, გაზარდოს თავისი დომინირება ოკუპირებულ რეგიონებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მინდა ასევე აღვნიშნო ქართველი ხალხის მკაფიო ნება, რომელიც განაგრძობს თავისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების გამოხატვას. შეერთებული შტატები მიესალმება დემოკრატიული მომავლისადმი საქართველოს მოსახლეობის ურყევ ერთგულებას, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო საზოგადოებას განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვით.

იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის "უცხოური აგენტების" კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

32 წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში საქართველო და შეერთებული შტატები ერთად ვიცავთ მშვიდობას, სტაბილურობას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს. ეს საერთო ღირებულებები აერთიანებს ჩვენს ქვეყნებს და ვიცი, რომ ეს ღირებულებები მომავალშიც გააერთიანებს ჩვენს ხალხებს“,- აღნიშნულია წერილში.