კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძიმე ღამე რუსეთისთვის - უპილოტო საფრენმა აპარატებმა სევასტოპოლს, ბელგოროდს, ლიპეცკს და სხვა რაიონებს დაარტყეს (ფოტო/ვიდეო)
მძიმე ღამე რუსეთისთვის - უპილოტო საფრენმა აპარატებმა სევასტოპოლს, ბელგოროდს, ლიპეცკს და სხვა რაიონებს დაარტყეს (ფოტო/ვიდეო)

6 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის 22-ე მე­ქა­ნი­ზე­ბუ­ლი ბრი­გა­დის და­ნა­ყო­ფებ­მა, გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბით, ჯავ­შან­ტექ­ნი­კი­თა და მო­ბი­ლუ­რი სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­სე­ბით, სა­კუ­თა­რი არ­ტი­ლე­რი­ი­სა და კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი მხარ­და­ჭე­რით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი კურსკის ოლ­ქის ქა­ლაქ სუ­ჯას­თან გა­და­ლა­ხეს და ამ დრომ­დე წარ­მა­ტე­ბით მი­ი­წე­ვენ წინ.

უკვე მე­ო­თხე დღეა, რაც ცხელ წერ­ტილ­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი არ წყდე­ბა.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ “სპე­ცი­ა­ლუ­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია“ წინ წარ­მა­ტე­ბით მი­ი­წევს. თუმ­ცა, მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­მის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მმარ­თვე­ლი პი­რე­ბის­გან. მათი თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცი­აა და ამი­ე­რი­დან, “ფა­შის­ტებს“ უკომ­პრო­მი­სოდ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­მა კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ “ბან­დერე­ლე­ბის“ ტე­რო­რის­ტულ­მა ოპე­რა­ცი­ამ ამ თე­მი­დან ყო­ველ­გვა­რი ტაბუ უნდა მოხ­სნას. დაე, ეს ყვე­ლამ გა­ი­გოს, მათ შო­რის ინ­გლი­სელ­მა ნა­ძირ­ლებ­მაც: შევ­ჩერ­დე­ბით მხო­ლოდ მა­შინ, როცა ამას ჩვენ­თვის მი­სა­ღე­ბად და მომ­გე­ბი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევთ.

ამი­ე­რი­დან, სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ამ ღია ექ­სტრა­ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა შე­ი­ძი­ნოს. ეს უკვე აღარ არის მხო­ლოდ ჩვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის და ნა­ცის­ტე­ბის დას­ჯის ოპე­რა­ცია. შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჯერ კი­დევ არ­სე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის მი­წე­ბის­კენ წას­ვლა. ოდე­სა­ში, ხარ­კოვ­ში, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკში, ნი­კო­ლა­ევ­ში, კი­ევ­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ“.

  • სა­პა­სუ­ხოდ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ "რუ­სეთ­მა ომი მო­ი­ტა­ნა და უნდა გრძნობ­დეს მას".

"მად­ლო­ბე­ლი ვარ ყო­ვე­ლი მებ­რძო­ლის, ყო­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცი­სა და მე­თა­უ­რის, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ჩვე­ნი, უკ­რა­ი­ნუ­ლი, პო­ზი­ცი­ე­ბის დაც­ვა­სა და ჩვე­ნი თავ­დაც­ვის ამო­ცა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. უკ­რა­ი­ნე­ლებს გა­მოს­დით სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. და ჩვენ არ ავირ­ჩი­ეთ ომში მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა. რუ­სეთ­მა ომი მო­ი­ტა­ნა ჩვენს მი­წა­ზე და უნდა გრძნობ­დეს, თუ რა გა­ა­კე­თა. ჩვენ კი ვცდი­ლობთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მი­ვაღ­წი­ოთ ჩვენს მიზ­ნებს მშვი­დო­ბი­ან დროს - სა­მარ­თლი­ა­ნი მშვი­დო­ბის პი­რო­ბებ­ში. და ეს მოხ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

  • რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი კურსკში და რუ­სე­თის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში ღა­მით

საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან მე­სა­მე დღეს, კურსკის ოლ­ქის, რილსკის რა­ი­ონ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და.

“რე­გი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, კურსკის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ რე­გი­ო­ნის სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნე­ბი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ გა­მო­ვიდ­ნენ პი­რა­დი ტრან­სპორ­ტით, ასე­ვე ავ­ტო­ბუ­სე­ბით, რომ­ლებ­საც რილსკის რა­ი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­აწ­ვდის”, - წერს რისლკის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ან­დრეი ბე­ლო­უსო­ვი თა­ვის “ტე­ლეგ­რამ” არხზე.

მისი თქმით, რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო რა­ი­ო­ნებ­ში სა­სა­ზღვრო ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დრო­ე­ბი­თი გან­ლა­გე­ბის პუნ­ქტე­ბია მო­წყო­ბი­ლი.

  • გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის ლი­პეც­კის ოლ­ქზე დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და და ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტი და­ზი­ან­და

რუ­სე­თის ლი­პეც­კის ოლ­ქზე უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­სი­უ­რი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, - ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­ზე, იგორ არ­ტა­მო­ნოვ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ლი­პეც­კის მუ­ნი­ცი­პა­ლურ ოლ­ქსა და ქა­ლაქ ლი­პეცკ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის თავ­დას­ხმის საფრ­თხე გა­მო­ცხად­და და გუ­ბერ­ნა­ტორ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, არ მი­ახ­ლო­ე­ბოდ­ნენ ფან­ჯრებს და თავი უსაფრ­თხო ად­გი­ლე­ბის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნათ. მი­სი­ვე თქმით, ოლ­ქში სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვა მუ­შა­ობ­და.

  • მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გუ­ბერ­ნა­ტორ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოლ­ქში ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტი და­ზი­ან­და და ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა შე­ფერ­ხე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და.

ოლ­ქში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს პენ­ტა­გო­ნიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. უწყე­ბის თქმით, “უკ­რა­ი­ნა აკე­თებს იმას, რაც უნდა გა­ა­კე­თოს ბრძო­ლის ველ­ზე წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად.“

  • დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმის გამო, ლი­პეცკ­ში ოთხი და­სახ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ობი­ექ­ტე­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად ლი­პეც­კის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და. უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი იქნა და­სახ­ლე­ბე­ბი: კო­პცე­ვი ხუ­ტო­რი, ფე­დო­როვ­კა, ია­კოვ­ლევ­კა და ტინ­კოვ­კა.

მა­ნამ­დე, ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, იგორ არ­ტა­მო­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ლი­პეცკ­ზე დრო­ნე­ბით მა­სი­უ­რი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, რის შე­დე­გაც ენერ­გე­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტი და­ზი­ან­და და ელექტრო­მო­მა­რა­გე­ბა­ში შე­ფერ­ხე­ბა მოხ­და.

  • რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სამ­ხედ­რო სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბი­სა და შავი ზღვის თავ­ზე 75 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს.

“გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც კი­ე­ვის რე­ჟი­მი ცდი­ლობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ობი­ექ­ტებ­ზე, მო­რი­გე სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა შე­ა­კა­ვეს და გა­ა­ნად­გუ­რეს 75 თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 26 დრო­ნი ბელ­გო­რო­დის ოლ­ქში გა­ა­ნად­გუ­რეს, 19 ლი­პეცკ­ში, 7 - კურსკში, 5 - ბრი­ანსკში, 4 - ვო­რო­ნეჟ­ში, ერთი ორი­ოლ­ში, 5 ყი­რიმ­ში და 8 - შავი ზღვის თავ­ზე.

“გარ­და ამი­სა, გა­ნად­გურ­და შავ ზღვა­ში, ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი შვი­დი უე­კი­პა­ჟო კა­ტე­რი“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

  • უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ანექ­სი­რე­ბუ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც.

ანექ­სი­რე­ბუ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის ე.წ. გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ “ნეპ­ტუ­ნის ტი­პის ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს“.

  • და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ლი­პეც­კის ოლ­ქში სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი იწ­ვის.

გუ­ბერ­ნა­ტო­რის იგორ არ­ტა­მო­ნო­ვის თქმით, აე­როდ­რო­მი მდე­ბა­რე­ობს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­თან, სა­დაც ადრე იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ევა­კუ­ა­ცია.

  • თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონ­ზეც.

რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვის თქმით, “სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რე­გი­ო­ნის თავ­ზე 29 თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს. შე­დე­გად და­ზი­ან­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა“.

  • კურსკის ოლ­ქში კი წუ­ხელ 4 უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტა და 4 დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს.
  • უახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვებ­მა შე­ბე­კი­ნო­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს და­არ­ტყეს.

“უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოთხი უპი­ლო­ტო თვითმფრი­ნა­ვი შე­ბე­კი­ნო­ში სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს და­ე­ჯა­ხა“, - წერს ბელ­გო­რო­დის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კო­ვი ტე­ლეგ­რა­მარხზე.

მან ასე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნგრე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მძიმე ღამე რუსეთისთვის - უპილოტო საფრენმა აპარატებმა სევასტოპოლს, ბელგოროდს, ლიპეცკს და სხვა რაიონებს დაარტყეს (ფოტო/ვიდეო)

მძიმე ღამე რუსეთისთვის - უპილოტო საფრენმა აპარატებმა სევასტოპოლს, ბელგოროდს, ლიპეცკს და სხვა რაიონებს დაარტყეს (ფოტო/ვიდეო)

6 აგვისტოს, გამთენიისას, უკრაინის შეიარაღებული ძალების 22-ე მექანიზებული ბრიგადის დანაყოფებმა, გაძლიერებულმა სპეცდანიშნულების რაზმებით, ჯავშანტექნიკითა და მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით, საკუთარი არტილერიისა და კამიკაძე-დრონების ინტენსიური მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარი კურსკის ოლქის ქალაქ სუჯასთან გადალახეს და ამ დრომდე წარმატებით მიიწევენ წინ.

უკვე მეოთხე დღეა, რაც ცხელ წერტილში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.

შეიძლება ითქვას, რომ “სპეციალური უკრაინული სამხედრო ოპერაცია“ წინ წარმატებით მიიწევს. თუმცა, მუქარის შემცველი განცხადებები ისმის რუსეთის ფედერაციის მმართველი პირებისგან. მათი თქმით, ეს ყველაფერი უმძიმესი პროვოკაციაა და ამიერიდან, “ფაშისტებს“ უკომპრომისოდ დაუპირისპირდებიან.

მაგალითად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ “ბანდერელების“ ტერორისტულმა ოპერაციამ ამ თემიდან ყოველგვარი ტაბუ უნდა მოხსნას. დაე, ეს ყველამ გაიგოს, მათ შორის ინგლისელმა ნაძირლებმაც: შევჩერდებით მხოლოდ მაშინ, როცა ამას ჩვენთვის მისაღებად და მომგებიანად მივიჩნევთ.

ამიერიდან, სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი უნდა შეიძინოს. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შესაძლებელი და აუცილებელია ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებისკენ წასვლა. ოდესაში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, ნიკოლაევში, კიევში და მის ფარგლებს გარეთ“.

  • საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ "რუსეთმა ომი მოიტანა და უნდა გრძნობდეს მას".

"მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებს გამოსდით საკუთარი მიზნების მიღწევა. და ჩვენ არ ავირჩიეთ ომში მიზნების მიღწევა. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა გრძნობდეს, თუ რა გააკეთა. ჩვენ კი ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროს - სამართლიანი მშვიდობის პირობებში. და ეს მოხდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები კურსკში და რუსეთის სხვა რეგიონებში ღამით

საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან მესამე დღეს, კურსკის ოლქის, რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა.

“რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის”, - წერს რისლკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ბელოუსოვი თავის “ტელეგრამ” არხზე.

მისი თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.

  • გუბერნატორის ინფორმაციით, რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა და ენერგოობიექტი დაზიანდა

რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური შეტევა განხორციელდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, იგორ არტამონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად, ლიპეცკის მუნიციპალურ ოლქსა და ქალაქ ლიპეცკში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიახლოებოდნენ ფანჯრებს და თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. მისივე თქმით, ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

  • მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ოლქში ენერგოობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგება შეფერხებით ხორციელდებოდა.

ოლქში მიმდინარე მოვლენებს პენტაგონიც გამოეხმაურა. უწყების თქმით, “უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად.“

  • დრონებით თავდასხმის გამო, ლიპეცკში ოთხი დასახლების ევაკუაცია განხორციელდა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა

რუსული მედიის ინფორმაციით, ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ევაკუირებული იქნა დასახლებები: კოპცევი ხუტორი, ფედოროვკა, იაკოვლევკა და ტინკოვკა.

მანამდე, ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტამონოვმა განაცხადა, რომ ლიპეცკზე დრონებით მასიური შეტევა განხორციელდა, რის შედეგაც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა და ელექტრომომარაგებაში შეფერხება მოხდა.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის თავზე 75 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

“გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს 75 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, 19 ლიპეცკში, 7 - კურსკში, 5 - ბრიანსკში, 4 - ვორონეჟში, ერთი ორიოლში, 5 ყირიმში და 8 - შავი ზღვის თავზე.

“გარდა ამისა, განადგურდა შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი შვიდი უეკიპაჟო კატერი“, - აცხადებენ უწყებაში.

  • უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადება გაავრცელა ანექსირებული სევასტოპოლის ხელისუფლებამაც.

ანექსირებული სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის ინფორმაციით, მათ “ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა ჩამოაგდეს“.

  • დაახლოებით 2 საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიპეცკის ოლქში სამხედრო აეროდრომი იწვის.

გუბერნატორის იგორ არტამონოვის თქმით, აეროდრომი მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, სადაც ადრე იყო გამოცხადებული ევაკუაცია.

  • თავდასხმა განხორციელდა ბელგოროდის რეგიონზეც.

რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, “საერთო ჯამში, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონის თავზე 29 თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა“.

  • კურსკის ოლქში კი წუხელ 4 უკრაინული რაკეტა და 4 დრონი ჩამოაგდეს.
  • უახლესი ინფორმაციით, უპილოტო თვითმფრინავებმა შებეკინოში საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს.

“უკრაინის შეიარაღებული ძალების ოთხი უპილოტო თვითმფრინავი შებეკინოში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა“, - წერს ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამარხზე.

მან ასევე გამოაქვეყნა ნგრევის ამსახველი ფოტოები.

წყარო

იხილეთ ასევე: