სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იგეგმება თუ არა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა - შამბას კომენტარი
იგეგმება თუ არა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა - შამბას კომენტარი

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. “სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის” გან­ცხა­დე­ბით, ოჩამ­ჩი­რე­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნა არ იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. “სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა” სერ­გეი შამ­ბამ რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო გა­მო­ცე­მას­თან “რია ნო­ვოს­ტი” ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

“რაც შე­ე­ხე­ბა ოჩამ­ჩი­რეს პორ­ტს, სა­უ­ბა­რი არაა იქ სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზის გახ­სნა­ზე,” - გა­ნა­ცხა­და შამ­ბამ.

მისი თქმით, ოკუ­პი­რე­ბულ აფხე­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის არ­სე­ბობს მრა­ვალ გეგ­მუ­რი “სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რი­სი” თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მისი ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბაა.

ცნო­ბის­თვის, აქამ­დე ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. “პრე­ზი­დენ­ტმა” ას­ლან ბჟა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ოჩამ­ჩი­რეს ყუ­რე­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მუდ­მი­ვი დის­ლო­ცი­რე­ბის პუნ­ქტი გა­იხ­სნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი შე­თან­ხმე­ბა უკვე გა­ფორ­მე­ბუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

იგეგმება თუ არა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა - შამბას კომენტარი

იგეგმება თუ არა ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა - შამბას კომენტარი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნა არ იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრმა” სერგეი შამბამ რუსულ სახელმწიფო გამოცემასთან “რია ნოვოსტი” ინტერვიუში განაცხადა.

“რაც შეეხება ოჩამჩირეს პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე,” - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, ოკუპირებულ აფხეზეთსა და რუსეთს შორის არსებობს მრავალ გეგმური “სახელმწიფოთაშორისი” თანამშრომლობა და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა.

ცნობისთვის, აქამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეს ყურეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი დისლოცირების პუნქტი გაიხსნება და შესაბამისი შეთანხმება უკვე გაფორმებულია.