მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა - "თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა..."
ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა - "თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა..."

ვე­ნა­ში, ტე­რო­რის­ტუ­ლი საფრ­თხის გამო ტე­ი­ლორ სვიფ­ტის კონ­ცერ­ტი გა­და­ი­დო. სვიფ­ტი ხუთ­შა­ბათს, პა­რას­კევს და შა­ბათს ერნსტ ჰა­პე­ლის სტა­დი­ონ­ზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, კომ­პა­ნია Barracuda Music-მა, 7 აგ­ვის­ტოს გვი­ან სა­ღა­მოს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სტა­დი­ონ "ერნსტ ჰა­პელ­ზე" ტე­რაქ­ტი იგეგ­მე­ბო­და.

  • საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ სამი მო­ზარ­დი და­ა­კა­ვა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი კონ­ცერ­ტის დროს ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბას გეგ­მავ­დნენ. ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს კავ­ში­რი ჰქონ­დათ ე.წ ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქი­მი­კა­ტე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის და დე­ტო­ნა­ტო­რე­ბის მა­რა­გი მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლის, 19 წლის მა­მა­კა­ცის სახ­ლში. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის, ომარ ჰა­ი­ჯა­ვი-პირჩნე­რის თქმით. იგი "ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას" თა­ვის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­და.

საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს კი­დევ ორი ​​ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, 17 და 15 წლის. სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი სა­მი­ვე ავ­სტრი­ა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა თურ­ქუ­ლი, ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­უ­რი და ხორ­ვა­ტი­უ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის არი­ან.

ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლურ­მა კან­ცლერ­მა კარლ ნე­ჰა­მერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტრა­გე­დია თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ავ­სტრი­ის პო­ლი­ცი­ის და უცხო­ე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და საფრ­თხის ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ჩე­ნის შე­დე­გად. გვი­ან ღა­მით ნე­ჰა­მერ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში და­წე­რა, რომ ტე­ი­ლორ სვიფ­ტის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის­თვის კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბაა, თუმ­ცა აშ­კა­რად და­გეგ­მი­ლი ტე­რაქ­ტის გამო სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი იყო.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა - "თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა..."

ტეილორ სვიფტის კონცერტზე 19 წლის ბიჭი თავის აფეთქებას გეგმავდა - "თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა..."

ვენაში, ტერორისტული საფრთხის გამო ტეილორ სვიფტის კონცერტი გადაიდო. სვიფტი ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ერნსტ ჰაპელის სტადიონზე უნდა გამოსულიყო. შოუს ორგანიზატორმა, კომპანია Barracuda Music-მა, 7 აგვისტოს გვიან საღამოს გამოაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ დადასტურებულია, რომ სტადიონ "ერნსტ ჰაპელზე" ტერაქტი იგეგმებოდა.

  • საქმეზე პოლიციამ სამი მოზარდი დააკავა - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კონცერტის დროს ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონდათ ე.წ ისლამურ სახელმწიფოსთან.

გამომძიებლებმა აღმოაჩინეს ქიმიკატების, ასაფეთქებელი მოწყობილობების და დეტონატორების მარაგი მთავარი ეჭვმიტანილის, 19 წლის მამაკაცის სახლში. ადგილობრივი სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ომარ ჰაიჯავი-პირჩნერის თქმით. იგი "ხალხმრავალ ადგილას" თავის აფეთქებას გეგმავდა.

საქმეზე დააკავეს კიდევ ორი ​​ეჭვმიტანილი, 17 და 15 წლის. სამივე დაკავებული სამივე ავსტრიაშია დაბადებული, თუმცა თურქული, ჩრდილოეთ მაკედონიური და ხორვატიული წარმომავლობის არიან.

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ტრაგედია თავიდან აიცილეს ავსტრიის პოლიციის და უცხოეთის სპეცსამსახურების ინტენსიური თანამშრომლობის და საფრთხის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შედეგად. გვიან ღამით ნეჰამერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ტეილორ სვიფტის თაყვანისმცემლებისთვის კონცერტების გაუქმება დიდი იმედგაცრუებაა, თუმცა აშკარად დაგეგმილი ტერაქტის გამო სიტუაცია ძალიან სერიოზული იყო.

წყარო