სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ , - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერმა განაცხადა.
"სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ. მათ ამისთვის არც შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა“, - განაცხადა ალი ბაგერმა.
მისივე თქმით, ისრაელს დაძაბულობის, ომისა და კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გაფართოება სურს.
შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შესახებ ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია, ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.
წაიკითხეთ ასევე: