მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა - დაკავებულია ორი ადამიანი: რას აცხადებენ ავსტრიის შესაბამის სამსახურებში?
ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა - დაკავებულია ორი ადამიანი: რას აცხადებენ ავსტრიის შესაბამის სამსახურებში?

ვე­ნა­ში, ტე­ი­ლორ სვიფ­ტის Eras ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი სამი კონ­ცერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მის გამო გა­უქ­მდა.

შო­უ­ე­ბი Ernst Happel-ის სტა­დი­ონ­ზე, ხან­მოკ­ლე ინ­ტერ­ვა­ლით უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო - ხუთ­შა­ბათს, პა­რას­კევ­სა და შა­ბათს.

გუ­შინ, ოთხშა­ბათს, ის­ლა­მის­ტუ­რი თავ­დას­ხმე­ბის და­გეგ­მვის ბრალ­დე­ბით ორი პირი და­ა­კა­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმე­ბი ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლა­ქის მი­და­მო­ებ­ში, დიდ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, "პო­ლი­ცი­ის მხრი­დან Ernst Happel Stadium-ზე შე­საძ­ლო ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის გამო, იძუ­ლე­ბულ­ნი ვართ, უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სამი და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტი გა­ვა­უქ­მოთ".

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, "ყვე­ლა ბი­ლე­თი 10 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, მყიდ­ვე­ლებს ავ­ტო­მა­ტუ­რად და­უბ­რუნ­დე­ბათ".

ავ­სტრი­ის სა­ჯა­რო უსაფრ­თხო­ე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ფრანც რუფ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­სტრი­ის 19 წლის მო­ქა­ლა­ქე ოთხშა­ბათს. დი­ლით ტერ­ნიც­ში, ქვე­მო ავ­სტრი­ის პრო­ვინ­ცი­ა­ში, მე­ო­რე კი, ვე­ნა­ში და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

"ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ორი­ვე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით იყო რა­დი­კა­ლი­ზე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და მან.

რუ­ფის თქმით, 19 წლის ახალ­გაზ­რდამ 2023 წლის ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში, ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი "ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი" დადო.

ტერ­ნიც­ში, სა­დაც 19 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ცხოვ­რობ­და, დიდი სპე­ცო­პე­რა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მისი გა­ჩხრე­კის დროს სახ­ლთან მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

რუფ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სახ­ლში ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ამ­ჟა­მად მათ სწავ­ლო­ბენ.

ავ­სტრი­ის კან­ცლერ­მა, კარლ ნე­ჰა­მერ­მა X-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­ცერ­ტე­ბის გა­უქ­მე­ბა "ყვე­ლა ფა­ნის­თვის მწა­რე და­ნა­კარ­გი იქ­ნე­ბა", მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია "საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო".

"ჩვე­ნი პო­ლი­ცი­ი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რე­ბის უცხო­ურ კო­ლე­გებ­თან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, საფრ­თხე ად­რე­ულ ეტაპ­ზე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ტრა­გე­დია თა­ვი­დან ავი­ცი­ლეთ", - გა­ნა­ცხა­და კან­ცლერ­მა.

ვე­ნის პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ ჯერ­არდ პურსტლის თქმით, თითო კონ­ცერტს 65 000 ადა­მი­ა­ნი უნდა დას­წრე­ბო­და, მო­ე­დანს გა­რეთ კი ყო­ველ­დღი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით, 22 000 ფანი შე­იკ­რი­ბე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა - დაკავებულია ორი ადამიანი: რას აცხადებენ ავსტრიის შესაბამის სამსახურებში?

ტერორისტული საფრთხის გამო ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა - დაკავებულია ორი ადამიანი: რას აცხადებენ ავსტრიის შესაბამის სამსახურებში?

ვენაში, ტეილორ სვიფტის Eras ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი სამი კონცერტი უსაფრთხოების პრობლემის გამო გაუქმდა.

შოუები Ernst Happel-ის სტადიონზე, ხანმოკლე ინტერვალით უნდა გამართულიყო - ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

გუშინ, ოთხშაბათს, ისლამისტური თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმები ავსტრიის დედაქალაქის მიდამოებში, დიდ ღონისძიებებზე უნდა განხორციელებულიყო.

ორგანიზატორების განცხადებით, "პოლიციის მხრიდან Ernst Happel Stadium-ზე შესაძლო ტერორისტული თავდასხმის თაობაზე ინფორმაციის დადასტურების გამო, იძულებულნი ვართ, უსაფრთხოებისთვის სამი დაგეგმილი კონცერტი გავაუქმოთ".

განცხადების თანახმად, "ყველა ბილეთი 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მყიდველებს ავტომატურად დაუბრუნდებათ".

ავსტრიის საჯარო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორმა, ფრანც რუფმა აღნიშნა, რომ ავსტრიის 19 წლის მოქალაქე ოთხშაბათს. დილით ტერნიცში, ქვემო ავსტრიის პროვინციაში, მეორე კი, ვენაში დააკავეს. დაკავებულების შესახებ დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

"ამ ეტაპზე არსებული, საგამოძიებო ინფორმაციის თანახმად, ორივე ეჭვმიტანილი ინტერნეტის საშუალებით იყო რადიკალიზებული", - განაცხადა მან.

რუფის თქმით, 19 წლის ახალგაზრდამ 2023 წლის ივლისის დასაწყისში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსადმი "ერთგულების ფიცი" დადო.

ტერნიცში, სადაც 19 წლის ეჭვმიტანილი ცხოვრობდა, დიდი სპეცოპერაცია განხორციელდა. მისი გაჩხრეკის დროს სახლთან მდებარე რამდენიმე შენობის ევაკუაცია განხორციელდა.

რუფმა აღნიშნა, რომ სახლში ქიმიური ნივთიერებები აღმოაჩინეს და ამჟამად მათ სწავლობენ.

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ კონცერტების გაუქმება "ყველა ფანისთვის მწარე დანაკარგი იქნება", მაგრამ სიტუაცია "საკმაოდ სერიოზული იყო".

"ჩვენი პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების უცხოურ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საფრთხე ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინეთ და ტრაგედია თავიდან ავიცილეთ", - განაცხადა კანცლერმა.

ვენის პოლიციის ხელმძღვანელ ჯერარდ პურსტლის თქმით, თითო კონცერტს 65 000 ადამიანი უნდა დასწრებოდა, მოედანს გარეთ კი ყოველდღიურად, დაახლოებით, 22 000 ფანი შეიკრიბებოდა.

გამოძიება გრძელდება.

წყარო