პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შურისძიება ვერცხლისწყლის გამოყენებით - დაღესტანში მოჭადრაკე ქალი მეტოქის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს
შურისძიება ვერცხლისწყლის გამოყენებით - დაღესტანში მოჭადრაკე ქალი მეტოქის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს

და­ღეს­ტნე­ლი მო­ჭად­რა­კე ამი­ნა აბა­კა­რო­ვა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია მისი მე­ტო­ქის, მო­ჭად­რა­კე უმა­ი­გა­ნატ ოს­მა­ნო­ვას მო­წამ­ვლის მცდე­ლო­ბა­ში: შე­ჯიბ­რე­ბამ­დე აბა­კა­რო­ვამ ვერ­ცხლის­წყა­ლი და­ას­ხა მა­გი­დას, რო­მელ­ზეც მე­ტო­ქეს უნდა ეთა­მა­შა. ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მარ­ხი" Shot - ი რუ­სე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ ან­დრეი ფი­ლა­ტოვ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს.

"სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის დას­კვნის მო­ლო­დინ­ში“, რუ­სე­თის ჭად­რა­კის ფე­დე­რა­ცი­ამ ჭად­რაკ­ში ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ოლ­ქის ჩემ­პი­ონს, 40 წლის ამი­ნა აბა­კა­რო­ვას შე­ჯიბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უ­ჩე­რა.

შემ­თხვე­ვა 2 აგ­ვის­ტოს მოხ­და. შე­ჯიბ­რის დღეს აბა­კა­რო­ვა 20 წუ­თით ადრე მი­ვი­და და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მა­გი­დას­თან რა­ღაც დაღ­ვა­რა - მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს იყო ვერ­ცხლის­წყა­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აბა­კა­რო­ვამ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს წი­ნას­წარ ჰკი­თხა, იყო თუ არა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბი დარ­ბაზ­ში, სა­დაც ტურ­ნი­რი იმარ­თე­ბო­და და უთხრეს, რომ ისი­ნი არ მუ­შა­ობ­დნენ (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ეს ასე არ იყო).

თა­მა­შის დროს ოს­მა­ნო­ვა ავად გახ­და, მაგ­რამ მან მა­ინც და­ას­რუ­ლა ას­პა­რე­ზო­ბა, თან გა­მარ­ჯვე­ბით... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­გი­და­ზე დაღ­ვრი­ლი ვერ­ცხლის­წყა­ლი შე­ნიშ­ნეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ აღ­მოჩ­ნდა, რომ მუ­შა­ობ­და, აბა­კა­რო­ვას იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და.

მო­ჭად­რა­კე და­ა­კა­ვეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით გა­ა­კე­თა. ივ­ლი­სის ბო­ლოს მა­ხა­ჩყა­ლა­ში გა­მარ­თუ­ლი ტურ­ნი­რის ფი­ნა­ლის შემ­დეგ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­ტო­ქე­ზე გაბ­რაზ­და. მა­შინ ორი­ვე მო­ჭად­რა­კემ ერ­თნა­ი­რი ქულა და­აგ­რო­ვა, მაგ­რამ ოს­მა­ნო­ვას გა­მარ­ჯვე­ბა და­მა­ტე­ბი­თი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით მი­ე­ნი­ჭა.

"ტე­ლეგ­რა­მარ­ხის" წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, მო­ჭად­რა­კე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­დნენ და ყო­ველ­თვის ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ: აბა­კა­რო­ვა თა­მა­შობ­და მა­ხა­ჩყა­ლის გუნდში, ხოლო ოს­მა­ნო­ვა კას­პი­ის გუნდში. აბა­კა­რო­ვას ახ­ლობ­ლე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი საქ­ცი­ე­ლით, რად­გან ისი­ნი მას ბავ­შვე­ბის ღირ­სე­ულ მწვრთნე­ლად მი­იჩ­ნევ­დნენ.

და­ღეს­ტნის სპორ­ტის მი­ნის­ტრმა სა­ჟიდ სა­ჟი­დოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აბა­კა­რო­ვას სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ემუქ­რე­ბა: "მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი შე­დე­გი მოჰ­ყო­ლო­და და ფა­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და ყვე­ლას, ვინც ჭად­რა­კის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და“.

ავტორი:

შურისძიება ვერცხლისწყლის გამოყენებით - დაღესტანში მოჭადრაკე ქალი მეტოქის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს

შურისძიება ვერცხლისწყლის გამოყენებით - დაღესტანში მოჭადრაკე ქალი მეტოქის მოწამვლის ბრალდებით დააკავეს

დაღესტნელი მოჭადრაკე ამინა აბაკაროვა ეჭვმიტანილია მისი მეტოქის, მოჭადრაკე უმაიგანატ ოსმანოვას მოწამვლის მცდელობაში: შეჯიბრებამდე აბაკაროვამ ვერცხლისწყალი დაასხა მაგიდას, რომელზეც მეტოქეს უნდა ეთამაშა. ამის შესახებ "ტელეგრამარხი" Shot - ი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ ანდრეი ფილატოვზე დაყრდნობით წერს.

"სამართალდამცავი ორგანოების დასკვნის მოლოდინში“, რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ ჭადრაკში ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის ჩემპიონს, 40 წლის ამინა აბაკაროვას შეჯიბრებებში მონაწილეობა შეუჩერა.

შემთხვევა 2 აგვისტოს მოხდა. შეჯიბრის დღეს აბაკაროვა 20 წუთით ადრე მივიდა და მოწინააღმდეგის მაგიდასთან რაღაც დაღვარა - მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს იყო ვერცხლისწყალი. გავრცელებული ინფორმაციით, აბაკაროვამ ორგანიზატორებს წინასწარ ჰკითხა, იყო თუ არა სათვალთვალო კამერები დარბაზში, სადაც ტურნირი იმართებოდა და უთხრეს, რომ ისინი არ მუშაობდნენ (მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო).

თამაშის დროს ოსმანოვა ავად გახდა, მაგრამ მან მაინც დაასრულა ასპარეზობა, თან გამარჯვებით... მოგვიანებით მაგიდაზე დაღვრილი ვერცხლისწყალი შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. სათვალთვალო კამერების საფუძველზე, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მუშაობდა, აბაკაროვას იდენტიფიცირება მოხდა.

მოჭადრაკე დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ეს შურისძიების მიზნით გააკეთა. ივლისის ბოლოს მახაჩყალაში გამართული ტურნირის ფინალის შემდეგ, სავარაუდოდ, მეტოქეზე გაბრაზდა. მაშინ ორივე მოჭადრაკემ ერთნაირი ქულა დააგროვა, მაგრამ ოსმანოვას გამარჯვება დამატებითი მაჩვენებლებით მიენიჭა.

"ტელეგრამარხის" წყაროების თანახმად, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და ყოველთვის ეჯიბრებოდნენ: აბაკაროვა თამაშობდა მახაჩყალის გუნდში, ხოლო ოსმანოვა კასპიის გუნდში. აბაკაროვას ახლობლები გაოგნებულები არიან მისი საქციელით, რადგან ისინი მას ბავშვების ღირსეულ მწვრთნელად მიიჩნევდნენ.

დაღესტნის სპორტის მინისტრმა საჟიდ საჟიდოვმა განაცხადა, რომ აბაკაროვას სისხლისსამართლებრივი დევნა ემუქრება: "მის მიერ ჩადენილ ქმედებას, შესაძლოა, ყველაზე ტრაგიკული შედეგი მოჰყოლოდა და ფატალურად დასრულებულიყო. საფრთხე ემუქრებოდა ყველას, ვინც ჭადრაკის სახლში იმყოფებოდა“.