მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2 დღეში უკრაინამ აიღო კონტროლი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთის ჯარებმა ბოლო თვე-ნახევარში..." - ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან, სადაც უკრაინელთა წინსვლა გრძელდება
"2 დღეში უკრაინამ აიღო კონტროლი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთის ჯარებმა ბოლო თვე-ნახევარში..." - ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან, სადაც უკრაინელთა წინსვლა გრძელდება

ამე­რი­კუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის, ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ISW) ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნის ჯა­რე­ბი სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ას გა­ნაგ­რძო­ბენ რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, კურსკის ოლ­ქში. უკ­რა­ი­ნას ამ ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ფე­რი უთ­ქვამს.

ამე­რი­კე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი 6 და 7 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გე­ო­ლო­კა­ცი­უ­რი კად­რე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ჯავ­შან­ტექ­ნი­კა სა­ზღვრი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10 კი­ლო­მეტ­რის სიღ­რმე­ზეა შე­სუ­ლი. რუ­სე­თის კურსკის ოლქი უკ­რა­ი­ნის სუ­მის ოლქს ესა­ზღვრე­ბა.

  • ISW-ის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­ის ამ დრო­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბის თა­ნახ­მად, მათ "გა­არ­ღვი­ეს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სულ მცი­რე ორი ხაზი და ერთი საყ­რდე­ნი პუნ­ქტი".

ომის შემ­სწავ­ლე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის ან­გა­რიშ­ში შე­ტა­ნი­ლია რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბის, მათ შო­რის კრემ­ლის მხარ­დამ­ჭე­რი ე.წ. სამ­ხედ­რო ბლო­გე­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბიც, რომ 6 აგ­ვის­ტო­დან უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­მა კურსკის ოლ­ქში და­ი­კა­ვეს 45კმ² ტე­რი­ტო­რია და 11 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი.

შე­გახ­სე­ნებთ, 6 აგ­ვის­ტოს ღა­მით კურსკის რე­გი­ონს უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბი და­ესხნენ თავს - რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ალექ­სეი სმირ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 26 თვითმფრი­ნა­ვის ტი­პის დრო­ნი ჩა­მო­აგ­დეს. იმა­ვე ღა­მით, სუ­ჯას რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრს, რო­მე­ლიც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის სა­ზღვრი­დან 10 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. დი­ლით გავ­რცელ­და ცნო­ბე­ბი სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში ბრძო­ლე­ბის შე­სა­ხებ.

თავ­დას­ხმის და­წყე­ბი­დან ამ დრომ­დე, 8 აგ­ვის­ტომ­დე, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მე­დი­ა­ში ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა, და­ნამ­დვი­ლე­ბით ცნო­ბი­ლი შემ­დე­გია:

წუ­ხან­დე­ლი ღა­მის შემ­დეგ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ 16 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

“სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის მო­რი­გე სის­ტე­მებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს 14 უკ­რა­ი­ნუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, 2 კი კურსკის ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - იტყო­ბი­ნე­ბა ინ­ტერ­ფაქ­სი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ზე დაყ­რდნო­ბით.

უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ბელ­გო­რო­დის რა­ი­ონ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმის შე­დე­გად 16 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვი­ა­ჩეს­ლავ გლად­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­სუ­ლი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბელ­გო­რო­დის რე­გი­ონს 86-ჯერ შე­უ­ტია უკ­რა­ი­ნამ და იყო მსხვერ­პლიც.

კურსკის ოლ­ქში დაჭ­რი­ლი რუსი პრო­პა­გან­დის­ტი და ВГТРК-ის სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტი ევ­გე­ნი პო­დუბ­ნი ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "რუ­სია-24" ავ­რცე­ლებს.

“აქვს მძი­მე დამ­წვრო­ბა, თა­ვის ტვი­ნის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, სა­ხის ძვლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა“, - გა­ნუ­ცხა­და ექიმ­მა კო­რეს­პონ­დენტს. მა­ნამ­დე ВГТРК -მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­დუბ­ნი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო.

კურსკის რე­გი­ო­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის ალექ­სეი სმირ­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, წუ­ხელ, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მამ კურსკის ოლ­ქში ექ­ვსი უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი და ხუთი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დო.

სა­რა­კე­ტო საფრ­თხე იმ რა­ი­ონ­ში, სა­დაც ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, ღა­მით რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ცხად­და.

ამას­თა­ნა­ვე, გამ­თე­ნი­ი­სას სა­ჰა­ე­რო გან­გა­ში იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მთე­ლი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ომის კვლე­ვის ამე­რი­კუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (ISW)-ის გან­ცხა­დე­ბით, “კურსკის რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე შე­ტა­კე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბით, კრემ­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ეწე­ვა“.

ერთი დღით ადრე, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ძა­ლე­ბი კურსკის რე­გი­ონ­ში “მას­შტა­ბურ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში“ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

5 სა­ა­თის წინ, გამ­თე­ნის­სას, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა კურსკის ოლ­ქის თავ­ზე, კი­დევ შვი­დი უკ­რა­ი­ნუ­ლი რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს, რამ­დენ­მა მი­აღ­წია სა­მიზ­ნეს, ამ ეტა­პის­თვის უც­ნო­ბია.

სუ­მის რე­გი­ო­ნი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 26-ჯერ და­ბომ­ბეს.

რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა მო­ნა­ცე­მე­ბი მსხვერ­პლთა შე­სა­ხებ, მათი თქმით, “კურსკის რე­გი­ონ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მიერ და­ბომბვის შე­დე­გად, და­შავ­და 31 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ექ­ვსი ბავ­შვი“.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და.

“რე­გი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მტრუ­ლი ძა­ლე­ბის შეს­ვლის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის 7 აგ­ვის­ტო­დან სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა”, - წერს გუ­ბერ­ნა­ტო­რი “ტე­ლეგ­რა­მის” პი­რად არხზე.

მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა ძა­ლებ­მა რუ­სე­თის კურსკის ოლ­ქში რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბა და­ი­კა­ვეს. "ტე­ლეგ­რამ" არ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბა ცნო­ბე­ბიც, რომ ოლ­ქში ასე­უ­ლო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო იმ­ყო­ფე­ბა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, კურსკის ოლ­ქში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის მხრი­დან “მას­შტა­ბუ­რი პრო­ვო­კა­ცი­აა.” რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ოლ­ქში “გა­ნურ­ჩე­ვე­ლი სრო­ლა” მი­დის ია­რა­ღის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბი­დან, მათ შო­რის სა­რა­კე­ტო ია­რა­ღი­დან. უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბია.

თუ ვიმ­სჯე­ლებთ უკ­რა­ი­ნის ოპე­რა­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი­დან და ინ­ტენ­სი­ვო­ბით, ადრე თუ გვი­ან რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა იქ ჯა­რე­ბი გა­იყ­ვა­ნოს სხვა ოპე­რა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან და, ასე­ვე, შე­საძ­ლოა, აგ­ვის­ტო-სექ­ტემ­ბრის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი რე­ზერ­ვე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი.

უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტის, კონ­სტან­ტი­ნე მა­შო­ვე­ცის თქმით, ამ თვალ­საზ­რი­სი­თაც, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცია სა­სა­ზღვრო კურსკის რე­გი­ონ­ში უკვე გა­მარ­თლე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის, ექ­სპერ­ტის თქმით, სა­ზღვრის და­სა­ფა­რად, რუ­სე­თის სარ­დლო­ბამ ძა­ლე­ბის ნა­წი­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბა და­ი­წყო ვოლ­ჩანსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ამავდრო­უ­ლად, ექ­სპერ­ტმა შე­ა­და­რა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და­ნა­ყო­ფე­ბის წინსვლის ტემ­პი კურსკის რე­გი­ონ­ში და რუ­სე­თის ჯა­რე­ბის - ხარ­კო­ვის რე­გი­ონ­ში:

"2 დღე­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა აი­ღეს კონ­ტრო­ლი იმა­ზე ბევ­რად დიდ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ვიდ­რე რუ­სე­თის ჯა­რებ­მა გა­ა­კე­თეს ბოლო თვე­ნა­ხე­ვარ­ში... რა­ტომ­ღაც მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი შუ­ა­შიც არ არის და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გვექ­ნე­ბა ახა­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა".

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა მარ­თლაც გა­წყვი­ტეს რუ­სე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ხაზი კურსკის რე­გი­ონ­ში (რილსკი - კო­რე­ნე­ვო - სუ­ჯას გზა).

"უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მო­წი­ნა­ვე ნა­წი­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ წინსვლას ლი­უ­ბი­მოვ­კა-კო­რე­ნე­ვოს სა­ერ­თო მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ქა­ლაქ სუ­ჯას მი­და­მო­ში (გონ­ჩა­როვ­კას ჩრდი­ლო­ე­თით) და მე­ლო­ვო­ეს მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა მა­შო­ვეც­მა.

მისი აზ­რით, უკ­რა­ი­ნის სარ­დლო­ბამ მო­ა­ხერ­ხა "ოპე­რა­ტი­უ­ლი სი­ურპრი­ზის“ ეფექ­ტის მიღ­წე­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"2 დღეში უკრაინამ აიღო კონტროლი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთის ჯარებმა ბოლო თვე-ნახევარში..." - ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან, სადაც უკრაინელთა წინსვლა გრძელდება

"2 დღეში უკრაინამ აიღო კონტროლი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთის ჯარებმა ბოლო თვე-ნახევარში..." - ბოლო ცნობები კურსკის ოლქიდან, სადაც უკრაინელთა წინსვლა გრძელდება

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინის ჯარები სახმელეთო ოპერაციას განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. უკრაინას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად, ჯერჯერობით, არაფერი უთქვამს.

ამერიკელი ექსპერტები 6 და 7 აგვისტოს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრების გაანალიზების საფუძველზე ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯავშანტექნიკა საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზეა შესული. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

  • ISW-ის ცნობით, უკრაინელი სამხედროების სახმელეთო ოპერაციის ამ დროისთვის დადასტურებული მასშტაბის თანახმად, მათ "გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის სულ მცირე ორი ხაზი და ერთი საყრდენი პუნქტი".

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში შეტანილია რუსული წყაროების, მათ შორის კრემლის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერების მიერ გავრცელებული ცნობებიც, რომ 6 აგვისტოდან უკრაინის ძალებმა კურსკის ოლქში დაიკავეს 45კმ² ტერიტორია და 11 დასახლებული პუნქტი.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს ღამით კურსკის რეგიონს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს - რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ 26 თვითმფრინავის ტიპის დრონი ჩამოაგდეს. იმავე ღამით, სუჯას რეგიონულ ცენტრს, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს, ცეცხლი გაუხსნეს. დილით გავრცელდა ცნობები სასაზღვრო ზონაში ბრძოლების შესახებ.

თავდასხმის დაწყებიდან ამ დრომდე, 8 აგვისტომდე, ბევრი რამ შეიცვალა. მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, დანამდვილებით ცნობილი შემდეგია:

წუხანდელი ღამის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 16 უკრაინული დრონის განადგურების შესახებ განაცხადა.

“საჰაერო თავდაცვის მორიგე სისტემებმა გაანადგურეს 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 2 კი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე“, - იტყობინება ინტერფაქსი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

უკანასკნელი მონაცემებით, ბელგოროდის რაიონში 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბელგოროდის რეგიონს 86-ჯერ შეუტია უკრაინამ და იყო მსხვერპლიც.

კურსკის ოლქში დაჭრილი რუსი პროპაგანდისტი და ВГТРК-ის სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ "რუსია-24" ავრცელებს.

“აქვს მძიმე დამწვრობა, თავის ტვინის ტრავმული დაზიანება, სახის ძვლების დაზიანება“, - განუცხადა ექიმმა კორესპონდენტს. მანამდე ВГТРК -მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოდუბნი ლიკვიდირებული იყო.

კურსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ალექსეი სმირნოვის განცხადებით, წუხელ, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კურსკის ოლქში ექვსი უკრაინული დრონი და ხუთი რაკეტა ჩამოაგდო.

სარაკეტო საფრთხე იმ რაიონში, სადაც ბრძოლა გრძელდება, ღამით რამდენჯერმე გამოცხადდა.

ამასთანავე, გამთენიისას საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული მთელი უკრაინის ტერიტორიაზე.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW)-ის განცხადებით, “კურსკის რეგიონში მიმდინარე შეტაკებების შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით, კრემლი საკუთარი თავის დისკრედიტაციას ეწევა“.

ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინული ძალები კურსკის რეგიონში “მასშტაბურ პროვოკაციაში“ დაადანაშაულა.

5 საათის წინ, გამთენისსას, ცნობილი გახდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკის ოლქის თავზე, კიდევ შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს, რამდენმა მიაღწია სამიზნეს, ამ ეტაპისთვის უცნობია.

სუმის რეგიონი 24 საათის განმავლობაში 26-ჯერ დაბომბეს.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მონაცემები მსხვერპლთა შესახებ, მათი თქმით, “კურსკის რეგიონში უკრაინელი ნაციონალისტების მიერ დაბომბვის შედეგად, დაშავდა 31 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

“რეგიონის ტერიტორიაზე მტრული ძალების შესვლის შედეგების ლიკვიდაციისთვის 7 აგვისტოდან საგანგებო ვითარების გამოცხადების შესახებ მივიღე გადაწყვეტილება”, - წერს გუბერნატორი “ტელეგრამის” პირად არხზე.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამდენიმე დასახლება დაიკავეს. "ტელეგრამ" არხებზე ვრცელდება ცნობებიც, რომ ოლქში ასეულობით უკრაინელი სამხედრო იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.” რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. უკრაინულ მხარეს განვითარებულ მოვლენებზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

თუ ვიმსჯელებთ უკრაინის ოპერაციის მასშტაბებიდან და ინტენსივობით, ადრე თუ გვიან რუსეთი იძულებული გახდება იქ ჯარები გაიყვანოს სხვა ოპერატიული მიმართულებიდან და, ასევე, შესაძლოა, აგვისტო-სექტემბრისთვის მომზადებული სტრატეგიული რეზერვების ნარჩენები.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტის, კონსტანტინე მაშოვეცის თქმით, ამ თვალსაზრისითაც, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია სასაზღვრო კურსკის რეგიონში უკვე გამართლებულია. ამ დროისთვის, ექსპერტის თქმით, საზღვრის დასაფარად, რუსეთის სარდლობამ ძალების ნაწილის გადაადგილება დაიწყო ვოლჩანსკის მიმართულებით.

ამავდროულად, ექსპერტმა შეადარა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების წინსვლის ტემპი კურსკის რეგიონში და რუსეთის ჯარების - ხარკოვის რეგიონში:

"2 დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აიღეს კონტროლი იმაზე ბევრად დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთის ჯარებმა გააკეთეს ბოლო თვენახევარში... რატომღაც მეჩვენება, რომ ეს პროცესი შუაშიც არ არის და უახლოეს მომავალში გვექნება ახალი ოპერატიული მიმართულება".

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც გაწყვიტეს რუსების მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ხაზი კურსკის რეგიონში (რილსკი - კორენევო - სუჯას გზა).

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მოწინავე ნაწილები აგრძელებენ წინსვლას ლიუბიმოვკა-კორენევოს საერთო მიმართულებით, ასევე ქალაქ სუჯას მიდამოში (გონჩაროვკას ჩრდილოეთით) და მელოვოეს მიმართულებით“, - აღნიშნა მაშოვეცმა.

მისი აზრით, უკრაინის სარდლობამ მოახერხა "ოპერატიული სიურპრიზის“ ეფექტის მიღწევა.

იხილეთ ასევე: