საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცალი მხრით აწეული სიმძიმეებით შოთი გმირია" - ძალოსნებმა დაიწყეს: ქართველებიდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველაძე გავიდა და ტრავმის მიუხედავად მაინც ბოლომდე იბრძოლა
"ცალი მხრით აწეული სიმძიმეებით შოთი გმირია" - ძალოსნებმა დაიწყეს: ქართველებიდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველაძე გავიდა და ტრავმის მიუხედავად მაინც ბოლომდე იბრძოლა

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე დღეს ას­პა­რე­ზო­ბა­ში ძა­ლო­სა­ნე­ბი ჩა­ერ­თვნენ. ოლიმ­პი­ურ ფი­ცარ­ნაგ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­დან პირ­ვე­ლი შოთა მიშ­ვე­ლი­ძე (61 კგ.) წარ­დგა. ქარ­თველ­მა ძა­ლო­სან­მა მი­უ­ხე­და­ვად გა­მი­ზე­ზე­ბუ­ლი ტრავ­მი­სა, მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, გი­ორ­გი ასა­ნი­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ას­პა­რე­ზო­ბა მა­ინც შეძ­ლო. ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მიშ­ვე­ლი­ძის­გან ტრავ­მის გამო მხო­ლოდ სიმ­ბო­ლურ გა­მოს­ვლას ელო­და, თუმ­ცა ძა­ლო­სან­მა ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად თავი არ და­ზო­გა და მა­ინც იბ­რძო­ლა.

მიშ­ვე­ლი­ძემ ატაც­ში 114 / 121 კგ. დაძ­ლია, ხოლო აკ­ვრა­ში კი თავი 125 / 135 კი­ლოგ­რამს გა­არ­თვა. ძა­ლო­სან­მა ორ­ჭიდ­ში 256 კი­ლოგ­რა­მი მო­აგ­რო­ვა და სა­ბო­ლო­ოდ მე - 6 ად­გილ­ზე გა­ვი­და.

"ცალი მხრით აწე­უ­ლი სიმ­ძი­მე­ე­ბით, შოთი გმი­რია. ასე­ვე. რა თქმა უნდა, თა­ვად ჩემ­პი­ო­ნი ასა­ნი­ძის შრო­მა და­სა­ფა­სე­ბე­ლი და შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ჩვე­ნი მედ.პერ­სო­ნა­ლიც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყეს. ყვე­ლას ერ­თი­ან­მა შრო­მამ შე­აძ­ლე­ბი­ნა შო­თის ის, რაც შეძ­ლო", - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლო­სან­თა ნაკ­რე­ბის ექი­მი-რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

დღეს მიშ­ვე­ლა­ძის გარ­და ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, კი­დევ ორმა ქარ­თველ­მა იას­პა­რე­ზა - ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბის მე­ო­რე სა­შე­ჯიბ­რო დღეს ორმა ქარ­თველ­მა იჭი­და­ვა.

ლაშა გო­ბა­ძემ (87 კგ) ალ­ჟი­რე­ლი ბა­ჩირ სიდ აზა­რა და­ა­მარ­ცხა და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც ბულ­გა­რელ სე­მენ ნო­ვი­კოვ­თან 3:8 და­მარ­ცხდა. ლა­შას ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მო­პო­ვე­ბის შან­სი ექ­ნე­ბა, თუ ნო­ვი­კო­ვი ფი­ნალ­ში გავა. სამ­წუ­ხა­როდ, რა­მაზ ზო­ი­ძე (67 კგ) ას­პა­რე­ზო­ბას პირ­ვე­ლი­ვე წრე­ში გა­მო­ე­თი­შა. ზო­ი­ძე ყირ­გიზ ამან­ტურ ის­მა­ი­ლოვ­თან 1:12 და­მარ­ცხდა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ან­გა­რიშ­ზე 4 მე­და­ლია - 1 ოქრო, 2 ვერ­ცხლი და 1 ბრინ­ჯაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ცალი მხრით აწეული სიმძიმეებით შოთი გმირია" - ძალოსნებმა დაიწყეს: ქართველებიდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველაძე გავიდა და ტრავმის მიუხედავად მაინც ბოლომდე იბრძოლა

"ცალი მხრით აწეული სიმძიმეებით შოთი გმირია" - ძალოსნებმა დაიწყეს: ქართველებიდან ოლიმპიურ ფიცარნაგზე პირველი შოთა მიშველაძე გავიდა და ტრავმის მიუხედავად მაინც ბოლომდე იბრძოლა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ასპარეზობაში ძალოსანები ჩაერთვნენ. ოლიმპიურ ფიცარნაგზე საქართველოს ნაკრებიდან პირველი შოთა მიშველიძე (61 კგ.) წარდგა. ქართველმა ძალოსანმა მიუხედავად გამიზეზებული ტრავმისა, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობა მაინც შეძლო. ქართველი გულშემატკივარი მიშველიძისგან ტრავმის გამო მხოლოდ სიმბოლურ გამოსვლას ელოდა, თუმცა ძალოსანმა ყველაფრის მიუხედავად თავი არ დაზოგა და მაინც იბრძოლა.

მიშველიძემ ატაცში 114 / 121 კგ. დაძლია, ხოლო აკვრაში კი თავი 125 / 135 კილოგრამს გაართვა. ძალოსანმა ორჭიდში 256 კილოგრამი მოაგროვა და საბოლოოდ მე - 6 ადგილზე გავიდა.

"ცალი მხრით აწეული სიმძიმეებით, შოთი გმირია. ასევე. რა თქმა უნდა, თავად ჩემპიონი ასანიძის შრომა დასაფასებელი და შეუფასებელია. ჩვენი მედ.პერსონალიც არ უნდა დაგვავიწყეს. ყველას ერთიანმა შრომამ შეაძლებინა შოთის ის, რაც შეძლო", - წერს სოციალურ ქსელში ძალოსანთა ნაკრების ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.

დღეს მიშველაძის გარდა ოლიმპიურ თამაშებზე, კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა - ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მეორე საშეჯიბრო დღეს ორმა ქართველმა იჭიდავა.

ლაშა გობაძემ (87 კგ) ალჟირელი ბაჩირ სიდ აზარა დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან 3:8 დამარცხდა. ლაშას ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ექნება, თუ ნოვიკოვი ფინალში გავა. სამწუხაროდ, რამაზ ზოიძე (67 კგ) ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 1:12 დამარცხდა.

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე 4 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.