ვიქტორია ბექჰემი Vogue-ის ავსტრალიური ვერსიის ახალი ნომრის გმირი გახდა. ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო დენ ჯექსონის ფოტოსესიაში და რამდენიმე სახე შექმნა, რომელშიც სტილისტი ქრისტინ სენტენერა დაეხმარა. ვიქტორია ჟურნალის გვერდებზე გამოჩნდა ბრენდების Prada, Burberry, Rick Owens და, რა თქმა უნდა, Victoria Beckham-ის კოსტიუმებით, ასევე Tiffany & Co-სა და Cartier-ის სამკაულებით.
გარდა ამისა, 50 წლის ვიქტორიამ ისაუბრა 49 წლის ქმართან დევიდ ბექჰემთან ურთიერთობაზე, თუ როგორ ახერხებს სამუშაოსა და ოჯახის შეთავსებას. ინტერვიუერი კი ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი იყო.
კიდმანთან საუბარში ვიქტორიამ აღიარა, რომ ჯერ კიდევ შეყვარებულია ქმრზე:
”ალბათ მე მასზე უფრო მეტად შეყვარებული ვარ, ვიდრე პირველად, შეხვედრისას”. არტისტისა და დიზაინერის თქმით, მას ძალიან უყვარს დევიდთან დროის გატარება, რადგან მასთან ერთად ბევრს იცინის და ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. "ჩვენ ვზეიმოდით ჩვენი ქორწინების 25 წლის იუბილეს და მე ვუთხარი ჩვენს შვილებს: "მე ძალიან მიყვარს თქვენი მამა, მხარს ვუჭერ მას და მინდა, რომ ის იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ის აკეთებს ამას ჩემთვის, ბავშვები ამას ხედავენ, - თქვა ვიქტორიამ. გაგრძელეთ კითხვა