მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“ - სისხლიანი გარჩევა ცხინვალის კრიმინალურ ანკლავში
"გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“ - სისხლიანი გარჩევა ცხინვალის კრიმინალურ ანკლავში

ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვალ­ში დიდ კრი­მი­ნა­ლურ სკან­დალ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი "პრე­ზი­დენ­ტე­ბის" კლა­ნის წევ­რებს შო­რის მოხ­და, ტე­ლეგ­რამ-გან­ხილ­ვე­ბი არ ცხრე­ბა. გა­სულ თვეს, დღი­სით-მზი­სით, ორი დიდი გავ­ლე­ნი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ერთ-ერთი სკო­ლის წინ, ხალ­ხით სავ­სე ქუ­ჩა­ზე ერ­თმა­ნეთს ია­რა­ღით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. დაჭ­რი­ლი ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მოხ­ვდნენ და დე ფაქ­ტო პრო­კუ­რა­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­საც არ აპი­რებ­და. რო­გორც ცხინ­ვალ­ში ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ თავ­დამ­სხმე­ლე­ბის მხა­რეს "პრე­ზი­დენ­ტის" ძმა, ალიკ გაგ­ლო­ე­ვი იყო, რაც საქ­მე­ზე ძი­ე­ბას ძა­ლი­ან არ­თუ­ლებს. ამ სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვი­დან მხო­ლოდ 2 კვი­რის შემ­დეგ გა­და­წყდა ფორ­მა­ლუ­რად საქ­მის აღ­ძვრა, ისიც იმი­ტომ, რომ ცხინ­ვალ­ში ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ და­ცხრა და თან დაჭ­რილ ძმებ­საც ჰყავთ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი. ისი­ნი ყო­ფი­ლი "პრე­ზი­დენ­ტის", ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის ნა­თე­სა­ვე­ბი და ძვე­ლი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც ალიკ გაგ­ლო­ევ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი კლა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა აქვთ.

ცხინ­ვალ­ში ამ ამ­ბის დე­ტა­ლე­ბი ყვე­ლამ იცის - რო­დის და სად და­ი­წყო და­პი­რის­პი­რე­ბა, შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­და გარ­ჩე­ვა მე­ო­რე დღეს სკო­ლის წინ და რო­გორ დამ­თავ­რდა ორი ძმის ჩა­ცხრილ­ვით. ასე­ვე ყვე­ლამ იცის, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობ­და და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, თავ­დამ­სხმე­ლე­ბის გვა­რე­ბიც, ნას­რო­ლი ტყვი­ე­ბის ჰილ­ზე­ბი რო­გორ აკ­რი­ფა ას­ფალ­ტი­დან "პრე­ზი­დენ­ტის" კრი­მი­ნალ­მა ძმამ მშვი­დად და აუჩ­ქა­რებ­ლად. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ განგსტე­რუ­ლი გარ­ჩე­ვის ად­გილ­ზე არ­სე­ბობს კა­მე­რე­ბიც, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც არა­ფე­რი იცის ცხინ­ვა­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი გა­მო­ძი­ე­ბას­თან არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ამი­ტომ გა­მო­ძი­ე­ბას თურ­მე არც სამ­ხი­ლე­ბი აქვს და არც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი ჰყავს.

  • "გაგ­ლო­ე­ვის მუშ­კე­ტე­რებ­მა ჩა­ცხრი­ლეს ბი­ბი­ლო­ვის უია­რა­ღო გვარ­დი­ე­ლე­ბი“

14 ივ­ლისს, დღი­სით, ცხინ­ვა­ლის მე-12 სკო­ლას­თან, ხალ­ხით სავ­სე ქუ­ჩა­ში, სრო­ლა ატყდა. სრო­ლი­სას ძმე­ბი, სერ­გეი და ლევ კა­ბი­სო­ვე­ბი და­იჭრ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ად­გი­ლობ­რი­ვი ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო მე­დია ფაქ­ტის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ტე­ლეგ­რამ-არ­ხებ­ზე სწრა­ფად გავ­რცელ­და და ამის შემ­დეგ ოსურ­მა მე­დი­ა­მაც გა­ავ­რცე­ლა მწი­რი ცნო­ბა, რომ სკო­ლას­თან იყო სრო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ფე­ხებ­ში დაჭ­რი­ლი არი­ან ძმე­ბი კა­ბი­სო­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ასე­ვე მე­ო­რე მოკ­ლე ცნო­ბაც, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ უარი თქვეს გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და სა­ჩივ­რის შე­ტა­ნა­ზე. ამ სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­ლეგ­რამ-არ­ხე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი.

ბი­ბი­ლო­ვის "პრე­ზი­დენ­ტო­ბის" დროს ერთი ძმა, სერ­გეი კა­ბი­სო­ვი, ე.წ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო, მე­ო­რე ძმა, ლევ კა­ბი­სო­ვი, "პრე­ზი­დენ­ტის" პი­რა­დი მცვე­ლი და სი­გა­რე­ტი­სა და სხვა კონ­ტრა­ბან­დუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ტა­ნას აკონ­ტრო­ლებ­და. ის ასე­ვე სცემ­და და აში­ნებ­და ყვე­ლას, ვინც ბი­ბი­ლოვ­ზე რა­ი­მე კრი­ტი­კულს იტყო­და. ლევ კა­ბი­სო­ვი ვლა­დი­კავ­კაზ­ში ჩა­ვი­და და სცე­მა ჟურ­ნა­ლისტს რუს­ლან ტი­ტოვს იმის გამო, რომ მან ბი­ბი­ლოვ­ზე კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტია და­წე­რა (ამ­ჟა­მად ტი­ტო­ვი რუ­სე­თის შსს-ს მიერ ექ­სტრე­მის­ტა­დაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ძებ­ნა­შია რუ­სუ­ლი არ­მი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და პუ­ტი­ნის კა­რი­კა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბის გამო). გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“ - სისხლიანი გარჩევა ცხინვალის კრიმინალურ ანკლავში

"გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“ - სისხლიანი გარჩევა ცხინვალის კრიმინალურ ანკლავში

ოკუპირებულ ცხინვალში დიდ კრიმინალურ სკანდალზე, რომელიც ამჟამინდელი და ყოფილი "პრეზიდენტების" კლანის წევრებს შორის მოხდა, ტელეგრამ-განხილვები არ ცხრება. გასულ თვეს, დღისით-მზისით, ორი დიდი გავლენიანი დაჯგუფების წევრები ერთ-ერთი სკოლის წინ, ხალხით სავსე ქუჩაზე ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ. დაჭრილი ძმები კაბისოვები საავადმყოფოშიც მოხვდნენ და დე ფაქტო პროკურატურა გამოძიების დაწყებასაც არ აპირებდა. როგორც ცხინვალში ამბობენ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ თავდამსხმელების მხარეს "პრეზიდენტის" ძმა, ალიკ გაგლოევი იყო, რაც საქმეზე ძიებას ძალიან ართულებს. ამ სისხლიანი გარჩევიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გადაწყდა ფორმალურად საქმის აღძვრა, ისიც იმიტომ, რომ ცხინვალში ამ განუკითხაობაზე საუბარი არ დაცხრა და თან დაჭრილ ძმებსაც ჰყავთ გავლენიანი მფარველები. ისინი ყოფილი "პრეზიდენტის", ანატოლი ბიბილოვის ნათესავები და ძველი ჩინოვნიკები არიან, რომლებსაც ალიკ გაგლოევზე არანაკლები კრიმინალური გამოცდილება და საკუთარი კლანური დაჯგუფება აქვთ.

ცხინვალში ამ ამბის დეტალები ყველამ იცის - როდის და სად დაიწყო დაპირისპირება, შემდეგ როგორ გაგრძელდა გარჩევა მეორე დღეს სკოლის წინ და როგორ დამთავრდა ორი ძმის ჩაცხრილვით. ასევე ყველამ იცის, ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, თავდამსხმელების გვარებიც, ნასროლი ტყვიების ჰილზები როგორ აკრიფა ასფალტიდან "პრეზიდენტის" კრიმინალმა ძმამ მშვიდად და აუჩქარებლად. როგორც ამბობენ, ამ განგსტერული გარჩევის ადგილზე არსებობს კამერებიც, თუმცა რატომღაც არაფერი იცის ცხინვალის პროკურატურამ, რომელიც აცხადებს, რომ ძმები კაბისოვები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და ამიტომ გამოძიებას თურმე არც სამხილები აქვს და არც ეჭვმიტანილები ჰყავს.

  • "გაგლოევის მუშკეტერებმა ჩაცხრილეს ბიბილოვის უიარაღო გვარდიელები“

14 ივლისს, დღისით, ცხინვალის მე-12 სკოლასთან, ხალხით სავსე ქუჩაში, სროლა ატყდა. სროლისას ძმები, სერგეი და ლევ კაბისოვები დაიჭრნენ. თავდაპირველად დე ფაქტო ხელისუფლება და ადგილობრივი ე.წ. სახელმწიფო მედია ფაქტის გასაიდუმლოებას ცდილობდნენ, თუმცა ინფორმაცია ტელეგრამ-არხებზე სწრაფად გავრცელდა და ამის შემდეგ ოსურმა მედიამაც გაავრცელა მწირი ცნობა, რომ სკოლასთან იყო სროლა, რის შედეგადაც ფეხებში დაჭრილი არიან ძმები კაბისოვები, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით გავრცელდა ასევე მეორე მოკლე ცნობაც, რომ დაზარალებულებმა პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ უარი თქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობასა და საჩივრის შეტანაზე. ამ სისხლიანი გარჩევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით ტელეგრამ-არხებიდან გახდა ცნობილი.

ბიბილოვის "პრეზიდენტობის" დროს ერთი ძმა, სერგეი კაბისოვი, ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო, მეორე ძმა, ლევ კაბისოვი, "პრეზიდენტის" პირადი მცველი და სიგარეტისა და სხვა კონტრაბანდული პროდუქტის შეტანას აკონტროლებდა. ის ასევე სცემდა და აშინებდა ყველას, ვინც ბიბილოვზე რაიმე კრიტიკულს იტყოდა. ლევ კაბისოვი ვლადიკავკაზში ჩავიდა და სცემა ჟურნალისტს რუსლან ტიტოვს იმის გამო, რომ მან ბიბილოვზე კრიტიკული სტატია დაწერა (ამჟამად ტიტოვი რუსეთის შსს-ს მიერ ექსტრემისტადაა გამოცხადებული და ძებნაშია რუსული არმიის დისკრედიტაციისა და პუტინის კარიკატურის გავრცელების გამო). გააგრძელეთ კითხვა