ავტორი:

უმძიმესი დანაშაული გერმანიაში - სერიულმა მკვლელმა ექიმმა 4 პაციენტი მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი მათი სახლები გადაწვა

უმძიმესი დანაშაული გერმანიაში - სერიულმა მკვლელმა ექიმმა 4 პაციენტი მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი მათი სახლები გადაწვა

გერმანიაში 39 წლის ექიმი პაციენტების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, მამაკაცი ბერლინში საექთნო სამსახურის პალიატიურ ჯგუფში მუშაობდა. მან, სავარაუდოდ, ოთხი მოხუცი ქალი მოკლა, რომლებზეც საექთნო სამსახური ზრუნავდა.

ბრალდებულმა პირველი მკვლელობა 11 ივნისს ჩაიდინა - მან 87 წლის ქალი მის ბინაში ჯერ მოკლა, შემდეგ კი სახლს ცეცხლი წაუკიდა. ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა კორპუსის კიდევ სამი მცხოვრები.

მეორე მკვლელობა 8 ივლისს მოხდა - ექიმმა ამჯერად 76 წლის ქალი მოკლა. მკვლელობის დაფარვა კი მსხვერპლის ნათესავთან დარეკვით სცადა. ამბობდა, რომ ბინის წინ იდგა და კარს არავინ უღებდა.

მესამე მსხვერპლი 94 წლის ქალი აღმოჩნდა - პოლიციამ ხანძრის გაჩენა საეჭვოდ მიიჩნია. ექიმის უკანასკნელი მსხვერპლი 72 წლის ქალი იყო. ყველა მკვლელობა ერთსა და იმავე უბანში მოხდა.

ბერლინის პროკურატურამ სავარაუდო სერიულ მკვლელს ბრალი წაუყენა. დანაშაულის ზუსტი მოტივი უცნობია. გამოძიება გრძელდება.

წყარო