მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიას ვერ მისცემს შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებს თავი აარიდონ" - "ქართული ოცნება"
"ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიას ვერ მისცემს შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებს თავი აარიდონ" - "ქართული ოცნება"

ომის და­წყე­ბის თა­რი­ღის ხე­ლოვ­ნუ­რი ცვლი­ლე­ბა და მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ომის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვერ მის­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უმ­ძი­მეს კი­თხვებ­ზე სა­ჯა­როდ პა­სუ­ხის გა­ცე­მა თა­ვი­დან აი­რი­დოს - რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ყვე­ლა რის­კი მოხ­სნი­ლია, 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

  • მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ „ყვე­ლა­ზე დიდი და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ 2008 წელს ჩა­დე­ნი­ლი ავან­ტუ­რაა“. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გან­მარ­ტე­ბით, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამ მოვ­ლე­ნებს სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს და "არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე მოხ­დე­ბა“.

"დღეს, 7 აგ­ვის­ტოს, ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ იხი­ლა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მო­რი­გი ფა­რი­სევ­ლუ­რი პიარ-კამ­პა­ნია აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ომის პარ­ტი­ის წევ­რებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს გმი­რი ჯა­რის­კა­ცე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, გა­მო­აქ­ვეყ­ნეს სამ­ძიმ­რის ტექ­სტე­ბი. ისი­ნი ამ ყვე­ლა­ფერს ისე უტიფ­რად აკე­თე­ბენ, თით­ქოს, 2008 წელს დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ში მათ არა­ვი­თა­რი ბრა­ლი არ მი­უ­ძღო­დეთ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მიერ 2008 წელს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­ზე ჩვენ დღემ­დე მხო­ლოდ მი­ნიშ­ნე­ბე­ბით ვსა­უბ­რობ­დით, რა­საც თა­ვი­სი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი სტრას­ბურ­გსა და ჰა­ა­გა­ში, რომ­ლე­ბიც, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და. ახლა კი, რო­დე­საც სრუ­ლად არის გა­დავ­ლი­ლი იმის თე­ო­რი­უ­ლი რის­კიც კი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს, ქარ­თულ ჯარს და თუნ­დაც ერთ ქარ­თველ ჯა­რის­კაცს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­ე­კის­როს, დად­გა დრო, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ი­გოს სრუ­ლი სი­მარ­თლე და ყვე­ლა ფაქტს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მო­ღა­ლა­ტე­ობ­რივ და­ნა­შა­ულს უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა. 2008 წლის ომის შე­დე­გად, დავ­კარ­გეთ ორი ის­ტო­რი­უ­ლი რე­გი­ო­ნი, და­ი­ღუ­პა ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი, ხოლო 30 000 ადა­მი­ა­ნი დევ­ნი­ლად იქცა. და­უშ­ვე­ბე­ლია, ამ მას­შტა­ბის და­ნა­შა­უ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე და და­უს­ჯე­ლი დარ­ჩეს.

  • წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ომის და­წყე­ბის თა­რი­ღად 8 აგ­ვის­ტოს ასა­ხე­ლებ­და და მათი მხრი­დან პრო­ტო­კო­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბიც სწო­რედ ამ დღეს სრულ­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე წლის წინ კი, რა­დი­კა­ლურ­მა ოპო­ზი­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა თა­რი­ღი შე­ეც­ვა­ლა და მან ომის და­წყე­ბის დღედ 7 აგ­ვის­ტო გა­მო­ა­ცხა­და. ამის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი ისაა, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­კუ­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბას ცდი­ლობს. თუმ­ცა, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ყო­ველ­გვა­რი რის­კი უკვე გა­დავ­ლი­ლია, ომის და­წყე­ბის თა­რი­ღის ხე­ლოვ­ნუ­რი ცვლი­ლე­ბა და მსგავ­სი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ომის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ვერ მის­ცემს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ უმ­ძი­მეს კი­თხვებ­ზე სა­ჯა­როდ პა­სუ­ხის გა­ცე­მა თა­ვი­დან აი­რი­დოს.

თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვე­რა­ვი­თა­რი მა­ნი­პუ­ლა­ცია ვერ გა­და­ფა­რავს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­სა და გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლე­ბიც სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო­ზე მე­ტყვე­ლებს. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ 7 აგ­ვის­ტოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის არე­ალ­ში რუ­სუ­ლი ჯარი არ იმ­ყო­ფე­ბო­და, პრე­ზი­დენ­ტის 402-ე დად­გე­ნი­ლე­ბა­ში ჩნდე­ბა. 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცე­მულ დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­კის გვი­რა­ბის გავ­ლით 8 აგ­ვის­ტოს შე­მო­ვიდ­ნენ. ამ დო­კუ­მენტს მა­ლე­ვე მოჰ­ყვა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის 2008 წლის 2 ოქ­ტომ­ბრის რე­ზო­ლუ­ცი­ა­ზე ხე­ლის მო­წე­რა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ნა­ბი­ჯი იყო. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­ი­წე­რა, რომ ეს­კა­ლა­ცია ღია და სრულ­მას­შტა­ბი­ან სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ 7 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვა­ლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად და­ბომბვით გა­და­ი­ზარ­და. რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი აქტი შე­ფას­და რო­გორც ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­მაც და­არ­ღვია სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სა­მარ­თა­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამა­ვე დო­კუ­მენ­ტში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია „კონ­ტრშე­ტე­ვად“ შე­ფას­და. ამ­რი­გად, ომი­დან 2 თვის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი­ვე ოფი­ცი­ა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტში „ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ“ სა­კუ­თა­რი უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის და­დას­ტუ­რე­ბას მო­ა­წე­რა ხელი და მან ამ ნა­ბი­ჯით ქარ­თუ­ლი ჯარი, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი და ქვე­ყა­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის წი­ნა­შე უდი­დე­სი რის­კის ქვეშ და­ა­ყე­ნა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და ომის და­წყე­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფილ­მი მო­ამ­ზა­და და უმაღ­ლე­სი დო­ნის სამ­ხედ­რო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის, მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის, ზაზა გო­გა­ვას პი­რით აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა. კერ­ძოდ, პრო­პა­გან­დის­ტულ ფილმში გო­გა­ვა ამ­ბობს, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ფაზა 12 სა­ათ­ში უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, რად­გან არ­სე­ბობ­და რის­კი იმი­სა, რომ "პო­ტენ­ცი­უ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე" რუ­სე­თი შე­საძ­ლოა ამ კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თუ­ლი­ყო და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ქარ­თუ­ლი ჯარი რუ­სეთს უკვე და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე მზად­ყოფ­ნა­ში უნდა დახ­ვედ­რო­და.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი და მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი სწო­რედ 2008 წელს ჩა­დე­ნი­ლი ავან­ტუ­რაა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და სა­ქარ­თვე­ლო­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ამ მოვ­ლე­ნებს სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაძ­ლევთ პი­რო­ბას, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ეს აუ­ცი­ლებ­ლად ასე მოხ­დე­ბა. კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში ყვე­ლა რის­კი მოხ­სნი­ლია, 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა.

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის ფონ­ზე გან­ვლილ­მა ორმა წელ­მა თვალ­ნათ­ლივ დაგ­ვა­ნა­ხა, რო­გო­რი მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ სა­ქარ­თვე­ლო ამ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტში ჩა­ეთ­რია და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ომის ქარ­ცე­ცხლში კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვია. ამ გა­რე­მო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ გა­ამ­ყა­რა რწმე­ნა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­მა 2008 წელ­საც გა­აზ­რე­ბუ­ლად მო­ა­წყვეს უმ­ძი­მე­სი პრო­ვო­კა­ცია და გა­რე­დან მი­ღე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­ვა­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად შე­ას­რუ­ლეს. ვის­გან მო­დი­ო­და ეს დაკ­ვე­თა და ვის და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­დნენ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, აქ ამ სა­კი­თხზე შეგ­ნე­ბუ­ლად არ შევ­ჩერ­დე­ბით, რად­გან ყვე­ლა­ფერს სწო­რედ სა­ჯა­რო სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სი გა­არ­კვევს. ჩვენ ვიქ­ნე­ბით მო­სარ­ჩე­ლე მხა­რე ამ პრო­ცეს­ში და „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის გამო კო­ლექ­ტი­უ­რად მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა. აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი არ ამ­სუ­ბუ­ქებს რუ­სე­თის მიერ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი სწო­რედ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­აა“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

"ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიას ვერ მისცემს შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებს თავი აარიდონ" - "ქართული ოცნება"

"ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიას ვერ მისცემს შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებს თავი აარიდონ" - "ქართული ოცნება"

ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემა თავიდან აირიდოს - რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.

  • მმართველი პარტიის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ „ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა“. "ქართული ოცნების" განმარტებით, უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს და "არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება“.

"დღეს, 7 აგვისტოს, ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ფარისევლური პიარ-კამპანია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ომის პარტიის წევრებმა მოინახულეს გმირი ჯარისკაცების საფლავები, გამოაქვეყნეს სამძიმრის ტექსტები. ისინი ამ ყველაფერს ისე უტიფრად აკეთებენ, თითქოს, 2008 წელს დატრიალებულ ტრაგედიაში მათ არავითარი ბრალი არ მიუძღოდეთ.

"ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს ჩადენილ დანაშაულზე ჩვენ დღემდე მხოლოდ მინიშნებებით ვსაუბრობდით, რასაც თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საერთაშორისო სასამართლო პროცესები სტრასბურგსა და ჰააგაში, რომლებიც, ჩვენი ხელისუფლების უდიდესი ძალისხმევით, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ახლა კი, როდესაც სრულად არის გადავლილი იმის თეორიული რისკიც კი, რომ საქართველოს, ქართულ ჯარს და თუნდაც ერთ ქართველ ჯარისკაცს საერთაშორისო დონეზე რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისროს, დადგა დრო, საზოგადოებამ გაიგოს სრული სიმართლე და ყველა ფაქტს სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

"ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივ დანაშაულს უმძიმესი შედეგები მოჰყვა. 2008 წლის ომის შედეგად, დავკარგეთ ორი ისტორიული რეგიონი, დაიღუპა ასობით ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი, ხოლო 30 000 ადამიანი დევნილად იქცა. დაუშვებელია, ამ მასშტაბის დანაშაული სამართლებრივი შეფასების გარეშე და დაუსჯელი დარჩეს.

  • წლების განმავლობაში, "ნაციონალური მოძრაობა“ ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სასამართლოებში ყოველგვარი რისკი უკვე გადავლილია, ომის დაწყების თარიღის ხელოვნური ცვლილება და მსგავსი მანიპულაციები ომის პარტიის წარმომადგენლებს ვერ მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ უმძიმეს კითხვებზე საჯაროდ პასუხის გაცემა თავიდან აირიდოს.

თარიღთან დაკავშირებული ვერავითარი მანიპულაცია ვერ გადაფარავს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. კერძოდ, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პირველი ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებების არეალში რუსული ჯარი არ იმყოფებოდა, პრეზიდენტის 402-ე დადგენილებაში ჩნდება. 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ დოკუმენტში წერია, რომ რუსი სამხედროები და რუსული სამხედრო ტექნიკა საქართველოში როკის გვირაბის გავლით 8 აგვისტოს შემოვიდნენ. ამ დოკუმენტს მალევე მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუციაზე ხელის მოწერა, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოღალატეობრივი ნაბიჯი იყო. რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ ესკალაცია ღია და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ქართული მხარის მიერ 7 აგვისტოს ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვით გადაიზარდა. რეზოლუციაში აღნიშნული აქტი შეფასდა როგორც ქართული მხარის მიერ შეიარაღებული ძალების არაპროპორციული გამოყენება, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ამავე დოკუმენტში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია „კონტრშეტევად“ შეფასდა. ამრიგად, ომიდან 2 თვის შემდეგ, პირველივე ოფიციალურ საერთაშორისო დოკუმენტში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი უმძიმესი დანაშაულის დადასტურებას მოაწერა ხელი და მან ამ ნაბიჯით ქართული ჯარი, ქართველი სამხედროები და ქვეყანა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე უდიდესი რისკის ქვეშ დააყენა.

საერთაშორისო დონეზე უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა და ომის დაწყების აღიარების შემდეგ, მაშინდელმა ხელისუფლებამ პროპაგანდისტული ფილმი მოამზადა და უმაღლესი დონის სამხედრო თანამდებობის პირის, მაშინდელი გენერალური შტაბის უფროსის, ზაზა გოგავას პირით აღიარებითი ჩვენება კიდევ ერთხელ გაიმეორა. კერძოდ, პროპაგანდისტულ ფილმში გოგავა ამბობს, რომ სამხედრო ოპერაციის პირველი ფაზა 12 საათში უნდა დასრულებულიყო, რადგან არსებობდა რისკი იმისა, რომ "პოტენციური მოწინააღმდეგე" რუსეთი შესაძლოა ამ კონფლიქტში ჩართულიყო და ცხინვალის რეგიონში ქართული ჯარი რუსეთს უკვე დაკავებულ პოზიციებზე მზადყოფნაში უნდა დახვედროდა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა. ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რადგან საერთაშორისო სასამართლოებში ყველა რისკი მოხსნილია, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს აუცილებლად მიეცემა სამართლებრივი შეფასება.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განვლილმა ორმა წელმა თვალნათლივ დაგვანახა, როგორი მონდომებით ცდილობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო ამ სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია და ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია. ამ გარემოებამ კიდევ ერთხელ გაამყარა რწმენა, რომ ამ ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს. ჩვენ ვიქნებით მოსარჩელე მხარე ამ პროცესში და „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი მოღალატეობრივი დანაშაულის გამო კოლექტიურად მოუწევს პასუხისგება. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ყველაფერი არ ამსუბუქებს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს და არც იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე პასუხისმგებელი სწორედ რუსეთის ფედერაციაა“,- ნათქვამია განცხადებაში.