ჟურნალისტმა ალსუ კურმაშევამ გასულ კვირას პატიმართა გაცვლის დროს, რუსული ციხიდან გათავისუფლება "კოშმარისგან გაღვიძებას" შეადარა.
47 წლის ამერიკის მოქალაქემ CNN-ის ჟურნალისტს, ჯეიკ ტეპერს განუცხადა, რომ “ჯოჯოხეთურ რუსულ ციხეში ყოფნის ცხრა თვის შემდეგ, როდესაც აშშ-ს მიწაზე დაბრუნდა, ახლა ისე ექცევიან, როგორც ადამიანს“.
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი ჟურნალისტი რუსეთში, გასული წლის ოქტომბერში დააკავეს და მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თუმცა, ბრალდებები კატეგორიულად უარყვეს მან და მისმა დამსაქმებელმა მედიამ.
კურმაშევა საბოლოოდ გასულ ხუთშაბათს Wall Street Journal-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩთან და თანამემამულე ამერიკელ პოლ უელანთან ერთად გაათავისუფლეს. ეს იყო “ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დიდი პატიმრების გაცვლის პროცესი, რომელიც შედგა.
ჟურნალისტთან საუბრისას კურმაშევამ გაიხსენა, რომ თავდაპირველად “არ იცოდა რა ხდებოდა“. როგორც დაკავებულმა გაიხსენა, ავტობუსშივე იცნო გერშკოვიჩი, მაგრამ მათ საუბარი ვერ შეძლეს.
რუსეთში დაკავებული კურმაშევა, გერშკოვიჩი და უელანი აშშ-ში ოჯახებთან გასულ კვირას ჩავიდნენ. მათ დახვდნენ პრეზიდენტი ბაიდენი და ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის (MIT) ცნობით, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა.
მათი ინფორმაციით, ეს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებულების “ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური” გაცვლაა, რომლის ფარგლებში 26 დაკავებული გაათავისუფლეს, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნოერვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.
“გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს”, - ნათქვამია განცხადებაში. თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო სააგენტომ (MIT) განაცხადა, რომ კოორდინაციას უწევს პატიმრების გაცვლას.
იხილეთ ასევე: