მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვე, "ტოპ ტერორისტი"... - ვინ არის “ჰამასის“ ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი
ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვე, "ტოპ ტერორისტი"... -  ვინ არის “ჰამასის“ ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი

ცოტა ხნის წინ მოკ­ლუ­ლი "ჰა­მა­სის" ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს ნაც­ვლად დაჯ­გუ­ფე­ბის პო­ლიტ­ბი­უ­როს ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ია­ჰია სინ­ვა­რი გახ­და. ფაქტს უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და მისი გა­და­ყე­ნე­ბა მო­ი­თხო­ვა.

“ის­ლა­მუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბა “ჰა­მა­სი“ აცხა­დებს, რომ ია­ჰია სინ­ვა­რი მოძ­რა­ო­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლად აირ­ჩი­ეს “, - ნათ­ქვა­მია ჯგუ­ფის გან­ცხა­დე­ბა­ში სამ­შა­ბათს.

სინ­ვა­რი ღა­ზას სექ­ტორ­ში დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დე­რი 2017 წლი­დან არის, მა­ნამ­დე ის სამ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ში. ბო­ლოს კი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმის გამო მო­ა­ხერ­ხა, რომ იყო ერთ-ერთი იმ ათა­სი ტყვე­დან, რომ­ლე­ბიც ის­რა­ელ­მა ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის გი­ლად შა­ლი­ტის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მრა­ვა­ლი ანა­ლი­ტი­კო­სის აზ­რით, სინ­ვა­რი გა­სუ­ლი წლის 7 ოქ­ტომ­ბერს ის­რა­ელ­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის სე­რი­ის მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და სტრა­ტე­გი იყო, რო­დე­საც და­ახ­ლო­ე­ბით 1200 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

მისი ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, კვლავ იმ სექ­ტორ­ში იმა­ლე­ბა, სა­დაც ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი მე-11 თვეა იბ­რძვი­ან.

სი­ახ­ლეს გა­მო­ეხ­მა­უ­რა ის­რა­ე­ლის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი:

  • "ტოპ ტე­რო­რის­ტის ია­ჰია სინ­ვა­რის და­ნიშ­ვნა “ჰა­მა­სის“ ახალ ლი­დე­რად, კი­დევ ერთი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მი­ზე­ზია იმი­სა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მო­ის­პოს ეს ბო­რო­ტი ორ­გა­ნი­ზა­ცია“, - და­წე­რა მან სო­ცი­ა­ლურ მე­დია X-ში.

  • "სას­ტი­კი, ცბი­ე­რი და გამ­ჭრი­ა­ხი" – ვინ არის “ჰა­მა­სის“ ახა­ლი ლი­დე­რი ია­ჰია სინ­ვა­რი?

ია­ჰია სინ­ვა­რი 1962 წელს ღა­ზას სექ­ტორ­ში და­ი­ბა­და. ის არის ჰა­მა­სის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც Majd. ფრთა მარ­თავს შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებს, იძი­ებს ეჭ­ვმი­ტა­ნილ ის­რა­ე­ლის აგენ­ტებ­სა და თვალ­ყურს ადევ­ნებს ის­რა­ე­ლის დაზ­ვერ­ვის, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ოფიც­რებს. სინ­ვა­რი სამ­ჯერ და­ა­კა­ვეს. 1988 წელს მე­სა­მე და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ მას მი­ე­სა­ჯა ოთხი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა.

თუმ­ცა, ის იყო 1027 პა­ლეს­ტი­ნელ და ის­რა­ე­ლელ არაბ პა­ტი­მარს შო­რის, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­მა ტყვედ მყო­ფი ის­რა­ე­ლე­ლი ჯა­რის­კა­ცის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

2015 წლის სექ­ტემ­ბერ­ში შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სინ­ვა­რის სა­ხე­ლი “სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რის­ტე­ბის“ შავ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა. სინ­ვა­რი 2017 წელს და­ი­ნიშ­ნა ჯგუ­ფის პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლად ღა­ზას სექ­ტორ­ში.

  • გა­ნათ­ლე­ბა

61 წლის სინ­ვა­რი, სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი რო­გორც აბუ იბ­რა­ჰი­მი, და­ი­ბა­და ხან იუ­ნის ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ღა­ზას სექ­ტო­რის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში. მისი მშობ­ლე­ბი წარ­მო­შო­ბით აშ­კე­ლო­ნი­დან იყ­ვნენ.

ის სწავ­ლობ­და ხან იუ­ნის ვაჟ­თა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ამ­თავ­რა ღა­ზას ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არა­ბუ­ლი ენის ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხით.

ის­რა­ე­ლე­ლებ­მა სინ­ვა­რი პირ­ვე­ლად 1982 წელს 19 წლის ასაკ­ში “ის­ლა­მუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის“ და­ა­კა­ვეს, ხოლო მე­ო­რედ 1985 წელს. და­ახ­ლო­ე­ბით ამ პე­რი­ოდ­ში მან მო­ი­პო­ვა ჰა­მა­სის დამ­ფუძ­ნებ­ლის შეიხ აჰ­მედ ია­სი­ნის ნდო­ბა.

1987 წელს ჰა­მა­სის და­არ­სე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ მან შექ­მნა შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია ალ-მაჯ­დი - მა­შინ მხო­ლოდ 25 წლის იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ყო­ფი­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია ალ-მაჯ­დი ის­რა­ელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში იყო ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. სინ­ვარს კი უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სას­ტი­კად ჰყავ­და მოკ­ლუ­ლი.

  • სას­ტი­კი დის­ციპ­ლი­ნა

რო­დე­საც სინ­ვა­რი ღა­ზა­ში დაბ­რუნ­და, იგი მა­შინ­ვე მი­ი­ღეს ლი­დე­რად. ეს დიდ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო მისი, რო­გორც “ჰა­მა­სის“ და­მა­არ­სებ­ლის პრეს­ტი­ჟით, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ამ­დე­ნი წელი ის­რა­ე­ლის ცი­ხე­ებ­ში გა­ა­ტა­რა.

  • “ხალ­ხს ეში­ნო­და მისი - ბო­ლოს და ბო­ლოს, ეს არის ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლავ­და ხალ­ხს. ის იყო ძა­ლი­ან მო­ძა­ლა­დე, აგ­რე­სი­უ­ლი და ამა­ვე დროს ქა­რიზ­მა­ტუ­ლი“, - წერს bbc.

2013 წელს აირ­ჩი­ეს ჰა­მა­სის პო­ლიტ­ბი­უ­როს წევ­რად ღა­ზას სექ­ტორ­ში, 2017 წელს კი მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის მრა­ვა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი თვლის, რომ სინ­ვა­რის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც ტყვე­თა გაც­ვლის ნა­წი­ლი, სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვე, "ტოპ ტერორისტი"... - ვინ არის “ჰამასის“ ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი

ისრაელელ ჯარისკაცში გაცვლილი ტყვე, "ტოპ ტერორისტი"... -  ვინ არის “ჰამასის“ ახალი ლიდერი, იაჰია სინვარი

ცოტა ხნის წინ მოკლული "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ნაცვლად დაჯგუფების პოლიტბიუროს ახალი ხელმძღვანელი იაჰია სინვარი გახდა. ფაქტს უკვე გამოეხმაურა ისრაელის ხელისუფლება და მისი გადაყენება მოითხოვა.

“ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა “ჰამასი“ აცხადებს, რომ იაჰია სინვარი მოძრაობის პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელად აირჩიეს “, - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში სამშაბათს.

სინვარი ღაზას სექტორში დაჯგუფების ლიდერი 2017 წლიდან არის, მანამდე ის სამჯერ იმყოფებოდა ისრაელის ციხეში. ბოლოს კი უვადო პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა გათავისუფლება მხოლოდ იმის გამო მოახერხა, რომ იყო ერთ-ერთი იმ ათასი ტყვედან, რომლებიც ისრაელმა ისრაელელი ჯარისკაცის გილად შალიტის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მრავალი ანალიტიკოსის აზრით, სინვარი გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე კოორდინირებული თავდასხმების სერიის მთავარი ორგანიზატორი და სტრატეგი იყო, როდესაც დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა.

მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ის, სავარაუდოდ, კვლავ იმ სექტორში იმალება, სადაც ისრაელის ჯარები მე-11 თვეა იბრძვიან.

სიახლეს გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი:

  • "ტოპ ტერორისტის იაჰია სინვარის დანიშვნა “ჰამასის“ ახალ ლიდერად, კიდევ ერთი დამაჯერებელი მიზეზია იმისა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოისპოს ეს ბოროტი ორგანიზაცია“, - დაწერა მან სოციალურ მედია X-ში.

  • "სასტიკი, ცბიერი და გამჭრიახი" – ვინ არის “ჰამასის“ ახალი ლიდერი იაჰია სინვარი?

იაჰია სინვარი 1962 წელს ღაზას სექტორში დაიბადა. ის არის ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც Majd. ფრთა მართავს შიდა უსაფრთხოების საკითხებს, იძიებს ეჭვმიტანილ ისრაელის აგენტებსა და თვალყურს ადევნებს ისრაელის დაზვერვის, უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს. სინვარი სამჯერ დააკავეს. 1988 წელს მესამე დაპატიმრების შემდეგ მას მიესაჯა ოთხი უვადო პატიმრობა.

თუმცა, ის იყო 1027 პალესტინელ და ისრაელელ არაბ პატიმარს შორის, რომელიც ისრაელმა ტყვედ მყოფი ისრაელელი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

2015 წლის სექტემბერში შეერთებულმა შტატებმა სინვარის სახელი “საერთაშორისო ტერორისტების“ შავ სიაში შეიტანა. სინვარი 2017 წელს დაინიშნა ჯგუფის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად ღაზას სექტორში.

  • განათლება

61 წლის სინვარი, საყოველთაოდ ცნობილი როგორც აბუ იბრაჰიმი, დაიბადა ხან იუნის ლტოლვილთა ბანაკში ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში. მისი მშობლები წარმოშობით აშკელონიდან იყვნენ.

ის სწავლობდა ხან იუნის ვაჟთა საშუალო სკოლაში და მოგვიანებით დაამთავრა ღაზას ისლამური უნივერსიტეტი არაბული ენის ბაკალავრის ხარისხით.

ისრაელელებმა სინვარი პირველად 1982 წელს 19 წლის ასაკში “ისლამური საქმიანობისთვის“ დააკავეს, ხოლო მეორედ 1985 წელს. დაახლოებით ამ პერიოდში მან მოიპოვა ჰამასის დამფუძნებლის შეიხ აჰმედ იასინის ნდობა.

1987 წელს ჰამასის დაარსებიდან ორი წლის შემდეგ მან შექმნა შიდა უსაფრთხოების ორგანიზაცია ალ-მაჯდი - მაშინ მხოლოდ 25 წლის იყო. მოგვიანებით მისი ყოფილი თანამებრძოლები აცხადებდნენ, რომ ორგანიზაცია ალ-მაჯდი ისრაელთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი. სინვარს კი უამრავი ადამიანი სასტიკად ჰყავდა მოკლული.

  • სასტიკი დისციპლინა

როდესაც სინვარი ღაზაში დაბრუნდა, იგი მაშინვე მიიღეს ლიდერად. ეს დიდწილად განპირობებული იყო მისი, როგორც “ჰამასის“ დამაარსებლის პრესტიჟით, რომელმაც თავისი ცხოვრების ამდენი წელი ისრაელის ციხეებში გაატარა.

  • “ხალხს ეშინოდა მისი - ბოლოს და ბოლოს, ეს არის ადამიანი, ვინც საკუთარი ხელით კლავდა ხალხს. ის იყო ძალიან მოძალადე, აგრესიული და ამავე დროს ქარიზმატული“, - წერს bbc.

2013 წელს აირჩიეს ჰამასის პოლიტბიუროს წევრად ღაზას სექტორში, 2017 წელს კი მისი ხელმძღვანელი გახდა.

ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების მრავალი ოფიციალური პირი თვლის, რომ სინვარის ციხიდან გათავისუფლება, როგორც ტყვეთა გაცვლის ნაწილი, საბედისწერო შეცდომა იყო.

იხილეთ ასევე: