მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს
"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი­დან 16 წელი გა­ვი­და... ხუთ­დღი­ან­მა ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა დი­ლი­დან ეხ­მა­უ­რე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის უმ­ძი­მეს თა­რიღს:

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პრე­ზი­დენ­ტი რო­ბერ­ტა მე­ცო­ლა:

"სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ი­დან 16 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და მისი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის მი­მართ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხარ­და­ჭე­რა ურ­ყე­ვი რჩე­ბა".

ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, მარ­გუს ცაჰკნა:

"დღეს, 16 წლის წინ, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ აგ­რე­სი­უ­ლი ომი და­ი­წყო, რომ­ლის შე­დე­გე­ბი დღე­საც იგ­რძნო­ბა. ეს­ტო­ნე­თი გმობს და არ და­ი­ვი­წყებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის მიმ­დი­ნა­რე ოკუ­პა­ცი­ას და ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რას გა­ვაგ­რძე­ლებთ".

ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, მა­რია პე­ი­ჩი­ნო­ვიჩ-ბუ­რი­ჩი:

"2008 წლის რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კონ­ფლიქ­ტი­დან 16 წლის შემ­დეგ, ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ ჩვენს ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. ჩვენ, ასე­ვე, ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ კონ­ფლიქ­ტით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მუდ­მი­ვი დარ­ღვე­ვით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩო:

"დღეს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოჭ­რი­დან თექ­ვსმე­ტი წელი გა­ვი­და. ჩვენ გვახ­სოვს 2008 წლის აგ­ვის­ტოს მოვ­ლე­ნე­ბი და მათი მტკივ­ნე­უ­ლი გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხზე დღემ­დე მოქ­მე­დებს.

რუ­სე­თის მიერ 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის მუდ­მი­ვი დარ­ღვე­ვა რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლას უს­ვამს ხაზს. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში"/

ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო:

"2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭრ­ნენ. 16 წლის შემ­დეგ ოკუ­პა­ცია გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც უკ­რა­ი­ნა­ში, ჩვენ კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის უხე­ში დარ­ღვე­ვა შე­წყვი­ტოს და მე­ზობ­ლე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას პა­ტი­ვი სცეს".

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო:

"დღეს, 16 წლის თავ­ზე, ვიხ­სე­ნებთ 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში, რუ­სე­თის სას­ტი­კი და უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლებს, და­შა­ვე­ბუ­ლებს და დევ­ნი­ლებს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო მტკი­ცედ გა­ნაგ­რძობს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას".

ლი­ე­ტუ­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ინ­გრი­და ში­მო­ნი­ტე:

"16 წლის წინ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იჭ­რა და და­უს­ჯე­ლი დარ­ჩა. და­უს­ჯე­ლო­ბამ და და­შოშ­მი­ნე­ბის პო­ლი­ტი­კამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი აგ­რე­სია კი­დევ უფრო სას­ტი­კი გახ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ ლი­ე­ტუ­ვის მხარ­და­ჭე­რა ურ­ყე­ვია, ისე­ვე რო­გორც ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი აირ­ჩია. რუ­სე­თი აგ­რე­სო­რია და არა მი­სა­ბა­ძი მა­გა­ლი­თი".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს

"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა" - ცივილიზებული სამყარო 2008 წლის რუსულ აგრესიას იხსენებს

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა... ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე.

საერთაშორისო საზოგადოება დილიდან ეხმაურება ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს თარიღს:

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება".

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა:

"დღეს, 16 წლის წინ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, რომლის შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას გავაგრძელებთ".

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი:

"2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან 16 წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ, ასევე, ღრმად შეშფოთებულები ვართ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევით.

საქართველოში აშშ-ს საელჩო:

"დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს.

რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში"/

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

"2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ ოკუპაცია გრძელდება. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა შეწყვიტოს და მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს".

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო:

"დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას".

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე:

"16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დაშოშმინების პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის იმპერიალისტური აგრესია კიდევ უფრო სასტიკი გახდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ლიეტუვის მხარდაჭერა ურყევია, ისევე როგორც ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი".

წაიკითხეთ ასევე: