ავტორი:

ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის დაძაბულობა იზრდება - ლიბანიდან გასროლილი რაკეტა ჩრდილოეთ ისრაელში სახლს მოხვდა

ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის დაძაბულობა იზრდება - ლიბანიდან გასროლილი რაკეტა ჩრდილოეთ ისრაელში სახლს მოხვდა

ლიბანიდან გასროლილი რაკეტა ჩრდილოეთ ისრაელში, ავივიმის დასახლებაში მდებარე სახლს მოხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

  • ისრაელის მე-12 არხის თქმით, ავივიმის დასახლებაში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა გაისროლეს, რომელიც სახლის ეზოში დაეშვა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ინციდენტი "ჰეზბოლმაც" დაადასტურა. იმავდროულად, ისრაელის არმიამ გამოაცხადა, რომ მისმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანიდან მომავალი საჰაერო ობიექტი ჩამოაგდეს.

ისრაელსა და ჰეზბოლას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად "ჰეზბოლას" მეთაურო ფუად შუკრი მოკლეს.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიქატიმ გააკრიტიკა ისრაელის "აშკარა აგრესია" ბეირუთის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საჩივრის შეტანას გეგმავს.

ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საშიშროება სულ უფრო იზრდება. ესკალაცია ხდება ღაზაზე ისრაელის თავდასხმის ფონზე, რომელსაც გასული ოქტომბრიდან თითქმის 40 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: