საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოფელში ვცხოვრობ...ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს
"სოფელში ვცხოვრობ...ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ეტა­პობ­რი­ვად, ნაშ­რო­მე­ბის გას­წო­რე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, აბი­ტუ­რი­ენ­ტთა პირ­ვე­ლად შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. დღეს გა­გაც­ნობთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც სა­მი­ვე ძი­რი­თად სა­გან­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლეს:

ელე­ნე კა­პა­ნა­ძემ გუ­რამ რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის მე-20 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით აპი­რებს. მან ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გერ­მა­ნულ ენა­სა და ის­ტო­რი­ა­ში უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლო და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს ვშრო­მობ­დი, სა­მი­ვე სა­გან­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის ნახ­ვამ მა­ინც გა­მაკ­ვირ­ვა. ვფიქ­რობ, მომ­ზა­დე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტრა­ტე­გია მქონ­და და ისე­თი ხერ­ხე­ბით ვსწავ­ლობ­დი, რომ­ლე­ბიც თა­ვად მე­კომ­ფორ­ტუ­ლე­ბო­და. მჯე­რა, რომ რა­მეს შე­სას­წავ­ლად ერთი რო­მე­ლი­მე სწო­რი ხერ­ხი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლამ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მა თა­ვად უნდა იპო­ვოს. ასე მიზ­ნის­კენ სვლა ბევ­რად მარ­ტი­ვია.

წიგ­ნე­ბის კი­თხვა ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ვფიქ­რობ, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უმაღ­ლე­სი ქუ­ლის მი­ღე­ბა­ში ეს ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. ჩემი ეს­სე­ე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბაც ის იყო, რომ ბევ­რი პა­რა­ლე­ლის გახ­სე­ნე­ბა შე­მეძ­ლო.

უცხო­ურ ენად გერ­მა­ნუ­ლი ჩა­ვა­ბა­რე. ჩემი სკო­ლა გერ­მა­ნულ ენა­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სკო­ლაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ გერ­მა­ნუ­ლი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლად ის­წავ­ლე­ბა. და­მა­ტე­ბით რე­პე­ტი­ტორ­თან არ ვემ­ზა­დე­ბო­დი. გა­მოც­და­ზე მხო­ლოდ სკო­ლა­ში გავ­ლი­ლი პროგ­რა­მით გა­ვე­დი. ვი­ცო­დი, რომ ტესტს კარ­გად გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი, მაგ­რამ რაკი გა­მოც­და იყო და სპე­ცი­ფი­კას ზუს­ტად არ ვიც­ნობ­დი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი, რომ მაქ­სი­მა­ლურ ქუ­ლას მი­ვი­ღებ­დი.

წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბა ის­ტო­რი­ამ გა­მი­ლა­მა­ზა. ეს სა­გა­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და. ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს და ამან, ალ­ბათ, გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა მა­შინ, რო­დე­საც მე­სა­მე სა­განს ვირ­ჩევ­დი. გარ­და ამი­სა, მოვ­ლე­ნე­ბის და­კავ­ში­რე­ბი­თა და სიღ­რმი­სე­უ­ლი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით მო­ვა­ხერ­ხე, რომ მთე­ლი მა­სა­ლა კარ­გად ამეთ­ვი­სე­ბი­ნა. მას­წავ­ლე­ბელ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც ბევ­რს ვკი­თხუ­ლობ­დი, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა.

ვფიქ­რობ, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­მეხ­მა­რა, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი­სათ­ვის მი­მეღ­წია. არ ვიცი, მო­მა­ვალ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რა რჩე­ვა გა­მო­ად­გე­ბათ, მაგ­რამ ერთი რამ შე­მიძ­ლია, გა­ვი­მე­ო­რო: "სწავ­ლა, სწავ­ლა და კვლავ სწავ­ლა."

მაქ­სი­მე პა­პა­ვამ პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გეგ­მავს. მან რო­გორც ის­ტო­რი­ა­ში, ასე­ვე ქარ­თულ­სა და ინ­გლი­სურ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბის მი­ღე­ბა შეძ­ლო და ახლა აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნა­ხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სოფელში ვცხოვრობ...ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

"სოფელში ვცხოვრობ...ხშირად თოვლსა და ქარბუქში მიწევდა მასწავლებლებთან წასვლა" - გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულები მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე, აბიტურიენტთა პირველად შედეგებს აქვეყნებს. დღეს გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებმაც სამივე ძირითად საგანში მაქსიმალური ქულის მიღება შეძლეს:

ელენე კაპანაძემ გურამ რამიშვილის სახელობის თბილისის მე-20 საჯარო სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებს. მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გერმანულ ენასა და ისტორიაში უმაღლესი ქულების მიღება შეძლო და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვშრომობდი, სამივე საგანში მაქსიმალური ქულის ნახვამ მაინც გამაკვირვა. ვფიქრობ, მომზადების განსხვავებული სტრატეგია მქონდა და ისეთი ხერხებით ვსწავლობდი, რომლებიც თავად მეკომფორტულებოდა. მჯერა, რომ რამეს შესასწავლად ერთი რომელიმე სწორი ხერხი არ არსებობს. ყველამ, ინდივიდუალურად, ეფექტური მიდგომა თავად უნდა იპოვოს. ასე მიზნისკენ სვლა ბევრად მარტივია.

წიგნების კითხვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულის მიღებაში ეს ძალიან დამეხმარა. ჩემი ესსეების უპირატესობაც ის იყო, რომ ბევრი პარალელის გახსენება შემეძლო.

უცხოურ ენად გერმანული ჩავაბარე. ჩემი სკოლა გერმანულ ენაში სპეციალიზებული სკოლაა, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანული გაძლიერებულად ისწავლება. დამატებით რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი. გამოცდაზე მხოლოდ სკოლაში გავლილი პროგრამით გავედი. ვიცოდი, რომ ტესტს კარგად გავუმკლავდებოდი, მაგრამ რაკი გამოცდა იყო და სპეციფიკას ზუსტად არ ვიცნობდი, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მაქსიმალურ ქულას მივიღებდი.

წელს აბიტურიენტობა ისტორიამ გამილამაზა. ეს საგანი ძალიან მიყვარდა. ასევე, ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და ამან, ალბათ, გადამწყვეტი როლი ითამაშა მაშინ, როდესაც მესამე საგანს ვირჩევდი. გარდა ამისა, მოვლენების დაკავშირებითა და სიღრმისეული გაანალიზებით მოვახერხე, რომ მთელი მასალა კარგად ამეთვისებინა. მასწავლებელთან მეცადინეობის პარალელურად, დამოუკიდებლადაც ბევრს ვკითხულობდი, რაც, საბოლოო ჯამში, ძალიან გამომადგა.

ვფიქრობ, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა, რომ სასურველი შედეგისათვის მიმეღწია. არ ვიცი, მომავალ აბიტურიენტებს რა რჩევა გამოადგებათ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია, გავიმეორო: "სწავლა, სწავლა და კვლავ სწავლა."

მაქსიმე პაპავამ პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაამთავრა და სწავლის გაგრძელებას სამართლის მიმართულებით გეგმავს. მან როგორც ისტორიაში, ასევე ქართულსა და ინგლისურში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლო და ახლა აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: