სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანი, შეუძლია მოკლას... სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან" - რას ამბობს იმანე ხალიფი
"ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანი, შეუძლია მოკლას... სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან" - რას ამბობს იმანე ხალიფი

ალ­ჟი­რელ­მა მოკ­რი­ვემ, იმა­ნე ხა­ლიფ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ძულ­ვი­ლით სავ­სე კრი­ტი­კის ტალ­ღა, რო­მელ­საც "სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბის გამო წა­ა­წყდა, ზი­ანს აყე­ნებს ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბას". სპორ­ტმენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ბუ­ლინ­გის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და.

იმა­ნემ ინ­ტერ­ვი­უ­ში პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

  • "ვუგ­ზავ­ნი გზავ­ნილს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ადა­მი­ანს, რომ და­იც­ვან ოლიმ­პი­უ­რი პრინ­ცი­პე­ბი და ოლიმ­პი­უ­რი ქარ­ტია, თავი შე­ი­კა­ვონ სპორ­ტსმე­ნე­ბის ბუ­ლინ­გის­გან, რად­გან ამას შე­დე­გე­ბი, უზარ­მა­ზა­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა. ამას შე­უძ­ლია გა­ა­ნად­გუ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­უძ­ლია, მოკ­ლას ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი, სული და გო­ნე­ბა. ამას შე­უძ­ლია, გა­ყოს ხალ­ხი. სწო­რედ ამის გამო, ვთხოვ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ ბუ­ლინ­გის­გან. ოჯახ­თან კვი­რა­ში ორი დღე მა­ინც მაქვს კონ­ტაქ­ტი. იმე­დი მაქვს, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან არ და­ზა­რალ­დნენ ამ ამ­ბის გამო", - აღ­ნიშ­ნა სპორ­ტსმენ­მა.

ცნო­ბის­თვის, იმა­ნე ხა­ლი­ფის გა­მო­ჩე­ნა ოლიმ­პი­ა­და­ზე სკან­და­ლის მი­ზე­ზი გახ­და. ზო­გი­ერ­თმა ის კა­ცად გა­მო­ა­ცხა­და, ზოგ­მაც ტრანსსექ­სუ­ა­ლად, ამის შემ­დეგ კი იმა­ნეს მი­მართ ბუ­ლინ­გი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ტალ­ღა ვი­ხი­ლეთ. "მე ქალი ვარ", - თქვა მან ერთ-ერთი ბრძო­ლის შემ­დეგ.

  • გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმა­ნე ხე­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ზუს­ტი მი­ზე­ზი.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით, ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

IBA - ეს არის მსოფ­ლი­ოს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­საც რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი უმარ კრემ­ლე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ახლო მე­გო­ბა­რია. ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სპონ­სო­რი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი გი­გან­ტი "გა­ზპ­რო­მია". უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად რა ტეს­ტე­ბი გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა. 2023 წელს ალ­ჟი­რულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა, რომ ხე­ლი­ფი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო ტეს­ტოს­ტე­რო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გამო. მაგ­რამ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ტეს­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ცალ­სა­ხად სქე­სის და­სად­გე­ნად. ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დონე შე­იძ­ლე­ბა გაქ­რეს დო­პინ­გის, სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ან სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად.

IBA-მ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ "ქალ სპორ­ტსმე­ნებს არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ტეს­ტოს­ტე­რონ­ზე ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ჩა­უ­ტარ­დათ ცალ­კე ტეს­ტი, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბი არ არის გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი".

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანი, შეუძლია მოკლას... სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან" - რას ამბობს იმანე ხალიფი

"ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანი, შეუძლია მოკლას... სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან" - რას ამბობს იმანე ხალიფი

ალჟირელმა მოკრივემ, იმანე ხალიფმა განაცხადა, რომ სიძულვილით სავსე კრიტიკის ტალღა, რომელსაც "სქესთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო წააწყდა, ზიანს აყენებს ადამიანის ღირსებას". სპორტმენმა საზოგადოებას ბულინგის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

იმანემ ინტერვიუში პარიზის ოლიმპიადაზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

  • "ვუგზავნი გზავნილს მსოფლიოს ყველა ადამიანს, რომ დაიცვან ოლიმპიური პრინციპები და ოლიმპიური ქარტია, თავი შეიკავონ სპორტსმენების ბულინგისგან, რადგან ამას შედეგები, უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ამას შეუძლია გაანადგუროს ადამიანები, შეუძლია, მოკლას ადამიანების აზრი, სული და გონება. ამას შეუძლია, გაყოს ხალხი. სწორედ ამის გამო, ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ ბულინგისგან. ოჯახთან კვირაში ორი დღე მაინც მაქვს კონტაქტი. იმედი მაქვს, რომ ისინი ძალიან არ დაზარალდნენ ამ ამბის გამო", - აღნიშნა სპორტსმენმა.

ცნობისთვის, იმანე ხალიფის გამოჩენა ოლიმპიადაზე სკანდალის მიზეზი გახდა. ზოგიერთმა ის კაცად გამოაცხადა, ზოგმაც ტრანსსექსუალად, ამის შემდეგ კი იმანეს მიმართ ბულინგისა და შეურაცხყოფის ტალღა ვიხილეთ. "მე ქალი ვარ", - თქვა მან ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ.

  • გასულ წლამდე ალჟირელი მოკრივის სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. გასულ წელს, იმანე ხელიფი და ტაივანელი Lin Yu‑ting-ი მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით მოიხსნა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის დისკვალიფიკაციის ზუსტი მიზეზი.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა განაცხადა, რომ ტესტის შედეგებით, ორივე მათგანი XY ქრომოსომის მატარებელი იყო და გამორიცხული იყო, მათ ქალების შეჯიბრში მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტის რწმუნებით, ორივე მოკრივე დიდი ხანია ქალთა კრივში ასპარეზობს, ხოლო როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სპორტსმენის სქესი მისი პასპორტით განისაზღვრება.

IBA - ეს არის მსოფლიოს კრივის ფედერაციების ასოციაცია, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენი უმარ კრემლევი ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახლო მეგობარია. ფედერაციის ერთადერთი სპონსორი სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომია". უცნობია, რეალურად რა ტესტები გაიარეს სპორტსმენებმა. 2023 წელს ალჟირულმა მედიამ დაწერა, რომ ხელიფი დისკვალიფიცირებული იყო ტესტოსტერონის მომატებული დონის გამო. მაგრამ ჰორმონალური ტესტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალსახად სქესის დასადგენად. ტესტოსტერონის დონე შეიძლება გაქრეს დოპინგის, სხეულის ბუნებრივი მახასიათებლების ან სხვა ფაქტორების შედეგად.

IBA-მ ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ქალ სპორტსმენებს არ ჩაუტარებიათ ტესტოსტერონზე ტესტირება, მაგრამ ჩაუტარდათ ცალკე ტესტი, რომლის დეტალები არ არის გამჟღავნებული".

წყარო