კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გაუგებარი მიზეზით პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი“ - სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე
“გაუგებარი მიზეზით პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი“ - სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“თუკი ვინ­მე­სი ეში­ნია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. მინ­და მათ ვუ­თხრა, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერ გაგვტე­ხენ. 26 ოქ­ტომ­ბერს ერ­თი­ა­ნო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ და და­ვას­რუ­ლებთ ბო­როტ რე­ჟიმს, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თბი­ლი­სის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, სოფო ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა.

“ე.წ. სა­ზღვრის კვე­თის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თებ­ლად და უკა­ნო­ნოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ეს იყო სრუ­ლი აბ­სურ­დი, რომ თით­ქოს მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის რის­კი არ­სე­ბობს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­თუ მოწ­მე­ებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, არა­მედ სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და მას­თან დე­პუ­ტა­ტე­ბის ვი­ზი­ტის უფ­ლე­ბაც წარ­თმე­უ­ლი აქვს. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ერთხელ პა­ტიმ­რო­ბა შე­ფარ­დე­ბულს, პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯონ. დღეს დღე­ო­ბით ასე­თი საქ­მე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს.

ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პა­ლა­ტა შე­უც­ვა­ლეს, რაც და­მა­ტე­ბით კი­თხვებს აჩენს. ამ ყვე­ლაფ­რის უკან დგას რუ­სე­თი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს სწო­რედ რუ­სე­თის დაკ­ვე­თას და და­ვა­ლე­ბას.

თუკი ვინ­მე­სი ეში­ნია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თია იმი­სა თუ რისი მიღ­წე­ვა შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს, მა­შინ რო­დე­საც ერ­თი­ან­დე­ბა. ზუს­ტად იცი­ან მათ, როცა ქვე­ყა­ნა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, არ­სე­ბობ­და კო­რუფ­ცია, კრი­მი­ნა­ლი და სი­ღა­რი­ბე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ხალ­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა შეძ­ლო და რე­გი­ო­ნის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნა. სწო­რედ, ამას ვერ პა­ტი­ობს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბევრ ინ­ვეს­ტი­ცი­ას, სა­მუ­შაო ად­გილს, მა­ღალ ხელ­ფა­სებ­სა და და­ბალ ფა­სებს ნიშ­ნავს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ნიშ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ევ­რო­პულ გან­ვი­თა­რე­ბას, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეში­ნია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას". მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ მათი ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ შეგ­ვა­ში­ნონ და გაგვტე­ხონ. მინ­და მათ ვუ­თხრა, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნე­ბენ და ვერ გაგვტე­ხენ. 26 ოქ­ტომ­ბერს ერ­თი­ა­ნო­ბით გა­ვი­მარ­ჯვებთ და და­ვას­რუ­ლებთ ბო­როტ რე­ჟიმს", - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

“გაუგებარი მიზეზით პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი“ - სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“გაუგებარი მიზეზით პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი“ - სოფო ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“თუკი ვინმესი ეშინია “ქართულ ოცნებას", ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

“ე.წ. საზღვრის კვეთის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს იყო სრული აბსურდი, რომ თითქოს მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი არსებობს. მიხეილ სააკაშვილს არათუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო კომუნიკაციისა და მასთან დეპუტატების ვიზიტის უფლებაც წართმეული აქვს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობა შეფარდებულს, პატიმრობა მიუსაჯონ. დღეს დღეობით ასეთი საქმე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

ასევე გაუგებარი მიზეზით მიხეილ სააკაშვილს პალატა შეუცვალეს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს. ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და ბიძინა ივანიშვილი ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას და დავალებას.

თუკი ვინმესი ეშინია "ქართულ ოცნებას", ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც მაგალითია იმისა თუ რისი მიღწევა შეუძლია საქართველოს, მაშინ როდესაც ერთიანდება. ზუსტად იციან მათ, როცა ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში იყო, არსებობდა კორუფცია, კრიმინალი და სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა ხალხის გაერთიანება შეძლო და რეგიონის ლიდერი საქართველო შექმნა. სწორედ, ამას ვერ პატიობს "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ბევრ ინვესტიციას, სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებსა და დაბალ ფასებს ნიშნავს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია “ქართულ ოცნებას". მათ ზუსტად იციან, რომ მათი ბედი გადაწყვეტილია და სასოწარკვეთილები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეგვაშინონ და გაგვტეხონ. მინდა მათ ვუთხრა, რომ ვერ შეგვაშინებენ და ვერ გაგვტეხენ. 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ ბოროტ რეჟიმს", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.