სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი გამოცდა ახალი პრემიერისთვის - ბავშვების მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტი უმართავ ქაოსში გადაიზარდა: რა ხდება ბრიტანეთში (ფოტო/ვიდეო)
პირველი გამოცდა ახალი პრემიერისთვის - ბავშვების მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტი უმართავ ქაოსში გადაიზარდა: რა ხდება ბრიტანეთში (ფოტო/ვიდეო)

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ცეკ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე ცივი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნას მკვლე­ლო­ბის გამო და­წყე­ბუ­ლი არე­უ­ლო­ბა, დღემ­დე გრძელ­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი 400-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

“ვე­ლით, რომ ეს რი­ცხვი ყო­ველ­დღი­უ­რად გა­იზ­რდე­ბა, რად­გან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას და დამ­ნა­შა­ვე­თა და­კა­ვე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და დიდი ბრი­ტა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის მე­თა­ურ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ვინ სტი­ვენ­სმა.

  • გა­სუ­ლი კვი­რის ორ­შა­ბათს, ქა­ლაქ სა­უ­თპორ­ტში ცეკ­ვის სკო­ლა­ში და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის თავ­დას­ხმის შე­დე­გად, სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 წლის თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭი და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში არე­უ­ლო­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თავ­დამ­სხმე­ლის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რომ ის რა­დი­კა­ლი ის­ლა­მის­ტი მიგ­რან­ტი იყო.

ქა­ლაქ სა­უ­თპორ­ტში მიმ­დი­ნა­რე ძა­ლა­დობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბის გამო, და­უ­ნინგ სთრით­ში სა­გან­გე­ბო რე­ა­გი­რე­ბის შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა იგეგ­მე­ბა.

  • გამ­ძლე­ო­ბის ტეს­ტი ახა­ლი პრე­მი­ე­რის­თვის

14-წლი­ა­ნი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“ დაბ­რუნ­და. ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კიმ სტარ­მე­რი ამომ­რჩევ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ პო­ლი­ტი­კა­ში და­აბ­რუ­ნებ­და პა­ტი­ოს­ნე­ბას, ხოლო ქვე­ყა­ნა­ში მიგ­რან­ტთა პრობ­ლე­მებ­საც მო­აგ­ვა­რებ­და.

  • თუმ­ცა არე­უ­ლო­ბამ ახა­ლი მთავ­რო­ბის “თაფ­ლო­ბის თვე“ დრო­ზე ადრე შე­წყვი­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სტარ­მე­რი მხო­ლოდ ერთი თვეა, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, ოპო­ზი­ცია მას უმოქ­მე­დო­ბა­ში უკვე ადა­ნა­შა­უ­ლებს.

მან გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­ტყვით მი­მარ­თა და მკაც­რად დაგ­მო თავ­დას­ხმა რო­ტერ­ჰემ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო­ზე, სა­დაც თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ და პი­რო­ბა დადო, რომ არე­უ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს კა­ნო­ნის მთე­ლი ძა­ლით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან.

ამას­თა­ნა­ვე, პო­ლი­ცი­ამ უპა­სუ­ხა ძა­ლა­დობ­რივ სცე­ნებს ტა­მუ­ორთში, მიდლსბ­რო­ში, ბოლ­ტონ­ში, ჰალ­სა და ვე­ი­მუთ­ში. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პი­რო­ბა დადო, რომ გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს, რაც სა­ჭი­როა “ამ ავა­ზა­კე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სად­გე­ნად“.

  • პრო­ტეს­ტი გრძელ­დე­ბა ბირ­მინ­გემ­სა და პლი­მუთ­ში

  • ქა­ლა­ქე­ბი ქა­ოს­მა მო­იც­ვა - მომ­რავ­ლდა ძა­ლა­დო­ბი­სა და ძარ­ცვის შემ­თხვე­ვე­ბი. მა­ღა­ზი­ე­ბი და სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი დრო­ზე ადრე იხუ­რე­ბი­ან, რად­გან პოლ­ცია მათ დაც­ვას ვერ ახერ­ხებს.

ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, თავი შე­ი­კა­ვონ კარ­ფაქ­სის კოშ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან. ამას­თან, ქუ­ჩებ­ში ასო­ბით მუს­ლი­მი გა­მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბის შეკ­რე­ბას. პო­ლი­ცია იძი­ებს თავ­დას­ხმე­ბი­სა და დარ­ბე­ვის უამ­რავ საქ­მეს.

შე­გახ­სე­ნებთ, ორ­შა­ბათს, ქა­ლაქ სა­უ­თპორ­ტში ცეკ­ვის სკო­ლა­ში და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის თავ­დას­ხმის შე­დე­გად, სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 17 წლის თავ­დამ­სხმე­ლი ბიჭი და­ა­კა­ვეს.

თავ­დას­ხმის შემ­დეგ და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა გრძელ­დე­ბა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა დღემ­დე 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

პირველი გამოცდა ახალი პრემიერისთვის - ბავშვების მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტი უმართავ ქაოსში გადაიზარდა: რა ხდება ბრიტანეთში (ფოტო/ვიდეო)

პირველი გამოცდა ახალი პრემიერისთვის - ბავშვების მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტი უმართავ ქაოსში გადაიზარდა: რა ხდება ბრიტანეთში (ფოტო/ვიდეო)

დიდ ბრიტანეთში, ცეკვის გაკვეთილზე ცივი იარაღით მოკლული სამი მცირეწლოვანი გოგონას მკვლელობის გამო დაწყებული არეულობა, დღემდე გრძელდება.

ამ დროისთვის, ქუჩაში გამოსული 400-მდე ადამიანი დააკავეს.

“ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა.

  • გასული კვირის ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დიდ ბრიტანეთში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ის რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

ქალაქ საუთპორტში მიმდინარე ძალადობრივი არეულობის გამო, დაუნინგ სთრითში საგანგებო რეაგირების შეხვედრის გამართვა იგეგმება.

  • გამძლეობის ტესტი ახალი პრემიერისთვის

14-წლიანი კონსერვატიული მმართველობის შემდეგ, ხელისუფლებაში “ლეიბორისტული პარტია“ დაბრუნდა. ახალი პრემიერ-მინისტრი კიმ სტარმერი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ პოლიტიკაში დააბრუნებდა პატიოსნებას, ხოლო ქვეყანაში მიგრანტთა პრობლემებსაც მოაგვარებდა.

  • თუმცა არეულობამ ახალი მთავრობის “თაფლობის თვე“ დროზე ადრე შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ სტარმერი მხოლოდ ერთი თვეა, რაც ხელისუფლებაშია, ოპოზიცია მას უმოქმედობაში უკვე ადანაშაულებს.

მან გუშინ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მკაცრად დაგმო თავდასხმა როტერჰემში მდებარე სასტუმროზე, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ და პირობა დადო, რომ არეულობაში მონაწილე პირებს კანონის მთელი ძალით დაუპირისპირდებიან.

ამასთანავე, პოლიციამ უპასუხა ძალადობრივ სცენებს ტამუორთში, მიდლსბროში, ბოლტონში, ჰალსა და ვეიმუთში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა “ამ ავაზაკების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“.

  • პროტესტი გრძელდება ბირმინგემსა და პლიმუთში

  • ქალაქები ქაოსმა მოიცვა - მომრავლდა ძალადობისა და ძარცვის შემთხვევები. მაღაზიები და სუპერმარკეტები დროზე ადრე იხურებიან, რადგან პოლცია მათ დაცვას ვერ ახერხებს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები გააფრთხილეს, თავი შეიკავონ კარფაქსის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან. ამასთან, ქუჩებში ასობით მუსლიმი გამოვიდა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ულტრამემარჯვენეების შეკრებას. პოლიცია იძიებს თავდასხმებისა და დარბევის უამრავ საქმეს.

შეგახსენებთ, ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი დაიღუპა. სამართალდამცავებმა 17 წლის თავდამსხმელი ბიჭი დააკავეს.

თავდასხმის შემდეგ დაწყებული პროტესტი გაერთიანებულ სამეფოში უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება და სამართალდამცავებმა დღემდე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

წყარო

იხილეთ ასევე: