პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქცეული პრემიერ-მინისტრი, 300 - მდე დაღუპული და გადამწვარი სამთავრობო სასახლეები - რა ხდება მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილში: ბანგლადეშში
გაქცეული პრემიერ-მინისტრი, 300 - მდე დაღუპული და გადამწვარი სამთავრობო სასახლეები - რა ხდება მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილში: ბანგლადეშში

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მწვა­ვე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე, ბან­გლა­დე­შის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, შეიხ ჰა­სი­ნამ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­სი­ნამ ქვე­ყა­ნა ვერ­ტმფრე­ნით, სა­გან­გე­ბო პი­რო­ბებ­ში და­ტო­ვა და ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ აგარ­ტა­ლის­კენ გაფ­რინ­და, სა­დაც მას უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი მის­ცეს.

ჰა­სი­ნას გა­დად­გო­მა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც ივ­ლის­ში სტუ­დენ­ტე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტით და­ი­წყო.

სტუ­დენ­ტე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში კვო­ტე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათი პრო­ტეს­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ შეიხ ჰა­სი­ნას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნამ შეც­ვა­ლა და ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო მოძ­რა­ო­ბა­სა და არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

  • პრე­მი­ე­რის გაქ­ცე­ვა ქვეყ­ნის არ­მი­ის შტა­ბის უფ­როს­მა გე­ნე­რალ­მა ვა­კერ-უზ-ზა­მან­მა და­ა­დას­ტუ­რა. მან გა­ნა­ცხა­და, რომ შე­იქ­მნე­ბა დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბა.

გე­ნერ­ლის თქმით, გეგ­მავს პრე­ზი­დენტ მუ­ჰა­მედ შა­ჰა­ბუდ­დინ­თან შეხ­ვედ­რას და იმე­დი აქვს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მალე მო­ი­ძებ­ნე­ბა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს და ბან­გლა­დე­შელ ხალ­ხს ვა­კერ-უზ-ზა­მა­ნი "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას" დაჰ­პირ­და.

  • ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ათა­სო­ბით პრო­ტეს­ტან­ტი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შე­იჭ­რა. მათ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია და­არ­ბი­ეს და და­ა­ზი­ა­ნეს

BBC-ის ბან­გლა­დე­შის სამ­სა­ხუ­რის კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი ასე­ვე იუ­წყე­ბი­ან და­კა­ში მას­შტა­ბი­ა­ნი ძარ­ცვის შე­სა­ხებ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მონ­სტრან­ტე­ბი შე­იჭრ­ნენ, და­არ­ბი­ეს და გა­დაწ­ვეს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ასა­დუ­ზა­მან ხა­ნის რე­ზი­დენ­ცია.

  • ერთ-ერ­თმა დე­მონ­სტრან­ტმა BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის მა­მის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ლი­დე­რის შეიხ მუ­ჯი­ბურ რაჰ­მა­ნის ქან­და­კე­ბაც. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ასე­ვე ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს მუ­ჯი­ბუ­რის მე­მო­რი­ა­ლურ მუ­ზე­უმს, რო­მე­ლიც 1975 წელს პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მოკ­ლეს.

ხალ­ხმა ასე­ვე და­ა­ზი­ა­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე მი­ნის­ტრის პი­რა­დი მან­ქა­ნა.

  • ჰა­სი­ნას გაქ­ცე­ვა

შეიხ ჰა­სი­ნა ბან­გლა­დე­შის მთავ­რო­ბას 1996 წლი­დან 2001 წლამ­დე და 2009 წლი­დან 2024 წლის 5 აგ­ვის­ტომ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

76 წლის ჰა­სი­ნამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს შე­ა­ჩე­რა ან­ტი­ინ­დო­ე­თის მებ­რძო­ლი ჯგუ­ფე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა ბან­გლა­დეშ­ში და ასე­ვე და­უშ­ვა ინ­დო­ე­თის ტრან­ზი­ტი.

თუმ­ცა, დე­ლის­თან მის მჭიდ­რო კავ­შირს ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, რომ ინ­დო­ე­თი მე­გობ­რუ­ლი უნდა იყოს ბან­გლა­დე­შის ყვე­ლა ხალ­ხთან და არა ერთ კონ­კრე­ტულ პარ­ტი­ას­თან.

ზო­გი­ერ­თი გა­მო­ცე­მის ინფრ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა ჰა­სი­ნა ლონ­დონ­ში გა­დაფ­რინ­დეს და იქ გა­ნაგ­რძოს ცხოვ­რე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში, პო­ლი­ცი­ა­სა და მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის შე­ტა­კე­ბებს ივ­ლი­სის შემ­დეგ 300-მდე ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

და­ი­ღუ­პა 13 პო­ლი­ცი­ე­ლი. და­ღუ­პუ­ლე­ბი და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის სხვა ნა­წი­ლებ­შიც და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ჩრდი­ლო­ეთ რა­ი­ო­ნებ­ში: ბოგ­რა­ში, პაბ­ნა­სა და რანგპურ­ში.

გა­ნახ­ლე­ბა

14:11

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ბან­გლა­დე­შის პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტი და­ი­თხო­ვა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ბან­გლა­დე­შის პრე­ზი­დენ­ტის, მუ­ჰა­მედ შა­ჰა­ბუ­დი­ნის პრესმდი­ვა­ნი ავ­რცე­ლებს.

“პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტი და­ი­თხო­ვა“, - გა­ნა­ცხა­და შიპ­ლუ ზა­მან­მა.

ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

გაქცეული პრემიერ-მინისტრი, 300 - მდე დაღუპული და გადამწვარი სამთავრობო სასახლეები - რა ხდება მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილში: ბანგლადეშში

გაქცეული პრემიერ-მინისტრი, 300 - მდე დაღუპული და გადამწვარი სამთავრობო სასახლეები - რა ხდება მსოფლიოს კიდევ ერთ ცხელ წერტილში: ბანგლადეშში

ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო მწვავე საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, ჰასინამ ქვეყანა ვერტმფრენით, საგანგებო პირობებში დატოვა და ინდოეთის ქალაქ აგარტალისკენ გაფრინდა, სადაც მას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

ჰასინას გადადგომა ქვეყანაში მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც ივლისში სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტით დაიწყო.

სტუდენტები თავდაპირველად, საჯარო სამსახურში კვოტების გაუქმებას მოითხოვდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი პროტესტი პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომის მოთხოვნამ შეცვალა და ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო მოძრაობასა და არეულობაში გადაიზარდა.

  • პრემიერის გაქცევა ქვეყნის არმიის შტაბის უფროსმა გენერალმა ვაკერ-უზ-ზამანმა დაადასტურა. მან განაცხადა, რომ შეიქმნება დროებითი მთავრობა.

გენერლის თქმით, გეგმავს პრეზიდენტ მუჰამედ შაჰაბუდდინთან შეხვედრას და იმედი აქვს, რომ გამოსავალი მალე მოიძებნება. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს და ბანგლადეშელ ხალხს ვაკერ-უზ-ზამანი "სამართლიანობას" დაჰპირდა.

  • ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ათასობით პროტესტანტი პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრა. მათ პრეზიდენტის რეზიდენცია დაარბიეს და დააზიანეს

BBC-ის ბანგლადეშის სამსახურის კორესპონდენტები ასევე იუწყებიან დაკაში მასშტაბიანი ძარცვის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტები შეიჭრნენ, დაარბიეს და გადაწვეს შინაგან საქმეთა მინისტრის ასადუზამან ხანის რეზიდენცია.

  • ერთ-ერთმა დემონსტრანტმა BBC-ს განუცხადა, რომ დაზიანებულია ყოფილი პრემიერის მამის, დამოუკიდებლობის ლიდერის შეიხ მუჯიბურ რაჰმანის ქანდაკებაც. დემონსტრანტებმა ასევე ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის მემორიალურ მუზეუმს, რომელიც 1975 წელს პრეზიდენტის პოსტზე მოკლეს.

ხალხმა ასევე დააზიანა ტერიტორიაზე დარჩენილი რამდენიმე მინისტრის პირადი მანქანა.

  • ჰასინას გაქცევა

შეიხ ჰასინა ბანგლადეშის მთავრობას 1996 წლიდან 2001 წლამდე და 2009 წლიდან 2024 წლის 5 აგვისტომდე ხელმძღვანელობდა.

76 წლის ჰასინამ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეაჩერა ანტიინდოეთის მებრძოლი ჯგუფების საქმიანობა ბანგლადეშში და ასევე დაუშვა ინდოეთის ტრანზიტი.

თუმცა, დელისთან მის მჭიდრო კავშირს ხშირად აკრიტიკებდნენ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები, რომლებიც ამბობენ, რომ ინდოეთი მეგობრული უნდა იყოს ბანგლადეშის ყველა ხალხთან და არა ერთ კონკრეტულ პარტიასთან.

ზოგიერთი გამოცემის ინფრმაციით, შესაძლოა ჰასინა ლონდონში გადაფრინდეს და იქ განაგრძოს ცხოვრება.

საერთო ჯამში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებს ივლისის შემდეგ 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დაიღუპა 13 პოლიციელი. დაღუპულები და დაშავებულები ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დაფიქსირდა, მათ შორის ჩრდილოეთ რაიონებში: ბოგრაში, პაბნასა და რანგპურში.

განახლება

14:11

ცნობილი ხდება, რომ ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის პრეზიდენტის, მუჰამედ შაჰაბუდინის პრესმდივანი ავრცელებს.

“პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა“, - განაცხადა შიპლუ ზამანმა.

ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

იხილეთ ასევე: