მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელ ბავშვებს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ
უკრაინელ ბავშვებს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ

"ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, გვჭირ­დე­ბა თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა! გა­დავ­წყვი­ტეთ, ომში და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რე­ბის შვი­ლე­ბი, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით, დე­დებ­თან ერ­თად და­ვას­ვე­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან ომში და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი პა­ტა­რე­ბიც. მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ და უკან, გა­და­ვიხ­დით ჩვენ. ჩვე­ნი თხოვ­ნაა და­ა­ბი­ნა­ოთ და გა­მოკ­ვე­ბოთ ბავ­შვე­ბი. მივ­მარ­თავთ სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლებს, სამ­თავ­რო­ბო და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, კერ­ძო პი­რებს, ოჯა­ხებს და ყვე­ლას, ვინც გულ­გრი­ლი არაა, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს, რათა გა­ვუ­ად­ვი­ლოთ პა­ტა­რებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი. მჯე­რა, რომ ჩემი სამ­შობ­ლო 10-14 დღით გა­მი­ბედ­ნი­ე­რებს და­ჩაგ­რულ პა­ტა­რა უკ­რა­ი­ნე­ლებს. წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას. ძალა ერ­თო­ბა­შია!“ - ეს პოს­ტიოცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა გაგა კიკ­ნა­ძემ, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სია. ambebi.ge უფრო მე­ტის გა­სა­გე­ბად გაგა კიკ­ნა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- ჩემი სტა­ტუ­სის მი­ზა­ნი ის გახ­ლავთ, რომ გვინ­და, და­ვეხ­მა­როთ იმ ჯა­რის­კა­ცე­ბის შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც ომში და­ი­ღუპ­ნენ. სურ­ვი­ლი გვაქვს, ბავ­შვე­ბი გა­რე­მოს შე­საც­ვლე­ლად, 10-14 დღით სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ვუშ­ვათ. ამის­თვის ვე­ძებთ პარტნი­ო­რებს, ადა­მი­ა­ნებს, ვინც ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. მათ შო­რის, შე­საძ­ლოა, იყ­ვნენ და­ინ­ვა­ლი­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბიც. პა­ტა­რე­ბი გვინ­და, გა­მო­ვუშ­ვათ დე­დებ­თან ერ­თად. ჩვე­ნი მხრი­დან შევ­ძლებთ სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღოთ მათი მგზავ­რო­ბის, დო­კუ­მენ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის, მინ­დო­ბი­ლო­ბის, და­ზღვე­ვის სა­კი­თხე­ბი, რაც ამის­თვის სა­ჭი­როა. მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით, თუ მიმ­ღე­ბი მხა­რე ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბას, და­ბი­ნა­ვე­ბას და კვე­ბას შეძ­ლებს.

- რა რა­ო­დე­ნო­ბის ბავ­შვზეა აქ ლა­პა­რა­კი და უკვე იცით მათი ვი­ნა­ო­ბა?

- ამ ეტაპ­ზე ვად­გენთ სი­ებს და ბავ­შვებს მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­სა­უბ­რე­ბას ვუ­ტა­რებთ. ყვე­ლას შევ­ხვდე­ბით, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბით და მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე გა­მო­ვუშ­ვებთ. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩვენ ვიქ­ნე­ბით. შე­იძ­ლე­ბა 100 ბავ­შვი იყოს ან 100-ზე მეტი. რო­გორც გი­თხა­რით, ჯერ­ჯე­რო­ბით გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­ღე­ბის და გა­სა­უბ­რე­ბის პრო­ცეს­ში ვართ.

- რო­დის­თვის გინ­დათ, მათი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მომ­გზავ­რე­ბა?

- აგ­ვის­ტო­ზე პრე­ტენ­ზია არ გვაქვს, რად­გან ვი­ცით, რომ აგ­ვის­ტო ცხე­ლი სე­ზო­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში, რო­დე­საც შე­და­რე­ბით ჩა­ცხრე­ბა სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი, სას­ტუმ­რო­ებ­სა თუ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლებ­ში ად­გი­ლე­ბი შე­და­რე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ერთი ვა­რი­ან­ტი ის არის, რომ ბავ­შვე­ბი მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­მო­ვუშ­ვათ, მე­ო­რე თუ მშობ­ლე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გა­მო­ი­ძებ­ნე­ბა, ბავ­შვე­ბი გარ­კვე­ულ ჯგუ­ფე­ბად დავ­ყოთ და ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ერ­თად გა­მო­ვუშ­ვათ - ალ­ბათ ჯგუფ­ზე 2-3 ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა იმ პა­ტა­რებს, რომ­ლებ­საც ინ­ვა­ლი­დო­ბა ექ­ნე­ბათ, მათ დე­დებს ვერ და­ვა­ცი­ლებთ. სა­ერ­თოდ, აქ ლა­პა­რა­კია 9-დან 14 წლამ­დე ბავ­შვებ­ზე. ვი­მე­ო­რებ, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ამ ბავ­შვე­ბის დას­ვე­ნე­ბა, გა­რე­მოს შეც­ვლა და სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია. ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მოვ­ლენ, იმა­ზე შემ­დეგ ხომ ყველ­გან ილა­პა­რა­კე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლომ რო­გორ მი­ი­ღო, რო­გო­რი თა­ნად­გო­მა და მე­გობ­რო­ბა გა­უ­წია. ამას­თა­ნა­ვე, ეს ინ­ტეგ­რა­ცი­აც იქ­ნე­ბა, - ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­იც­ნო­ბენ.

- სად გინ­დათ, რომ და­ას­ვე­ნოთ?

- შე­იძ­ლე­ბა ზღვა, ან - მთა იყოს - ბორ­ჯო­მი, ბა­კუ­რი­ა­ნი, ნუ­ნი­სი - ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი. რაც მთა­ვა­რია, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებს არ ვი­თხოვთ. მთა­ვა­რია იყოს ად­გი­ლი, სა­დაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გან­ტვირ­თვას შეძ­ლე­ბენ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას­თან, რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ას­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ხომ არ გქო­ნი­ათ კო­მუ­ნი­კა­ცია?

- კონ­ტაქ­ტი გვქონ­და პარ­ტია "ლე­ლოს“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. რაც ომი და­ი­წყო, მათ რა­ღაც პროგ­რა­მა ჰქონ­დათ, უკ­რა­ი­ნი­დან ბავ­შვე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­დათ და სა­ქარ­თვე­ლო­ში ას­ვე­ნებ­დნენ. წელს ჯერ არ­ცერ­თი ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ. მოკ­ლედ, მათ ვე­ლა­პა­რა­კეთ და მზად არი­ან სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღონ ამ პრო­ექ­ტის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი. ამ­დე­ნად, მათ­თვის უარი არ გვით­ქვამს და ალ­ბათ მათ­თან ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ. თუმ­ცა და­მა­ტე­ბით, კი­დევ ვე­ძებთ სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ბავ­შვის გა­მოშ­ვე­ბა შევ­ძლოთ. მხარ­და­ჭე­რა გვჭირ­დე­ბა.

P.S. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, გაგა კიკ­ნა­ძემ გაგ­ვა­გე­ბი­ნა, რომ გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც კვე­ბას და ბავ­შვთა გა­სარ­თობ პროგ­რა­მებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ. ახლა მხო­ლოდ მათ­თვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლის გა­მო­ძებ­ნაა სა­ჭი­რო. უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვებს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­დაჭ­რა სჭირ­დე­ბათ.

მსურ­ვე­ლებ­მა და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: +38 093 157 11 45

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უკრაინელ ბავშვებს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ

უკრაინელ ბავშვებს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ

"ძვირფასო მეგობრებო, გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა! გადავწყვიტეთ, ომში დაღუპული მეომრების შვილები, რეაბილიტაციის მიზნით, დედებთან ერთად დავასვენოთ საქართველოში. მათ შორის იქნებიან ომში დაინვალიდებული პატარებიც. მგზავრობის ხარჯებს, საქართველოსკენ და უკან, გადავიხდით ჩვენ. ჩვენი თხოვნაა დააბინაოთ და გამოკვებოთ ბავშვები. მივმართავთ სასტუმროს მფლობელებს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო პირებს, ოჯახებს და ყველას, ვინც გულგრილი არაა, მხარი დაგვიჭიროს, რათა გავუადვილოთ პატარებს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესი. მჯერა, რომ ჩემი სამშობლო 10-14 დღით გამიბედნიერებს დაჩაგრულ პატარა უკრაინელებს. წინასწარ გიხდით მადლობას. ძალა ერთობაშია!“ - ეს პოსტიოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გაგა კიკნაძემ, რომელიც უკრაინაში საემიგრაციო სამსახურის პრესსამსახურის უფროსია. ambebi.ge უფრო მეტის გასაგებად გაგა კიკნაძეს დაუკავშირდა.

- ჩემი სტატუსის მიზანი ის გახლავთ, რომ გვინდა, დავეხმაროთ იმ ჯარისკაცების შვილებს, რომლებიც ომში დაიღუპნენ. სურვილი გვაქვს, ბავშვები გარემოს შესაცვლელად, 10-14 დღით საქართველოში გავუშვათ. ამისთვის ვეძებთ პარტნიორებს, ადამიანებს, ვინც ამ იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება. მათ შორის, შესაძლოა, იყვნენ დაინვალიდებული ბავშვებიც. პატარები გვინდა, გამოვუშვათ დედებთან ერთად. ჩვენი მხრიდან შევძლებთ საკუთარ თავზე ავიღოთ მათი მგზავრობის, დოკუმენტების მოგვარების, მინდობილობის, დაზღვევის საკითხები, რაც ამისთვის საჭიროა. მოხარული ვიქნებით, თუ მიმღები მხარე ამ ადამიანების მიღებას, დაბინავებას და კვებას შეძლებს.

- რა რაოდენობის ბავშვზეა აქ ლაპარაკი და უკვე იცით მათი ვინაობა?

- ამ ეტაპზე ვადგენთ სიებს და ბავშვებს მშობლებთან ერთად გასაუბრებას ვუტარებთ. ყველას შევხვდებით, დაველაპარაკებით და მათ საქართველოში ასე გამოვუშვებთ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ჩვენ ვიქნებით. შეიძლება 100 ბავშვი იყოს ან 100-ზე მეტი. როგორც გითხარით, ჯერჯერობით განცხადებების მიღების და გასაუბრების პროცესში ვართ.

- როდისთვის გინდათ, მათი საქართველოში გამომგზავრება?

- აგვისტოზე პრეტენზია არ გვაქვს, რადგან ვიცით, რომ აგვისტო ცხელი სეზონია. სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში, როდესაც შედარებით ჩაცხრება საკურორტო სეზონი, სასტუმროებსა თუ დასასვენებელ სახლებში ადგილები შედარებით გათავისუფლდება. ერთი ვარიანტი ის არის, რომ ბავშვები მშობლებთან ერთად გამოვუშვათ, მეორე თუ მშობლებისთვის საშუალება არ გამოიძებნება, ბავშვები გარკვეულ ჯგუფებად დავყოთ და ისინი ხელმძღვანელებთან ერთად გამოვუშვათ - ალბათ ჯგუფზე 2-3 ადამიანი იქნება. თუმცა იმ პატარებს, რომლებსაც ინვალიდობა ექნებათ, მათ დედებს ვერ დავაცილებთ. საერთოდ, აქ ლაპარაკია 9-დან 14 წლამდე ბავშვებზე. ვიმეორებ, ჩვენი მთავარი მიზანია, ამ ბავშვების დასვენება, გარემოს შეცვლა და სახალხო დიპლომატია. ისინი საქართველოში რომ ჩამოვლენ, იმაზე შემდეგ ხომ ყველგან ილაპარაკებენ, საქართველომ როგორ მიიღო, როგორი თანადგომა და მეგობრობა გაუწია. ამასთანავე, ეს ინტეგრაციაც იქნება, - ქართველი და უკრაინელი თანატოლები ერთმანეთს გაიცნობენ.

- სად გინდათ, რომ დაასვენოთ?

- შეიძლება ზღვა, ან - მთა იყოს - ბორჯომი, ბაკურიანი, ნუნისი - ნებისმიერი ადგილი. რაც მთავარია, ფეშენებელურ სიტუაციებს არ ვითხოვთ. მთავარია იყოს ადგილი, სადაც ფსიქოლოგიურად განტვირთვას შეძლებენ.

- საქართველოში ადგილობრივ მთავრობასთან, რომელიმე პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია?

- კონტაქტი გვქონდა პარტია "ლელოს“ წარმომადგენლებთან. რაც ომი დაიწყო, მათ რაღაც პროგრამა ჰქონდათ, უკრაინიდან ბავშვები ჩამოჰყავდათ და საქართველოში ასვენებდნენ. წელს ჯერ არცერთი ასეთი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ. მოკლედ, მათ ველაპარაკეთ და მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ ამ პროექტის გარკვეული ნაწილი. ამდენად, მათთვის უარი არ გვითქვამს და ალბათ მათთან ვითანამშრომლებთ. თუმცა დამატებით, კიდევ ვეძებთ სხვა საშუალებებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ბავშვის გამოშვება შევძლოთ. მხარდაჭერა გვჭირდება.

P.S. სტატიის გამოქვეყნებამდე, გაგა კიკნაძემ გაგვაგებინა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც კვებას და ბავშვთა გასართობ პროგრამებს უზრუნველყოფენ. ახლა მხოლოდ მათთვის საცხოვრებელის გამოძებნაა საჭირო. უკრაინელ ბავშვებს ქართველი საზოგადოების მხარდაჭრა სჭირდებათ.

მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: +38 093 157 11 45