მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა - სოციალურ მედია კომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მოთხოვნების უგულებელყოფა
აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა - სოციალურ მედია კომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მოთხოვნების უგულებელყოფა

აშშ-ის მთავ­რო­ბამ TikTok-ის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ას ბრა­ლად ედე­ბა ბავ­შვთა მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო შეგ­რო­ვე­ბა და მშობ­ლე­ბის მცდე­ლო­ბებ­ზე უმოქ­მე­დო­ბა, რო­დე­საც ისი­ნი თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბის წაშ­ლას ცდი­ლო­ბენ.

იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის პრაქ­ტი­კა ბავ­შვთა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის "მას­შტა­ბურ" ხელ­ყო­ფას წარ­მო­ად­გენს. მათი თქმით, ეს იმ კა­ნო­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან 13 წლამ­დე ასა­კის პირ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­ზე მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბას მო­ი­თხოვს.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ TikTok და მისი მშო­ბე­ლი კომ­პა­ნია ByteDance "გან­მე­ო­რე­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბით" ხა­სი­ათ­დე­ბი­ან და 2019 წლის მსგავს საქ­მე­ზე მი­უ­თი­თეს.

TikTok-მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და, რომ ბავ­შვთა დაც­ვის­კენ მი­მარ­თუ­ლი თა­ვი­სი ძა­ლის­ხმე­ვით "ამა­ყობს".

კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ, პრო­აქ­ტი­უ­ლად შლის არას­რულ­წლო­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რი­შებს და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ნერ­გა უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­ზღუდ­ვე­ბი და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი.

"ამ ბრალ­დე­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბით. მათ­გან ბევ­რი წარ­სულ მოვ­ლე­ნებს და პრაქ­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ზუს­ტია ან უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, - "ჩვენ ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ბავ­შვთა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გან­ვაგ­რძობთ პლატ­ფორ­მის გა­ნახ­ლე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას".

სა­ჩი­ვა­რი TikTok-სა და ჩი­ნურ მშო­ბელ კომ­პა­ნია ByteDance-ზე არ­სე­ბულ ზე­წო­ლას ზრდის. ისი­ნი უკვე ებ­რძვი­ან აშშ-ს კა­ნონს, რო­მელ­მაც შე­საძ­ლოა, ქვე­ყა­ნა­ში კომ­პა­ნი­ის აკ­რძალ­ვა გა­ნა­პი­რო­ბოს.

სარ­ჩელ­ში აშშ ადა­ნა­შა­უ­ლებს TikTok-ს "არას­რულ­ყო­ფი­ლი" მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბავ­შვე­ბის მიერ შექ­მნი­ლი ან­გა­რი­შე­ბის გა­სა­ფილტრად, ასე­ვე, მშობ­ლე­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბე­ბის შექ­მნა­ში, რო­დე­საც ისი­ნი მათ წაშ­ლას ცდი­ლობ­დნენ.

სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, 2019-2020 წლებ­ში მშობ­ლე­ბის მიერ ან­გა­რი­შე­ბის გა­უქ­მე­ბის 1 700 მო­თხოვ­ნის გან­ხილ­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მათ­გან 30% 2021 წლის ნო­ემ­ბერ­ში კვლავ აქ­ტი­უ­რი იყო.

ნათ­ქვა­მია, რომ მო­დე­რა­ტო­რებს, რომ­ლებ­საც არას­რულ­წლო­ვან­თა ან­გა­რი­შე­ბის გა­და­ხედ­ვა ევა­ლე­ბო­დათ, უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ, მხო­ლოდ მა­შინ ემოქ­მე­დათ, თუ ბავ­შვის ასა­კის ცხად აღი­ა­რე­ბას ნა­ხავ­დნენ, ამას­თა­ნა­ვე, მათ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ვი­დე­ო­ებ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა ჰქონ­დათ. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამი ჰქონ­დათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა სა­სა­მარ­თლოს სთხო­ვეს, TikTok-ის­თვის ამ ქმე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა და თი­თო­ე­უ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი გა­ნე­სა­ზღვრა.

"ეს ქმე­დე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მო­პა­სუ­ხე­ე­ბის (რომ­ლე­ბიც გან­მე­ო­რე­ბი­თი დამ­რღვე­ვე­ბი არი­ან და მას­შტა­ბუ­რად მოქ­მე­დე­ბენ) მიერ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბის პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბის ან მათი კონ­ტრო­ლის გა­რე­შე," - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­ქა­ლა­ქო გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ბრა­ი­ან ბო­ინ­ტონ­მა.

TikTok მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მაა, რო­მელ­საც, მა­თი­ვე ცნო­ბით, გლო­ბა­ლუ­რად 1 მი­ლი­არ­დზე მეტი, ხოლო აშშ-ში - 170 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს.

Pew Research-ის გა­მო­კი­თხვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 13-17 წლის ამე­რი­კე­ლი მო­ზარ­დე­ბის 60%-ზე მეტი აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მას იყე­ნებს, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კი - TikTok-ზე ყო­ველ­დღი­უ­რად შე­დის.

სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აშშ-ის მთავ­რო­ბა ცდი­ლობს, TikTok-ის მიერ, სა­ვა­რა­უ­დოდ, "ბავ­შვთა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის უკა­ნო­ნო, მას­შტა­ბურ ხელ­ყო­ფას მო­უ­ღოს ბოლო".

კომ­პა­ნი­ას მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის გამო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­სა და ევ­რო­პის რიგ ქვეყ­ნებ­შიც და­ე­კის­რა ჯა­რი­მე­ბი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა - სოციალურ მედია კომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მოთხოვნების უგულებელყოფა

აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა - სოციალურ მედია კომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მოთხოვნების უგულებელყოფა

აშშ-ის მთავრობამ TikTok-ის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა. სოციალურ მედიაკომპანიას ბრალად ედება ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვება და მშობლების მცდელობებზე უმოქმედობა, როდესაც ისინი თავიანთი შვილების ანგარიშების წაშლას ცდილობენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომპანიის პრაქტიკა ბავშვთა პირადი ცხოვრების "მასშტაბურ" ხელყოფას წარმოადგენს. მათი თქმით, ეს იმ კანონების იგნორირებით ხდება, რომლებიც ონლაინ კომპანიებისგან 13 წლამდე ასაკის პირთა ინფორმაციის შეგროვებაზე მშობლების თანხმობას მოითხოვს.

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ TikTok და მისი მშობელი კომპანია ByteDance "განმეორებითი დარღვევებით" ხასიათდებიან და 2019 წლის მსგავს საქმეზე მიუთითეს.

TikTok-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ბავშვთა დაცვისკენ მიმართული თავისი ძალისხმევით "ამაყობს".

კომპანიამ განაცხადა, რომ, პროაქტიულად შლის არასრულწლოვანი მომხმარებლების ანგარიშებს და ნებაყოფლობით დანერგა უსაფრთხოების მექანიზმები, როგორიცაა ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვები და არასრულწლოვნებისთვის კონფიდენციალურობის დამატებითი დაცვის მექანიზმი.

"ამ ბრალდებებს არ ვეთანხმებით. მათგან ბევრი წარსულ მოვლენებს და პრაქტიკას შეეხება, რომლებიც, ფაქტობრივად, არაზუსტია ან უკვე მოგვარებულია", - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, - "ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ძალისხმევით ბავშვთა დაცვის მიმართულებით და განვაგრძობთ პლატფორმის განახლებასა და გაუმჯობესებას".

საჩივარი TikTok-სა და ჩინურ მშობელ კომპანია ByteDance-ზე არსებულ ზეწოლას ზრდის. ისინი უკვე ებრძვიან აშშ-ს კანონს, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში კომპანიის აკრძალვა განაპირობოს.

სარჩელში აშშ ადანაშაულებს TikTok-ს "არასრულყოფილი" მეთოდების გამოყენებაში ბავშვების მიერ შექმნილი ანგარიშების გასაფილტრად, ასევე, მშობლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში, როდესაც ისინი მათ წაშლას ცდილობდნენ.

სარჩელის თანახმად, 2019-2020 წლებში მშობლების მიერ ანგარიშების გაუქმების 1 700 მოთხოვნის განხილვამ აჩვენა, რომ მათგან 30% 2021 წლის ნოემბერში კვლავ აქტიური იყო.

ნათქვამია, რომ მოდერატორებს, რომლებსაც არასრულწლოვანთა ანგარიშების გადახედვა ევალებოდათ, უფლება ჰქონდათ, მხოლოდ მაშინ ემოქმედათ, თუ ბავშვის ასაკის ცხად აღიარებას ნახავდნენ, ამასთანავე, მათ მომხმარებლების ვიდეოებზე შეზღუდული წვდომა ჰქონდათ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდათ გადაწყვეტილების მისაღებად.

ოფიციალურმა პირებმა სასამართლოს სთხოვეს, TikTok-ისთვის ამ ქმედებების შეწყვეტა დაევალებინა და თითოეული დარღვევისთვის ჯარიმები განესაზღვრა.

"ეს ქმედება აუცილებელია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მოპასუხეების (რომლებიც განმეორებითი დამრღვევები არიან და მასშტაბურად მოქმედებენ) მიერ მცირეწლოვანი ბავშვების პირადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება მშობლების თანხმობის ან მათი კონტროლის გარეშე," - განაცხადა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სამოქალაქო განყოფილების ხელმძღვანელმა, გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბრაიან ბოინტონმა.

TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა, რომელსაც, მათივე ცნობით, გლობალურად 1 მილიარდზე მეტი, ხოლო აშშ-ში - 170 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

Pew Research-ის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ 13-17 წლის ამერიკელი მოზარდების 60%-ზე მეტი აღნიშნულ პლატფორმას იყენებს, მათგან ნახევარზე მეტი კი - TikTok-ზე ყოველდღიურად შედის.

სარჩელში ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა ცდილობს, TikTok-ის მიერ, სავარაუდოდ, "ბავშვთა პირადი ცხოვრების უკანონო, მასშტაბურ ხელყოფას მოუღოს ბოლო".

კომპანიას მსგავსი საკითხების გამო გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის რიგ ქვეყნებშიც დაეკისრა ჯარიმები.

წყარო