ავტორი:

კამალა ჰარისის მეუღლე პირველი ქორწინებისას, ძიძასთან ცოლის ღალატში ამხილეს - დუგლას ემჰოფმა მომხდარი აღიარა, რას აცხადებს მისი პირველი ცოლი?

კამალა ჰარისის მეუღლე პირველი ქორწინებისას, ძიძასთან ცოლის ღალატში ამხილეს - დუგლას ემჰოფმა მომხდარი აღიარა, რას აცხადებს მისი პირველი ცოლი?

აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის ქმარი, დუგლას (დაგ) ემჰოფი სკანდალში გაეხვა - მას ბრალად დასდეს პირველი ქორწინებისას ცოლის ღალატი, ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mail - ის ინფორმაციით, მან პირველ ცოლს ქალიშვილის ძიძასთან უღალატა.

"პირველი ქორწინების დროს, მე და კერსტინმა ჩემი ქმედებების გამო რთული პერიოდი გავიარეთ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ავიღე და მას შემდეგ, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხებზე, როგორც ოჯახი. შედეგად, უფრო გავძლიერდით", - განაცხადა ემჰოფმა CNN-ისთვის ექსკლუზიურად მიცემულ კომენტარში.

Daily Mail-ის რეპორტაჟის თანახმად, ძიძასთან რომანმა ემჰოფის პირველი ქორწინების დასრულება გამოიწვია.

პირმა, რომელიც დეტალებზე ინფორმაციას ფლობს, CNN-ს განუცხადა, რომ ოთხი წლის წინ, როდესაც ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესს გადიოდა, ეს ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული გარემოებები ჯო ბაიდენის შემოწმების კომიტეტისთვის ცნობილი იყო. წყაროს ცნობით, ემჰოფმა ჰარისს რომანის შესახებ დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე უამბო.

ეს ურთიერთობა ჰარისისა და ემჰოფი შეხვედრამდე წლებით ადრე დასრულდა.

Daily Mail-ის ცნობით, ქალი დაორსულდა, თუმცა როგორც ახლო მეგობარმა აღნიშნა, მან "ბავშვი არ დაიტოვა". ქალმა, რომლის სახელსაც CNN არ ასახელებს, გამოცემის სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.

შაბათს, დაგის პირველმა მეუღლემ, კერსტინ ემჰოფმა განაცხადა:

კერსტინ ემჰოფი

"ჩვენი ქორწინების დასრულება სხვადასხვა მიზეზის გამო, მრავალი წლის წინ გადავწყვიტეთ. ის შვილებისთვის შესანიშნავი მამაა და კვლავ ჩემს მეგობრად რჩება. ვამაყობ იმ თბილი, შერეული ოჯახით, რომელიც დაგმა, კამალამ და მე ერთად შევქმენით".

დაგ ემჰოფთან დაახლოებულმა სხვა წყარომ განაცხადა, რომ ის მომხდარს ნანობს და იცოდა, რომ შეიძლებოდა, ეს საჯაროდ გამხდარიყო ცნობილი.

ემჰოფის და მისი პირველი მეუღლის ორი შვილი უკვე ზრდასრულები არიან. კერსტინ ემჰოფი წლების განმავლობაში თბილად ლაპარაკობდა ჰარისზე, მათ შორის, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც, რაც ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა.

დაგი შვილებთან - ელასა და კოულთან ერთად

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რომელშიც რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვანსი ჰარისს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ მას საკუთარი შვილები არ ჰყავს, კერსტინმა ჰარისი დაიცვა, როგორც "მოსიყვარულე, მზრუნველი, მტკიცე და მიწაზე მყარად მდგომი" ადამიანი და როგორც აღნიშნა, "მადლიერია, რომ ჰარისი მათი შერეული ოჯახის ნაწილია".

"ეს უსაფუძვლო თავდასხმებია.10 წელზე მეტია, მას შემდეგ, რაც კოული და ელა თინეიჯერები იყვნენ და რაც კამალა, დაგთან და ჩემთან ერთად, მათი თანამშობელია", - განაცხადა კერსტინ ემჰოფმა CNN-თან.

დაგ ემჰოფის პირველი ქორწინება 2009 წელს დასრულდა, ჰარისზე კი 2014 წელს იქორწინა. იმ დროისთვის ის ლოს-ანჯელესში გასართობი ინდუსტრიის ადვოკატად მუშაობდა, ხოლო ჰარისი კალიფორნიის გენერალური პროკურორი იყო.

დუგლას ემჰოფი ბრუკლინში დაიბადა. დაამთავრა სამხრეთ კალიფორნიის გოლდენის სამართლის სკოლა. ამჟამად იგი ერთ-ერთი დიდი კომპანიის DLA Piper Law Firm-ის ბიზნესპარტნიორია. დუგლასი ასევე კომპანია Emhoff-ის დამფუძნებელია, იგი საერთაშორისო კორპორაციებს უძრავი ქონების და ინტელექტუალური საკუთრების სამართალწარმოების დავებში ეხმარება.

კამალა ელასთან ერთად

ჰარისის პოლიტიკაში კარიერული აღმასვლისას, ემჰოფი მისი მნიშვნელოვანი პირადი მრჩეველი გახდა, ასევე ცნობილია იმით, თუ როგორ აღფრთოვანებით საუბრობს ხოლმე მეუღლეზე. ქმარს ჰარისიც თბილად მოიხსენიებს და მას "დაგის" უწოდებს, როგორც კერძო საუბრებში, ასევე - ზოგჯერ მიკროფონთანაც.

ემჰოფი საარჩევნო კამპანიაში მაშინაც კი იყო ჩართული, ვიდრე ბაიდენი საკუთარ კანდიდატურას მოხსნიდა. მისი ჩართულობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. ჰარისის მეუღლემ თქვა, რომ როცა ბაიდენმა კანდიდატურა მოსხნა, ლოს-ანჯელესში, ვარჯიშზე იმყოფებოდა და ტელეფონი შორს ედო. მას სიახლის შესახებ სხვა ადამიანმა უთხრა და მხოლოდ მას შემდეგ შეამჩნია, რომ ჰარისისგან მრავალი სატელეფონო ზარი ჰქონდა გამოტოვებული.

"ის მომავლისკენ გაგვიძღვება. უსაზღვროდ ვამაყობ მისით", - თქვა ემჰოფმა მხარდამჭერებთან ერთ-ერთი ჩართვისას.

მას შემდეგ ემჰოფი ინტენსიურად ჩაერთო თანხის შეგროვებასა და ჰარისის კამპანიაში, ასევე, შეეხო ტრამპის ზოგიერთ თავდასხმას მის მეუღლეზე.

"სულ ესაა, რაც მას შეუძლია?" - თქვა ემჰოფმა გასულ კვირას ერთ-ერთ ღონისძიებაზე, როდესაც მას რესპუბლიკელი კანდიდატის რამდენიმე ნათქვამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა.

მან ასევე უპასუხა ტრამპის მტკიცებას, რომ ჰარისს მხოლოდ თავის ინდურ წარმომავლობასთან ჰქონდა კავშირი, ვიდრე ახლახან არ გადაწყვიტა, "შავკანიანად ქცეულიყო". ამ კომენტარებს ჰარისის მეუღლემ ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა.

"უნდა ვფოკუსირდეთ იმაზე, რისი გაკეთებაც მას სინამდვილეში სურს, ეს კი ჩვენი ქვეყნის განადგურებაა", - თქვა ემჰოფმა.

ჰარისმა უქმეები მათ რეზიდენციაში, ვაშინგტონის საზღვაო ობსერვატორიაში გაატარა. ის ინტერვიუებით იყო დაკავებული იმ ადამიანებთან, რომლებსაც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავს. წყარო

იხილეთ ასევე: