ავტორი:

მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადაზე ნახევარფინალში კუბელ მეტოქესთან დამარცხდა - გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოკრივე ლაშა გურული ოლიმპიადაზე ნახევარფინალში კუბელ მეტოქესთან დამარცხდა - გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი მოკრივე, ლაშა გურული, ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში კუბელ მეტოქეს ალვარო ბორხესს დაუპირისპირდა და დამარცხდა. გურულმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ის 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

ცნობისთვის, მეოთხედფინალურ ეტაპზე მან ბრძოლა ყაზახ ბაზარბაი მუჰამედ საბირისთან გამართა და გაიმარჯვა, რითაც ნახევარფინალში ასპარეზობის საშუალება მოიპოვა.

გურულმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა 1/8-ფინალიდან დაიწყო, სადაც აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს ოლიმპიადის კრივის ტურნირზე დებიუტანტმა გიორგი ყუშიტაშვილმა (92კგ) პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა. ქართველი სპორტსმენი აზიის ჩემპიონთან, ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ოლიმპიადას დაემშვიდობა.