სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში
"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა იზ­რდე­ბა. ამ ფონ­ზე კი აშშ-ის სა­ელ­ჩო მო­უ­წო­დებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს ლი­ბა­ნის და­ტო­ვე­ბის­კენ. იმა­ვეს ურ­ჩევს დიდი ბრი­ტა­ნე­თიც ლი­ბან­ში მყოფ სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, დე­ბიდ ლა­მის თქმით, "რე­გი­ონ­ში სი­ტუ­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­უ­ა­რეს­დეს".

  • ცნო­ბის­თვის, ირან­მა პი­რო­ბა დადო, რომ ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შურს მკაც­რად იძი­ებს "ჰა­მა­სის“ ლი­დე­რის, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს თე­ი­რან­ში მკვლე­ლო­ბის გამო.

ფიქ­რო­ბენ, რომ ლი­ბან­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა და ირა­ნის მიერ მხარ­და­ჭე­რილ­მა "ჰეზ­ბო­ლამ“ შე­საძ­ლოა, დიდი როლი ითა­მა­შოს შუ­რის­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. რაც თა­ვის მხრივ, ის­რა­ე­ლის მხრი­დან სე­რი­ო­ზულ პა­სუხს გა­მო­იწ­ვევს.

ბევ­რმა ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ ლი­ბა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ფრე­ნა შე­ა­ჩე­რა

  • ამ ფონ­ზე, 4 აგ­ვის­ტოს, გვი­ან ღა­მით "ჰეზ­ბო­ლამ“ ათო­ბით რა­კე­ტა გა­უშ­ვა ის­რა­ე­ლის ჩრდი­ლო­ე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქის, ბეით ჰი­ლე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კად­რებ­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, რო­გორ მუ­შა­ობს ირა­ე­ლის თავ­დაც­ვის სის­ტე­მა, "რკი­ნის გუმ­ბა­თი" და რა­კე­ტებს აგ­დებს. მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა.

იორ­და­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს ასე­ვე თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ თავი შე­ი­კა­ვონ ლი­ბან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან, იგი­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა კა­ნა­დის სა­გა­რეო უწყე­ბა­მაც

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ჰა­მა­სის" პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი, ის­მა­ილ ჰა­ნიე თე­ი­რან­ში მოკ­ლეს. ის ირა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ქვეყ­ნის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე და­სას­წრე­ბად იმ­ყო­ფე­ბო­და. "ჰა­მა­სი" და ირა­ნი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში ის­რა­ელს ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, ის­რა­ელ­ში კი აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბას არც ადას­ტუ­რე­ბენ და არც უარ­ყო­ფენ.

თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ით, იმ რე­ზი­დენ­ცი­ა­ზე, სა­დაც ჰა­ნიე თე­ი­რან­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "ნიუ იორკ თა­იმსმა" და­წე­რა, რომ რე­ა­ლუ­რად, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ჯერ კი­დევ ორი თვის წინ შე­ი­ტა­ნეს ბომ­ბი, რო­მე­ლიც შემ­დეგ, ის­მა­ილ ჰა­ნი­ეს იქ ყოფ­ნი­სას აა­ფეთ­ქეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

"ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვა: აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებენ: რა ხდება ახლო აღმოსავლეთში

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება. ამ ფონზე კი აშშ-ის საელჩო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ. იმავეს ურჩევს დიდი ბრიტანეთიც ლიბანში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დებიდ ლამის თქმით, "რეგიონში სიტუაცია შეიძლება სწრაფად გაუარესდეს".

  • ცნობისთვის, ირანმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ შურს მკაცრად იძიებს "ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობის გამო.

ფიქრობენ, რომ ლიბანში დაფუძნებულმა და ირანის მიერ მხარდაჭერილმა "ჰეზბოლამ“ შესაძლოა, დიდი როლი ითამაშოს შურისძიების პროცესში. რაც თავის მხრივ, ისრაელის მხრიდან სერიოზულ პასუხს გამოიწვევს.

ბევრმა ავიაკომპანიამ ლიბანის მიმართულებით ფრენა შეაჩერა

  • ამ ფონზე, 4 აგვისტოს, გვიან ღამით "ჰეზბოლამ“ ათობით რაკეტა გაუშვა ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქის, ბეით ჰილელის მიმართულებით. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კადრებში ნაჩვენებია, როგორ მუშაობს ირაელის თავდაცვის სისტემა, "რკინის გუმბათი" და რაკეტებს აგდებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ასევე თავის მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ ლიბანში მოგზაურობისგან, იგივე შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა კანადის საგარეო უწყებამაც

ინფორმაციისთვის, "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად იმყოფებოდა. "ჰამასი" და ირანი მკვლელობის მომზადებაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელში კი აღნიშნულ ბრალდებას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

თავდაპირველი ვერსიით, იმ რეზიდენციაზე, სადაც ჰანიე თეირანში იმყოფებოდა, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით, "ნიუ იორკ თაიმსმა" დაწერა, რომ რეალურად, რეზიდენციაში ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტანეს ბომბი, რომელიც შემდეგ, ისმაილ ჰანიეს იქ ყოფნისას ააფეთქეს.