ავტორი:

"4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა" - იტალიაში ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა: რა დეტალები ხდება ცნობილი?

"4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა" - იტალიაში ავარიას ქართველი ქალი ემსხვერპლა: რა დეტალები ხდება ცნობილი?

იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ქართველი. ინფორმაცია გუშინ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა 1 აგვისტოს მოხდა.

"ერთ-ერთ ავტომობილში, ეროვნებით ქართველი ქალი და მამაკაცი ისხდნენ, მეორეში კი იტალიის მოქალაქე მამაკაცი. ორი ადამიანი ადგილზე, შეჯახების დროს დაიღუპა, მესამე კი სამაშველო ჯგუფის მისვლიდან მცირე დროში" – წერს იტალიური მედია

  • გარდაცვლილი ქალი მაკა შალამბერიძეა. არსებული ინფორმაციით, ის საქართველოში დასაბრუნებლად აეროპორტში მიდიოდა, რა დროსაც ტრაგედია მოხდა.

"მაკა შალამბერიძე - ორი შვილის დედა, რომელსაც 4 წელი არ ჰყავდა ნანახი შვილები, საქართველოში მიიჩქაროდა და მაგ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია... დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ოჯახს და ემიგრანტებს“, - წერს ერთ-ერთი ემიგრანტი.