საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი სამხედრო, რომელსაც უყვარს ცეკვა და ცხოველები: როგორია ინტერნეტვარსკვლავად ქცეული თურქი სპორტსმენის ცხოვრება - "ის მარტოხელაა, ჰყავს ქალიშვილი"
ყოფილი სამხედრო, რომელსაც უყვარს ცეკვა და ცხოველები: როგორია ინტერნეტვარსკვლავად ქცეული თურქი სპორტსმენის ცხოვრება - "ის მარტოხელაა, ჰყავს ქალიშვილი"

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დის ერთ-ერთი ვარ­სკვლა­ვი იუ­სუფ დი­კე­ჩია, კაცი, რო­მე­ლიც ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი გახ­და. თუმ­ცა, ეს ის არ არის, რის­თვი­საც ის მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ან­მა და­ი­მახ­სოვ­რა. თურ­ქმა სპორ­ტსმენ­მა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა პირ­ველ რიგ­ში, იმი­ჯის გამო მი­იქ­ცია.

დი­კე­ჩი უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი­თა და უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბით მყი­სი­ე­რად გახ­და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ვარ­სკვლა­ვი და "მე­მე­ე­ბის" გმი­რი.

51 წლის მსრო­ლე­ლი ოლიმ­პი­ა­და­ზე დაჭ­მუჭ­ნუ­ლი ნაც­რის­ფე­რი მა­ი­სუ­რით გა­მო­ვი­და. სრო­ლი­სას მას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და­მა­ტე­ბი­თი ოპ­ტი­კურ მო­წყო­ბი­ლო­ბა, მხო­ლოდ მხედ­ვე­ლო­ბის სათ­ვა­ლე ეკე­თა, მარ­ცხე­ნა ხელი ჯი­ბე­ში ჰქონ­და.

იუ­სუ­ფის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა მედ­ლის მო­გე­ბა. მან აღი­ა­რა, რომ სურ­და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ ის ამის ღირ­სი იყო.

"შე­რონ, თუ ამას ხე­დავ, მე ჩემი ძაღ­ლი მინ­და" - თქვა სპორ­ტსმენ­მა.

ეს ამ­ბა­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, თუმ­ცა რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­მოჩ­ნდა, ერთ-ერთი ფა­ნის მიერ და­წე­რი­ლი ხუმ­რო­ბა იყო. ამ ამ­ბავ­ში კი სი­მარ­თლე მხო­ლოდ ის არის, რომ ცოლს ნამ­დვი­ლად გა­შო­რე­ბუ­ლია და ცხო­ვე­ბე­ლე­ბი უყ­ვარს, თუმ­ცა მას კატა ჰყავს და არა ძაღ­ლი.

მა­ყუ­რე­ბე­ლი გულ­გრი­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა მისი გა­მოს­ვლის მი­მართ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი სა­ხა­ლი­სო კო­მენ­ტა­რე­ბით გა­ივ­სო: "კაცი, რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ა­ში პუ­რის სა­ყიდ­ლად მი­დი­ო­და და ოლიმ­პი­ა­და­ზე მი­იწ­ვი­ეს“ - ხუმ­რობ­დნენ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

51 წლის იუ­სუფ დი­კეჩ­მა თურ­ქეთს ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­უ­ტა­ნა, რი­თაც თა­ვის ქვე­ყა­ნას ამ დის­ციპ­ლი­ნა­ში ის­ტო­რი­უ­ლად პირ­ვე­ლი ჯილ­დო გა­დას­ცა. თურ­ქეთს აქამ­დე არა­სო­დეს მო­უ­გია ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი სპორ­ტულ სრო­ლა­ში.

ვინ არის იუ­სუფ დი­კე­ჩი

დი­კე­ჩი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით მას შემ­დეგ და­კავ­და, რაც ჟან­დარ­მე­რი­ის გე­ნე­რა­ლურ სარ­დლო­ბა­ში კაპ­რა­ლად მსა­ხუ­რობ­და. ის მარ­ტო­ხე­ლაა, ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი, უყ­ვარს ცეკ­ვა და კატა.

სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა 2001 წელს და­ი­წყო, მო­ი­გო ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ხუთ ოლიმ­პი­ურ თა­მაშ­ში (2008, 2012, 2016, 2020, 2024).

იუ­სუფ დი­კე­ჩი და­ი­ბა­და 1973 წლის 1 იან­ვარს გოქ­სუნ­ში, თურ­ქეთ­ში, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს კაჰ­რა­მან­მა­რა­შის პრო­ვინ­ცი­ა­ში.

სპორ­ტსმე­ნი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის ანა­ტო­ლი­ის ლი­ცე­უმ­ში ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდი­სა და სპორ­ტის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და სელ­ჩუ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

ტყვი­ის სრო­ლა

2000-იანი წლებ­ში, იგი არა­ერ­თხელ გახ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რის, ერთი ნა­ბი­ჯი და­აკ­ლდა გა­მარ­ჯვე­ბის­გან ბალ­კა­ნე­თი­სა და ხმელ­თა­შუა ზღვის თა­მა­შებ­ზე (ამ უკა­ნას­კნელ­ში მან მო­ა­ხერ­ხა თურ­ქე­თის რე­კორ­დის მოხ­სნა).

თურ­ქე­თის ჟან­დარ­მე­რი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სარ­დლო­ბის სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის წევ­რი ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში 2008 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლის მო­პო­ვე­ბა მხო­ლოდ 16 წლის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა.

2024 წლის­თვის მის მიღ­წე­ვებ­შია შვი­დი ოქ­როს მე­და­ლი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან, სამი მსოფ­ლიო თა­სი­დან და ორი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან, სამი ვერ­ცხლის მე­და­ლი მსოფ­ლიო თა­სი­დან და 2 მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან. მან ასე­ვე ორ­ჯერ მო­ი­პო­ვა ბრინ­ჯაო ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე.

იუ­სუფ დი­კე­ჩის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მსრო­ლე­ლი (სი­მაღ­ლე 180 სმ და წონა 79 კგ) არ სა­უბ­რობს ღიად პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე. ინ­სტაგ­რამ­ზე ძი­რი­თა­დად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს შე­ჯიბ­რე­ბი­დან და ვარ­ჯი­შე­ბი­დან, ასე­ვე კად­რებს კო­ლე­გებ­თან და მწვრთნე­ლებ­თან ერ­თად. უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ჰყავს საყ­ვა­რე­ლი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი - ქა­რიზ­მა­ტუ­ლი კატა.

იუ­სუფ დი­კე­ჩი ახლა

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და გახ­და სა­ი­უ­ბი­ლეო, მე­ხუ­თე იუ­სუფ დი­კე­ჩის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში. ოლიმ­პი­ა­და­ზე მან და მის­მა თა­ნა­გუნ­დელ­მა შევ­ვალ ილა­ი­და თარ­ჰან­მა მო­ი­პო­ვეს ვერ­ცხლის მე­და­ლი შე­რე­ულ გუნ­დურ შე­ჯიბრში და ფი­ნალ­ში და­მარ­ცხდნენ სერბ მე­ტო­ქე­ებ­თან.

რო­დე­საც ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ იუ­სუფს ჰკი­თხეს, თუ რა­ტომ არ იყე­ნებ­და შე­სა­ბა­მის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას, გა­ნა­ცხა­და:

"შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე ხან­და­ხან მსა­ჯე­ბი მე­კი­თხე­ბოდ­ნენ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის შე­სა­ხებ, რა­ზეც ვპა­სუ­ხობ­დი: "მე არ მჭირ­დე­ბა ეს, რად­გან და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ მსრო­ლე­ლად, რა­ზეც იცი­ნოდ­ნენ.“

გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, თურ­ქულ­მა მე­დი­ამ სპორ­ტსმე­ნის 90 წლის დე­დას­თან, ჰა­ნი­ფე დი­კეჩ­თან ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ქალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბი აი­რან იუ­სუ­ფის წარ­მა­ტე­ბით.

დე­დამ აღი­ა­რა, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით შვი­ლის გა­მოს­ვლას უყუ­რა:

"ბედ­ნი­ე­რი და ამა­ყი ვარ. კონ­კურ­სის შემ­დეგ ჩემ­მა შვილ­მა და­რე­კა, ტე­ლე­ფონ­ზე ვი­ლა­პა­რა­კეთ. ბევ­რი ვერ ვე­სა­უბ­რე, რად­გან ასაკ­ში ვარ. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ელა­პა­რა­კა. მე ვა­მა­ყობ იუ­სუ­ფით, დაე, იცო­ცხლოს ჩვენ­მა ერმა.“

"ის ისე­თი­ვე მშვი­დია, რო­გორც გა­მოს­ვლი­სას იყო..."

ოლიმ­პი­ე­ლის და იუკ­სელ დი­კე­ჩი ამ­ბობს, რომ გული სწყდე­ბა, რომ მის­მა ძმამ ოქრო ვერ აიღო: "გვი­ხა­რია ჩემი ძმის წარ­მა­ტე­ბა. ოქ­როს მე­და­ლი 2 ქუ­ლით გა­მოგ­ვრჩა, მაგ­რამ ვერ­ცხლის მე­და­ლი მა­ინც მო­ვი­გეთ. გული გვწყდე­ბა, რომ ოქ­როს მე­და­ლი ვერ მო­ვი­გეთ".

იუქ­სელ დი­კე­ჩის თქმით, ის ძმას შე­ჯიბ­რე­ბის და­წყე­ბამ­დე და დას­რუ­ლე­ბი­სას ესა­უბ­რა. "ის სულ არ ღე­ლავ­და, ისე­თი­ვე მშვი­დი იყო, რო­გორც შე­ჯიბ­რის დროს. მისი გა­მოს­ვლი­სას, მას­ზე მე­ტად ვღე­ლავ­დით. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, რო­დის ჩა­მო­ვა...“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

ყოფილი სამხედრო, რომელსაც უყვარს ცეკვა და ცხოველები: როგორია ინტერნეტვარსკვლავად ქცეული თურქი სპორტსმენის ცხოვრება - "ის მარტოხელაა, ჰყავს ქალიშვილი"

ყოფილი სამხედრო, რომელსაც უყვარს ცეკვა და ცხოველები: როგორია ინტერნეტვარსკვლავად ქცეული თურქი სპორტსმენის ცხოვრება - "ის მარტოხელაა, ჰყავს ქალიშვილი"

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ერთ-ერთი ვარსკვლავი იუსუფ დიკეჩია, კაცი, რომელიც ვერცხლის მედალოსანი გახდა. თუმცა, ეს ის არ არის, რისთვისაც ის მსოფლიოში მილიონობით ადამიანმა დაიმახსოვრა. თურქმა სპორტსმენმა მედიის ყურადღება პირველ რიგში, იმიჯის გამო მიიქცია.

დიკეჩი უნიკალური სტილითა და უჩვეულო გარეგნობით მყისიერად გახდა სოციალური მედიის ვარსკვლავი და "მემეების" გმირი.

51 წლის მსროლელი ოლიმპიადაზე დაჭმუჭნული ნაცრისფერი მაისურით გამოვიდა. სროლისას მას არ გამოუყენებია დამატებითი ოპტიკურ მოწყობილობა, მხოლოდ მხედველობის სათვალე ეკეთა, მარცხენა ხელი ჯიბეში ჰქონდა.

იუსუფის მთავარი მიზანი არ ყოფილა მედლის მოგება. მან აღიარა, რომ სურდა ყოფილი მეუღლისთვის დაემტკიცებინა, რომ ის ამის ღირსი იყო.

"შერონ, თუ ამას ხედავ, მე ჩემი ძაღლი მინდა" - თქვა სპორტსმენმა.

ეს ამბავი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთ-ერთი ფანის მიერ დაწერილი ხუმრობა იყო. ამ ამბავში კი სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ ცოლს ნამდვილად გაშორებულია და ცხოვებელები უყვარს, თუმცა მას კატა ჰყავს და არა ძაღლი.

მაყურებელი გულგრილი არ დარჩენილა მისი გამოსვლის მიმართ. სოციალური ქსელი სახალისო კომენტარებით გაივსო: "კაცი, რომელიც მაღაზიაში პურის საყიდლად მიდიოდა და ოლიმპიადაზე მიიწვიეს“ - ხუმრობდნენ მომხმარებლები.

51 წლის იუსუფ დიკეჩმა თურქეთს ვერცხლის მედალი მოუტანა, რითაც თავის ქვეყანას ამ დისციპლინაში ისტორიულად პირველი ჯილდო გადასცა. თურქეთს აქამდე არასოდეს მოუგია ოლიმპიური მედალი სპორტულ სროლაში.

ვინ არის იუსუფ დიკეჩი

დიკეჩი სპორტის ამ სახეობით მას შემდეგ დაკავდა, რაც ჟანდარმერიის გენერალურ სარდლობაში კაპრალად მსახურობდა. ის მარტოხელაა, ჰყავს ქალიშვილი, უყვარს ცეკვა და კატა.

სპორტული კარიერა 2001 წელს დაიწყო, მოიგო ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე მონაწილეობა მიიღო ხუთ ოლიმპიურ თამაშში (2008, 2012, 2016, 2020, 2024).

იუსუფ დიკეჩი დაიბადა 1973 წლის 1 იანვარს გოქსუნში, თურქეთში, რომელიც მდებარეობს კაჰრამანმარაშის პროვინციაში.

სპორტსმენი მშობლიური ქალაქის ანატოლიის ლიცეუმში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სკოლაში სწავლობდა და სელჩუკის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

ტყვიის სროლა

2000-იანი წლებში, იგი არაერთხელ გახდა ცეცხლსასროლი იარაღის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ერთი ნაბიჯი დააკლდა გამარჯვებისგან ბალკანეთისა და ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე (ამ უკანასკნელში მან მოახერხა თურქეთის რეკორდის მოხსნა).

თურქეთის ჟანდარმერიის გენერალური სარდლობის სპორტული კლუბის წევრი ოლიმპიურ თამაშებში 2008 წლიდან მონაწილეობს, მაგრამ პირველი ოლიმპიური მედლის მოპოვება მხოლოდ 16 წლის შემდეგ მოახერხა.

2024 წლისთვის მის მიღწევებშია შვიდი ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან, სამი მსოფლიო თასიდან და ორი მსოფლიო ჩემპიონატიდან, სამი ვერცხლის მედალი მსოფლიო თასიდან და 2 მსოფლიო ჩემპიონატიდან და ევროპის ჩემპიონატიდან. მან ასევე ორჯერ მოიპოვა ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და მსოფლიო ჩემპიონატზე.

იუსუფ დიკეჩის პირადი ცხოვრება

მსროლელი (სიმაღლე 180 სმ და წონა 79 კგ) არ საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე. ინსტაგრამზე ძირითადად აქვეყნებს ფოტოებს შეჯიბრებიდან და ვარჯიშებიდან, ასევე კადრებს კოლეგებთან და მწვრთნელებთან ერთად. უყვარს მოგზაურობა და ჰყავს საყვარელი შინაური ცხოველი - ქარიზმატული კატა.

იუსუფ დიკეჩი ახლა

პარიზის ოლიმპიადა გახდა საიუბილეო, მეხუთე იუსუფ დიკეჩის ბიოგრაფიაში. ოლიმპიადაზე მან და მისმა თანაგუნდელმა შევვალ ილაიდა თარჰანმა მოიპოვეს ვერცხლის მედალი შერეულ გუნდურ შეჯიბრში და ფინალში დამარცხდნენ სერბ მეტოქეებთან.

როდესაც ოლიმპიადის შემდეგ იუსუფს ჰკითხეს, თუ რატომ არ იყენებდა შესაბამის აღჭურვილობას, განაცხადა:

"შეჯიბრებებზე ხანდახან მსაჯები მეკითხებოდნენ აღჭურვილობის შესახებ, რაზეც ვპასუხობდი: "მე არ მჭირდება ეს, რადგან დაბადებული ვარ მსროლელად, რაზეც იცინოდნენ.“

გამარჯვების შემდეგ, თურქულმა მედიამ სპორტსმენის 90 წლის დედასთან, ჰანიფე დიკეჩთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ქალმა განაცხადა, რომ ის და მისი ქალიშვილი ბედნიერები აირან იუსუფის წარმატებით.

დედამ აღიარა, რომ ტელევიზიით შვილის გამოსვლას უყურა:

"ბედნიერი და ამაყი ვარ. კონკურსის შემდეგ ჩემმა შვილმა დარეკა, ტელეფონზე ვილაპარაკეთ. ბევრი ვერ ვესაუბრე, რადგან ასაკში ვარ. ჩემი ქალიშვილი ელაპარაკა. მე ვამაყობ იუსუფით, დაე, იცოცხლოს ჩვენმა ერმა.“

"ის ისეთივე მშვიდია, როგორც გამოსვლისას იყო..."

ოლიმპიელის და იუკსელ დიკეჩი ამბობს, რომ გული სწყდება, რომ მისმა ძმამ ოქრო ვერ აიღო: "გვიხარია ჩემი ძმის წარმატება. ოქროს მედალი 2 ქულით გამოგვრჩა, მაგრამ ვერცხლის მედალი მაინც მოვიგეთ. გული გვწყდება, რომ ოქროს მედალი ვერ მოვიგეთ".

იუქსელ დიკეჩის თქმით, ის ძმას შეჯიბრების დაწყებამდე და დასრულებისას ესაუბრა. "ის სულ არ ღელავდა, ისეთივე მშვიდი იყო, როგორც შეჯიბრის დროს. მისი გამოსვლისას, მასზე მეტად ვღელავდით. მოუთმენლად ველოდებით, როდის ჩამოვა...“