მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა კვლევის შედეგები: "შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე... რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ევაკუაცია შეიძლებოდა"
ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა კვლევის შედეგები: "შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე... რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ევაკუაცია შეიძლებოდა"

გა­მო­ტა­ნილ­მა მთა­ვარ­მა დას­კვნამ გაგ­ვიმ­ყა­რა აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბის და მო­ნი­ტო­რინ­გის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (და არა გან­გა­შის სის­ტე­მე­ბის) აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა,- ამის შე­სა­ხებ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

თეა გო­დო­ლა­ძემ მის მო­ად­გი­ლე, ლაშა სუ­ხიშ­ვილ­თან ერ­თად შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. რო­გორც მათ კვლე­ვის შე­დე­გებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ნა­ცხა­დეს, კვლე­ვი­სას ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი გა­კეთ­და სა­ტე­ლი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და სე­ის­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­ზე და შემ­დეგ ეს ორი მო­ნა­ცე­მი შე­ჯერ­და.

"გა­მო­ტა­ნილ­მა მთა­ვარ­მა დას­კვნამ გაგ­ვიმ­ყა­რა აზრი იმის შე­სა­ხებ, რომ წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი­სა და მო­ნი­ტო­რინ­გის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (და არა გან­გა­შის სის­ტე­მე­ბის) აუ­ცი­ლებ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ტრა­გე­დი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, მაგ­რამ იმ პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­შიც ვი­ყა­ვით, რა თქმა უნდა, ვერ გა­ვი­გებ­დით, რომ იქ 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კლდის დაშ­ლის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ღა­რის ჩა­ნა­წე­რის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, ცხა­დია, რომ პრო­ცე­სებ­მა, კლდის დაშ­ლამ ინ­ტენ­სი­უ­რი სახე მი­ი­ღო უკვე თბი­ლი­სის დრო­ით, 13:00 სა­ათ­ზე. ჩა­მოშ­ლილ­მა მა­სამ და­ახ­ლო­ე­ბით 12 კმ გა­ი­ა­რა, სა­უ­ბა­რია 3 მი­ლი­ონ კუბ მა­სა­ზე. დიდი მა­საა ხე­ო­ბა­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი, და­წყე­ბუ­ლი კლდის ნამ­სხვრე­ვე­ბი­დან, ლო­დე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 200 ტო­ნაა. უზარ­მა­ზარ ქვებ­ზე და ლო­დებ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩა­მო­ი­ტა­ნა მდი­ნა­რემ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩა­მო­ტა­ნის აგენ­ტად გვევ­ლი­ნე­ბა წყა­ლი, ეს საკ­მა­რი­სი წყა­ლი იყო იმის­თვის, რომ ხელ­შემ­წყო­ბი პი­რო­ბა ყო­ფი­ლი­ყო ამ დიდი მა­სის ტრან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის მდი­ნა­რის ხე­ო­ბა­ში. ზუს­ტად ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს არის შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 3 მლნ კუბი, რაც ვი­ხი­ლეთ შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და თეა გო­დო­ლა­ძემ.

  • მისი თქმით, რომ ეარ­სე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მას, ადა­მი­ა­ნე­ბის ევა­კუ­ა­ცია აუ­ცი­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბო­და, სხვა, ვე­რა­ფე­რი გა­კეთ­დე­ბო­და, რად­გან დიდი მას­შტა­ბის ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა მომ­ხდა­რი.

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის, ლაშა სუ­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კვლე­ვის შე­დეგ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სტი­ქი­ის კე­რა­ში პა­ტა­რა მას­შტა­ბის ჩა­მოშ­ლე­ბი, ეს იქ­ნე­ბა ნა­ტე­ხო­ვა­ნი თუ ტა­ლა­ხო­ვა­ნი ღვა­რე­ბი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად - 2005, 2011 და 2015 წლი­დან არის ჩა­მოშ­ლე­ბი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა ფიქ­სირ­დე­ბა 2023 წელს, სტი­ქი­ამ­დე.

"ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფას მო­ას­წა­ვებს, რო­მე­ლი მოხ­და შოვ­ში, თუმ­ცა ეს იძ­ლე­ვა სიგ­ნალს, მი­ნიშ­ნე­ბას, რომ ად­გი­ლი შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია.

ჩვენ ყო­ველ­თვის ვახ­სე­ნებ­დით, რომ სტი­ქი­ის აქ­ტი­უ­რი ფაზა და­ი­წყო შუა დღის, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე, მაგ­რამ სე­ის­მუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უფრო დე­ტა­ლურ­მა ანა­ლიზ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ კლდის დაშ­ლის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია თბი­ლი­სის დრო­ით 13:00 სა­ათ­ზე, ანუ აქ­ტი­ურ ფა­ზამ­დე 2 სა­ა­თით ადრე. დაშ­ლის პრო­ცე­სი და­ი­წყო ორი სა­ა­თით ადრე, მაგ­რამ ნა­შა­ლი მა­სა­ლა შო­ვამ­დე არ ჩა­მო­სუ­ლა, შო­ვამ­დე ახ­ლო­საც კი არ მი­სუ­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, შო­ვამ­დე მი­აღ­წია იმ პრო­ცეს­მა, რო­მე­ლიც და­ი­წყო 14:56 სა­ათ­ზე, ორო სა­ა­თის შემ­დეგ და აქ ვთვლით, რომ მთა­ვა­რი გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ დაშ­ლის პრო­ცეს­მა „ჩა­ით­რია” გარ­კვე­უ­ლი სა­ხის წყლის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი, ანუ პრო­ცესს და­ე­მა­ტა წყა­ლი და სამ­წუ­ხა­როდ, ამან უზ­რუნ­ველ­ყო ამ მა­სის შო­ვამ­დე ჩა­მო­ტა­ნა.

ჩვე­ნი ჯგუ­ფის ერთ-ერ­თმა წევ­რმა შე­ად­გი­ნა მო­ნა­ცემ­თა ბაზა, სა­დაც ჩანს, რომ კავ­კა­სი­ონ­ზე არის ათო­ბით უბა­ნი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად იშ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ღაც კა­ტას­ტრო­ფა ხდე­ბა კავ­კა­სი­ონ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მივ­დი­ვართ იქამ­დე, რომ ჩვე­ნი ჯგუ­ფიც ეთან­ხმე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ შვე­ი­ცა­რი­ულ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­ფას­დეს და­ძა­ბუ­ლი არე­ა­ლე­ბი და იქ გა­ი­მარ­თოს ად­რე­უ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სის­ტე­მე­ბი. დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკ­მა­რი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, არ გვყავს კად­რე­ბი, რომ ასე­თი გა­მოწ­ვე­ვე­ბი მი­ვი­ღოთ და პა­სუ­ხი გავ­ცეთ“, - გა­ნა­ცხა­და ლაშა სუ­ხიშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც სუ­ხიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის კვლე­ვის­თვის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ათამ­დე ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის კა­ნა­დას, აშშ-ს, შოტ­ლან­დი­ას, გერ­მა­ნი­ას, საფ­რან­გეთს, ჩი­ლეს და ჯამ­ში, ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ჩათ­ვლით სა­უ­ბა­რია 25 მეც­ნი­ერ­ზე.

ნა­ხეთ AMBEBI.GE-ს სპე­ცპ­რო­ექ­ტი: კუ­რორ­ტი "მოჩ­ვე­ნე­ბა" - შოვი: სტი­ქი­ი­დან 1 წლის შემ­დეგ

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

გოდოლაძე სამადაშვილს არ გავს ?!

ვერგავიგე
10

"დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი­სა და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა თეა გო­დო­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და." რატომ არ აკონკრეტებთ ეს ინსტიტუტი სახელმწიფოა, კერძოა, არასამთავრობოა თუ ფილიალი? სხვაგან წერია მეცნიერი გოდოლაძე. ეს წოდება საიდან? სამსახურიდან? აკი დირექტორიაო? ეს სხვადასხვა თანამდებობებია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა კვლევის შედეგები: "შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე... რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ევაკუაცია შეიძლებოდა"

ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, ცნობილი გახდა კვლევის შედეგები: "შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე... რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ევაკუაცია შეიძლებოდა"

გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემების და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების) აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება,- ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თეა გოდოლაძემ მის მოადგილე, ლაშა სუხიშვილთან ერთად შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. როგორც მათ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, კვლევისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა სატელიტური მონაცემების და სეისმური მონაცემების ანალიზზე და შემდეგ ეს ორი მონაცემი შეჯერდა.

"გამოტანილმა მთავარმა დასკვნამ გაგვიმყარა აზრი იმის შესახებ, რომ წინასწარი შეტყობინების სისტემებისა და მონიტორინგის არსებობის შემთხვევაში (და არა განგაშის სისტემების) აუცილებლად შესაძლებელი იქნებოდა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, მაგრამ იმ პირობებში, რომელშიც ვიყავით, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებდით, რომ იქ 2 საათის განმავლობაში კლდის დაშლის პროცესი მიმდინარეობდა. ღარის ჩანაწერის ანალიზის საფუძველზე, ფაქტობრივად, ცხადია, რომ პროცესებმა, კლდის დაშლამ ინტენსიური სახე მიიღო უკვე თბილისის დროით, 13:00 საათზე. ჩამოშლილმა მასამ დაახლოებით 12 კმ გაიარა, საუბარია 3 მილიონ კუბ მასაზე. დიდი მასაა ხეობაში ჩამოტანილი, დაწყებული კლდის ნამსხვრევებიდან, ლოდები დაახლოებით 200 ტონაა. უზარმაზარ ქვებზე და ლოდებზეა საუბარი, რომელიც ჩამოიტანა მდინარემ შოვის ტერიტორიაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოტანის აგენტად გვევლინება წყალი, ეს საკმარისი წყალი იყო იმისთვის, რომ ხელშემწყობი პირობა ყოფილიყო ამ დიდი მასის ტრანსპორტირებისთვის მდინარის ხეობაში. ზუსტად ტრანსპორტირების დროს არის შეგროვებული 3 მლნ კუბი, რაც ვიხილეთ შოვის ტერიტორიაზე“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.

  • მისი თქმით, რომ ეარსება შეტყობინების სისტემას, ადამიანების ევაკუაცია აუცილებლად შეიძლებოდა, სხვა, ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან დიდი მასშტაბის ბუნებრივი მოვლენაა მომხდარი.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის, ლაშა სუხიშვილის განცხადებით, კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ სტიქიის კერაში პატარა მასშტაბის ჩამოშლები, ეს იქნება ნატეხოვანი თუ ტალახოვანი ღვარები, წლების განმავლობაში არსებობს, მაგალითად - 2005, 2011 და 2015 წლიდან არის ჩამოშლები, მაგრამ განსაკუთრებული აქტიურობა ფიქსირდება 2023 წელს, სტიქიამდე.

"ასეთი აქტიურობა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც კატასტროფას მოასწავებს, რომელი მოხდა შოვში, თუმცა ეს იძლევა სიგნალს, მინიშნებას, რომ ადგილი შესამოწმებელია.

ჩვენ ყოველთვის ვახსენებდით, რომ სტიქიის აქტიური ფაზა დაიწყო შუა დღის, დაახლოებით 15:00 საათზე, მაგრამ სეისმური მონაცემების უფრო დეტალურმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ კლდის დაშლის პროცესი დაწყებულია თბილისის დროით 13:00 საათზე, ანუ აქტიურ ფაზამდე 2 საათით ადრე. დაშლის პროცესი დაიწყო ორი საათით ადრე, მაგრამ ნაშალი მასალა შოვამდე არ ჩამოსულა, შოვამდე ახლოსაც კი არ მისულა. სამაგიეროდ, შოვამდე მიაღწია იმ პროცესმა, რომელიც დაიწყო 14:56 საათზე, ორო საათის შემდეგ და აქ ვთვლით, რომ მთავარი განსხვავება ის არის, რომ დაშლის პროცესმა „ჩაითრია” გარკვეული სახის წყლის რეზერვუარები, ანუ პროცესს დაემატა წყალი და სამწუხაროდ, ამან უზრუნველყო ამ მასის შოვამდე ჩამოტანა.

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შეადგინა მონაცემთა ბაზა, სადაც ჩანს, რომ კავკასიონზე არის ათობით უბანი, რომელიც პერიოდულად იშლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც კატასტროფა ხდება კავკასიონზე. აქედან გამომდინარე მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი ჯგუფიც ეთანხმება სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ შვეიცარიულ კომპანიას, რომელიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს დაძაბული არეალები და იქ გაიმართოს ადრეული შეტყობინების სისტემები. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ არ ვართ მზად, არ გვაქვს საკმარისი ტექნოლოგიები, არ გვყავს კადრები, რომ ასეთი გამოწვევები მივიღოთ და პასუხი გავცეთ“, - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა.

ამასთან, როგორც სუხიშვილმა აღნიშნა, შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენის კვლევისთვის მეცნიერთა ჯგუფი შეიქმნა, რომელიც მოიცავს ათამდე ქვეყანას, მათ შორის კანადას, აშშ-ს, შოტლანდიას, გერმანიას, საფრანგეთს, ჩილეს და ჯამში, ქართველი მეცნიერების ჩათვლით საუბარია 25 მეცნიერზე.

ნახეთ AMBEBI.GE-ს სპეცპროექტი: კურორტი "მოჩვენება" - შოვი: სტიქიიდან 1 წლის შემდეგ