2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ დღეს ძიუდოში გუნდურ შეჯიბრება გაიმართა, სადაც საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი ასპარეზობს. მერვედფინალში ჩვენები იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ.
ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა.
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (91კგ) ილია სულამანიძე.
შავდათუაშვილს ალბათ არავინ გაიყვანდა ნაკრებში. ნებისმიერი ვინც არ უნდა გაეყვანათ შავდათუაშვილის მაგივრად, ყველა აჯობებდა და მოვიგებდით კიდეც.
შავდათუაშვილი ფორმაში თუ არაა რაღას გამოყავთ? სამიდან სამი წააგო