პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას სქესი არასოდეს შეუცვლია..." - სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?
"მას სქესი არასოდეს შეუცვლია..." - სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?

ხუთ­შა­ბათს ქალ­თა სა­შუ­ა­ლო წო­ნა­ში კრივ­ში 16-ფი­ნა­ლუ­რი რა­უნ­დი 46 წამ­ში დას­რულ­და. იტა­ლი­ელ­მა ან­ჟე­ლა კა­რი­ნიმ ალ­ჟი­რე­ლი მე­ტო­ქე იმან ხე­ლი­ფის დარ­ტყმა ვერ აი­ტა­ნა და ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

"ბრძო­ლა ვერ და­ვას­რუ­ლე. ცხვირ­ში მკვეთ­რი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი, მივ­ხვდი, რომ გა­ჩე­რე­ბის დრო იყო. ეს ჩემი ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც უნდა მე­ფიქ­რა"- გა­ნუ­ცხა­და კა­რი­ნიმ BBC-ს.

თა­ვად ხე­ლი­ფი ლა­კო­ნი­უ­რი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა: "ალ-ჰამ­დუ ლი-ლაჰ (დი­დე­ბა ალაჰს). პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა“, - და­წე­რა მან ინ­სტაგ­რამ­ზე.

  • ალ­ჟი­რე­ლის შემ­დე­გი მე­ტო­ქე უნ­გრე­ლი ანა ლუკა ჰა­მო­რი იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იმან ხე­ლი­ფის ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბას სა­მარ­თლი­ა­ნად არ მი­იჩ­ნევს:

"არა მგო­ნია, მისი ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზო­ბა სწო­რი საქ­ცი­ე­ლი იყოს. მაგ­რამ მე არ შე­მიძ­ლია ამის შეც­ვლა, პი­რო­ბას ვდებ, იქამ­დე ვიბ­რძო­ლებ, სა­ნამ შე­მეძ­ლე­ბა“ - წერს ჰა­მო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

უნ­გრე­თის კრი­ვის ასო­ცი­ა­ცი­ამ ხე­ლი­ფის თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა. ქვეყ­ნის ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტ­თან (IOC) მო­ლა­პა­რა­კე­ბას ითხოვს.

მომ­ხდარს "ჰარი პო­ტე­რის" ავ­ტო­რი ჯ. კ. რო­უ­ლინ­გი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ახალ­გაზ­რდა ქალ მოკ­რი­ვეს ახ­ლა­ხან ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს, რა­ზეც ის მუ­შა­ობ­და, ვარ­ჯი­შობ­და. ეს მოხ­და იმი­ტომ, რომ ის რინგზე მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ გა­უშ­ვეს. ეს სა­მარ­ცხვი­ნო ფაქ­ტია და პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის სა­ხე­ლი ამის გამო სა­მუ­და­მოდ შე­ლა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს სას­ტი­კი უსა­მარ­თლო­ბა იყო“.

გუ­შინ იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, სალ­ვი­ვიმ IOC-ს საბ­რძო­ლო სპორ­ტი­დან ტრან­სვეს­ტი­ტე­ბის ამო­ღე­ბა სთხო­ვა, რად­გან სპორ­ტსმე­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. ბრძო­ლის ორ­გა­ნი­ზა­ცია გა­აკ­რი­ტი­კეს იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯორ­ჯია მე­ლო­ნიმ, ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ -მი­ნის­ტრმა ლიზ ტრას­მა, ასე­ვე ასო­ბით მი­მომ­ხილ­ველ­მა და პო­ლი­ტი­კოს­მა. ბევ­რი მათ­გა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ IOC ქალ­თა სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის ქვეშ აყე­ნებს.

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეც მი­იჩ­ნევს, რომ ალ­ჟი­რელ სპორ­ტსმენს მა­მა­კა­ცის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს.

"ვფიქ­რობ, რომ სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ მა­მა­კა­ცის გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, არ უნდა და­უშ­ვან ქალ­თა შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე. არა იმი­ტომ, რომ გვსურს ვინ­მეს დის­კრი­მი­ნა­ცია, არა­მედ იმის­თვის, რომ და­ვიც­ვათ ქალი სპორ­ტსმე­ნე­ბის უფ­ლე­ბა, შეძ­ლონ ას­პა­რე­ზო­ბა თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში“, - დას­ძი­ნა მან.

  • ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის სპი­კერ­მა მარკ ადამსმა კი აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა, ვინც ოლიმ­პი­ა­და­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქალ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში იღებს, ოლიმ­პი­ა­დის­თვის გან­სა­ზღვრულ წე­სებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. ისი­ნი სა­ბუ­თე­ბით ქა­ლე­ბი არი­ან.

გა­სულ წლამ­დე ალ­ჟი­რე­ლი მოკ­რი­ვის სქე­სი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ არა­ვის და­უ­ყე­ნე­ბია. გა­სულ წელს, იმან ხე­ლი­ფი და ტა­ი­ვა­ნე­ლი Lin Yu‑ting-ი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი­დან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით მო­იხ­სნა. მაგ­რამ პრობ­ლე­მა ის არის, რომ არა­ვინ იცის ზუს­ტად, რო­მე­ლი გა­მოც­და ვერ გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა.

კრი­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის (IBA) პრე­ზი­დენ­ტმა, უმარ კრემ­ლევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დნმ-ის ტეს­ტის შე­დე­გე­ბით, ორი­ვე მათ­გა­ნი XY ქრო­მო­სო­მუ­რი წყვი­ლის მა­ტა­რე­ბე­ლია და გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მათ ქა­ლე­ბის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ. თუმ­ცა, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის რწმუ­ნე­ბით ორი­ვე მოკ­რი­ვე დიდი ხა­ნია ქალ­თა კრივ­ში ას­პა­რე­ზობს, ხოლო რო­გორც ყვე­ლა სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სპორ­ტსმე­ნის სქე­სი მისი პას­პორ­ტით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

  • IBA - ეს არის მსოფ­ლი­ოს კრი­ვის ფე­დე­რა­ცი­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია, რო­მელ­საც რუ­სე­თის მთავ­რო­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი უმარ კრემ­ლე­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ახლო მე­გო­ბა­რია. ფე­დე­რა­ცი­ის ერ­თა­დერ­თი სპონ­სო­რი სა­ხელ­მწი­ფო ენერ­გე­ტი­კუ­ლი გი­გან­ტი "გა­ზპ­რო­მია".

უც­ნო­ბია, რე­ა­ლუ­რად რა ტეს­ტე­ბი გა­ი­ა­რეს სპორ­ტსმე­ნებ­მა. 2023 წელს ალ­ჟი­რულ­მა მე­დი­ამ და­წე­რა, რომ ხე­ლი­ფი დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო ტეს­ტოს­ტე­რო­ნის მო­მა­ტე­ბუ­ლი დო­ნის გამო. მაგ­რამ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ტეს­ტი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ცალ­სა­ხად სქე­სის და­სად­გე­ნად. ტეს­ტოს­ტე­რო­ნის დონე შე­იძ­ლე­ბა გაქ­რეს დო­პინ­გის, სხე­უ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის ან სხვა ფაქ­ტო­რე­ბის შე­დე­გად.

IBA-მ ოთხშა­ბათს გა­ნა­ცხა­და, რომ "ქალ სპორ­ტსმე­ნებს არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ტეს­ტოს­ტე­რონ­ზე ტეს­ტი­რე­ბა, მაგ­რამ ჩა­უ­ტარ­დათ ცალ­კე ტეს­ტი, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბი არ არის გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი".

"ამ ტეს­ტმა სა­ბო­ლო­ოდ აჩ­ვე­ნა, რომ ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს და აქვთ კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა სპორ­ტსმე­ნებ­თან შე­და­რე­ბით,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორ მოხ­ვდა იმან ხე­ლი­ფი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე

სპორ­ტსმენს ოლიმ­პი­ა­დამ­დე ტეს­ტი გა­უ­კე­თეს და აღ­მოჩ­ნდა, რომ ის ბი­ო­ლო­გი­უ­რად ქალი იყო და სქე­სი არა­სო­დეს შე­უც­ვლია, მაგ­რამ მას ჰქონ­და XY ქრო­მო­სო­მა: ეს ალ­ბათ სვი­ე­რის სინ­დრო­მით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ანს აქვს მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ქრო­მო­სო­მე­ბის ნაკ­რე­ბი, მაგ­რამ სა­ს­ქე­სო ჯირ­კვლე­ბი (ერთი ან ორი­ვე) არ გა­მო­ი­მუ­შა­ვებს ჰორ­მო­ნებს. შე­დე­გად, ადა­მი­ანს აქვს ქა­ლის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო, ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და გა­მო­ი­ყუ­რე­ბა რო­გორც ქალი.

ამი­ტომ, IOC-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხე­ლი­ფი ქა­ლია და მას აქვს თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ ხე­ლი­ფი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი, რო­გორც ქალი, ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი კრი­ტი­კი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ეხ­ვა.

ვინ და­არ­წმუ­ნა ალ­ჟი­რე­ლი ქალი მოკ­რი­ვე გამ­ხდა­რი­ყო?

Canal Algerie-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში იმან­მა თქვა, რომ სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა შთა­ა­გო­ნა, რომ კრივ­ში ვარ­ჯი­ში და­ე­წყო. ხე­ლი­ფის თქმით, მწვრთნელ­მა უთხრა, რომ მას ჰქონ­და ის ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი, რაც ამ სპორ­ტის­თვის შე­სა­ფე­რი­სი იყო.

"ფეხ­ბურ­თი ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და და ჩემს პა­ტა­რა სო­ფელ­ში ვთა­მა­შობ­დი. მა­მა­ჩე­მი ყო­ველ­თვის ფეხ­ბურთს ამ­ჯო­ბი­ნებ­და კრივს. სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას სპორ­ტში ძა­ლი­ან კარ­გი ვი­ყა­ვი და მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­მა­ხა­ლი­სა, რომ მოკ­რი­ვე გავმხდა­რი­ყა­ვი, რად­გან კარ­გი ფი­ზი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბი მქონ­და. ის მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდა“, - აღი­ა­რა ხე­ლიფ­მა.

რო­გო­რი იყო ხე­ლი­ფის ბავ­შვო­ბა?

იმა­ნი ალ­ჟი­რის პა­ტა­რა სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­და. მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში ვარ­ჯი­შობ­და და გზა­ში დიდ დროს ატა­რებ­და. ვარ­ჯი­შის ფული რომ ჰქო­ნო­და ხა­ლი­ფი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა.

"ქუ­ჩა­ში პურს ვყი­დი­დი, ფული მჭირ­დე­ბო­და, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში წას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქო­ნო­და, რად­გან ძა­ლი­ან ღა­რი­ბი ოჯა­ხი­დან ვი­ყა­ვი“, - ამ­ბობს სპორ­ტსმე­ნი. იმან­მა ჯერ მე­ზო­ბელ ქა­ლაქ­ში გა­დას­ვლა შეძ­ლო, შემ­დეგ კი ალ­ჟი­რის დე­და­ქა­ლაქ­ში გა­და­ვი­და, მალე სა­ზღვარ­გა­რე­თაც წა­ვი­და.

"პა­რიზ­ში ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლი უნდა ავი­ღო. მზად ვარ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ოქრო ალ­ჟირ­ში ჩა­ვი­ტა­ნო. ერთი, ორი, სამი, გა­უ­მარ­ჯოს ალ­ჟირს“, - გა­ნა­ცხა­და მან კა­რი­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ. იმან­მა უარი თქვა პა­სუხზე, რო­დე­საც ჰკი­თხეს, სა­მარ­თლი­ა­ნი იყო თუ არა მისი დაშ­ვე­ბა ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

მას არაფერი დაუშავებია, არავინ მოუტყუებია, ქალია ნამდვილად, რა უფლებით უნდა დაჩაგრონ?! 

ნანა
0

ქალიც რომ იყოს, მუდმივი ბუნებრივი დოპინგი აქვს და უნდა მოიხსნას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მას სქესი არასოდეს შეუცვლია..." - სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?

"მას სქესი არასოდეს შეუცვლია..." - სკანდალი ოლიმპიადაზე და კაცად გამოცხადებული ქალი: რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან რუს ბიზნესმენს და ვინ არის ხალიფი?

ხუთშაბათს ქალთა საშუალო წონაში კრივში 16-ფინალური რაუნდი 46 წამში დასრულდა. იტალიელმა ანჟელა კარინიმ ალჟირელი მეტოქე იმან ხელიფის დარტყმა ვერ აიტანა და ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

"ბრძოლა ვერ დავასრულე. ცხვირში მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, მივხვდი, რომ გაჩერების დრო იყო. ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მატჩი იქნებოდა, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენაზეც უნდა მეფიქრა"- განუცხადა კარინიმ BBC-ს.

თავად ხელიფი ლაკონიური კომენტარით შემოიფარგლა: "ალ-ჰამდუ ლი-ლაჰ (დიდება ალაჰს). პირველი გამარჯვება“, - დაწერა მან ინსტაგრამზე.

  • ალჟირელის შემდეგი მეტოქე უნგრელი ანა ლუკა ჰამორი იქნება, რომელიც იმან ხელიფის ქალთა კატეგორიაში ასპარეზობას სამართლიანად არ მიიჩნევს:

"არა მგონია, მისი ქალთა კატეგორიაში ასპარეზობა სწორი საქციელი იყოს. მაგრამ მე არ შემიძლია ამის შეცვლა, პირობას ვდებ, იქამდე ვიბრძოლებ, სანამ შემეძლება“ - წერს ჰამორი სოციალურ ქსელში.

უნგრეთის კრივის ასოციაციამ ხელიფის თამაშებში მონაწილეობა გააპროტესტა. ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) მოლაპარაკებას ითხოვს.

მომხდარს "ჰარი პოტერის" ავტორი ჯ. კ. როულინგი გამოეხმაურა და კომენტარი გააკეთა:

"ახალგაზრდა ქალ მოკრივეს ახლახან ყველაფერი წაართვეს, რაზეც ის მუშაობდა, ვარჯიშობდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ის რინგზე მამაკაცის წინააღმდეგ გაუშვეს. ეს სამარცხვინო ფაქტია და პარიზის ოლიმპიადის სახელი ამის გამო სამუდამოდ შელახული იქნება. ეს სასტიკი უსამართლობა იყო“.

გუშინ იტალიის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, სალვივიმ IOC-ს საბრძოლო სპორტიდან ტრანსვესტიტების ამოღება სთხოვა, რადგან სპორტსმენების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ბრძოლის ორგანიზაცია გააკრიტიკეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა ლიზ ტრასმა, ასევე ასობით მიმომხილველმა და პოლიტიკოსმა. ბევრი მათგანი ამტკიცებს, რომ IOC ქალთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.

იტალიის მთავრობის თავმჯდომარეც მიიჩნევს, რომ ალჟირელ სპორტსმენს მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები აქვს.

"ვფიქრობ, რომ სპორტსმენები, რომლებსაც აქვთ მამაკაცის გენეტიკური მახასიათებლები, არ უნდა დაუშვან ქალთა შეჯიბრებებზე. არა იმიტომ, რომ გვსურს ვინმეს დისკრიმინაცია, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ ქალი სპორტსმენების უფლება, შეძლონ ასპარეზობა თანაბარ პირობებში“, - დასძინა მან.

  • ოლიმპიური კომიტეტის სპიკერმა მარკ ადამსმა კი აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ოლიმპიადაში მონაწილეობას ქალთა კატეგორიაში იღებს, ოლიმპიადისთვის განსაზღვრულ წესებს აკმაყოფილებს. ისინი საბუთებით ქალები არიან.

გასულ წლამდე ალჟირელი მოკრივის სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ არავის დაუყენებია. გასულ წელს, იმან ხელიფი და ტაივანელი Lin Yu‑ting-ი მსოფლიო ჩემპიონატიდან დისკვალიფიკაციით მოიხსნა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავინ იცის ზუსტად, რომელი გამოცდა ვერ გაიარეს სპორტსმენებმა.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (IBA) პრეზიდენტმა, უმარ კრემლევმა განაცხადა, რომ დნმ-ის ტესტის შედეგებით, ორივე მათგანი XY ქრომოსომური წყვილის მატარებელია და გამორიცხული იყო, მათ ქალების შეჯიბრში მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა, ოლიმპიური კომიტეტის რწმუნებით ორივე მოკრივე დიდი ხანია ქალთა კრივში ასპარეზობს, ხოლო როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სპორტსმენის სქესი მისი პასპორტით განისაზღვრება.

  • IBA - ეს არის მსოფლიოს კრივის ფედერაციების ასოციაცია, რომელსაც რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენი უმარ კრემლევი ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახლო მეგობარია. ფედერაციის ერთადერთი სპონსორი სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომია".

უცნობია, რეალურად რა ტესტები გაიარეს სპორტსმენებმა. 2023 წელს ალჟირულმა მედიამ დაწერა, რომ ხელიფი დისკვალიფიცირებული იყო ტესტოსტერონის მომატებული დონის გამო. მაგრამ ჰორმონალური ტესტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალსახად სქესის დასადგენად. ტესტოსტერონის დონე შეიძლება გაქრეს დოპინგის, სხეულის ბუნებრივი მახასიათებლების ან სხვა ფაქტორების შედეგად.

IBA-მ ოთხშაბათს განაცხადა, რომ "ქალ სპორტსმენებს არ ჩაუტარებიათ ტესტოსტერონზე ტესტირება, მაგრამ ჩაუტარდათ ცალკე ტესტი, რომლის დეტალები არ არის გამჟღავნებული".

"ამ ტესტმა საბოლოოდ აჩვენა, რომ ორივე სპორტსმენი არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს და აქვთ კონკურენტული უპირატესობა სხვა სპორტსმენებთან შედარებით,” - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ მოხვდა იმან ხელიფი პარიზის ოლიმპიადაზე

სპორტსმენს ოლიმპიადამდე ტესტი გაუკეთეს და აღმოჩნდა, რომ ის ბიოლოგიურად ქალი იყო და სქესი არასოდეს შეუცვლია, მაგრამ მას ჰქონდა XY ქრომოსომა: ეს ალბათ სვიერის სინდრომით იყო გამოწვეული. ეს არის გენეტიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს აქვს მამაკაცის სხეულისთვის დამახასიათებელი ქრომოსომების ნაკრები, მაგრამ სასქესო ჯირკვლები (ერთი ან ორივე) არ გამოიმუშავებს ჰორმონებს. შედეგად, ადამიანს აქვს ქალის სასქესო ორგანო, ქალის რეპროდუქციული სისტემა და გამოიყურება როგორც ქალი.

ამიტომ, IOC-მა განაცხადა, რომ ხელიფი ქალია და მას აქვს თამაშებში მონაწილეობის სრული უფლება. საზოგადოების რეაქცია იმისდა მიუხედავად, რომ ხელიფი ოფიციალურად იყო აღიარებული, როგორც ქალი, ოლიმპიური კომიტეტი კრიტიკიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა.

ვინ დაარწმუნა ალჟირელი ქალი მოკრივე გამხდარიყო?

Canal Algerie-სთვის მიცემულ ინტერვიუში იმანმა თქვა, რომ სკოლის მასწავლებელმა შთააგონა, რომ კრივში ვარჯიში დაეწყო. ხელიფის თქმით, მწვრთნელმა უთხრა, რომ მას ჰქონდა ის ფიზიკური თვისებები, რაც ამ სპორტისთვის შესაფერისი იყო.

"ფეხბურთი ყოველთვის მიყვარდა და ჩემს პატარა სოფელში ვთამაშობდი. მამაჩემი ყოველთვის ფეხბურთს ამჯობინებდა კრივს. სკოლაში სწავლისას სპორტში ძალიან კარგი ვიყავი და მასწავლებელმა წამახალისა, რომ მოკრივე გავმხდარიყავი, რადგან კარგი ფიზიკური თვისებები მქონდა. ის მართალი აღმოჩნდა“, - აღიარა ხელიფმა.

როგორი იყო ხელიფის ბავშვობა?

იმანი ალჟირის პატარა სოფელში ცხოვრობდა. მეზობელ ქალაქში ვარჯიშობდა და გზაში დიდ დროს ატარებდა. ვარჯიშის ფული რომ ჰქონოდა ხალიფი იძულებული იყო ახალგაზრდა ასაკში დაეწყო მუშაობა.

"ქუჩაში პურს ვყიდიდი, ფული მჭირდებოდა, რომ სხვა ქვეყანაში წასვლის შესაძლებლობა მქონოდა, რადგან ძალიან ღარიბი ოჯახიდან ვიყავი“, - ამბობს სპორტსმენი. იმანმა ჯერ მეზობელ ქალაქში გადასვლა შეძლო, შემდეგ კი ალჟირის დედაქალაქში გადავიდა, მალე საზღვარგარეთაც წავიდა.

"პარიზში ოლიმპიური მედალი უნდა ავიღო. მზად ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ოქრო ალჟირში ჩავიტანო. ერთი, ორი, სამი, გაუმარჯოს ალჟირს“, - განაცხადა მან კარინის დამარცხების შემდეგ. იმანმა უარი თქვა პასუხზე, როდესაც ჰკითხეს, სამართლიანი იყო თუ არა მისი დაშვება ოლიმპიურ თამაშებზე.

წყარო