საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე
"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

ტელე-რა­დიო წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე ცოტა ხნის წინ ექიმ გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მას სტუმ­რობ­და და სა­კუ­თარ გან­ვლილ არც ისე მარ­ტივ გზა­ზე ისა­უბ­რა. ილა­პა­რა­კა იმა­ზე, რო­გორ გა­ნი­კურ­ნა და­ა­ვა­დე­ბის­გან, რო­მელ­საც წლე­ბი ებ­რძო­და, რო­გორ დაძ­ლია დეპ­რე­სია, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ცინ­ვა, სხვა­დას­ხვა დროს მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმე­ბიც გა­იხ­სე­ნა... ამ თე­მებ­ზე მას სხვა დროს თით­ქმის არც უსა­უბ­რია და სრუ­ლი­ად სხვა ამ­პლუ­ა­ში წარ­დგა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძეს ვთხო­ვეთ, ჩვენ­თვი­საც მო­ე­თხრო ის ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა დროს მან გა­მო­ი­ა­რა...

- მქონ­და ნერ­ვუ­ლი გულყრა, რო­მე­ლიც შე­ძე­ნი­ლი იყო და მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვუმკლავ­დე­ბო­დი. მოკ­ლედ, ეს იყო ნერ­ვულ ფონ­ზე შე­ძე­ნი­ლი ეპი­ლეფ­სი­ის ერთ-ერთი ფორ­მა და ეს შე­ტე­ვა გარ­კვე­ულ ემო­ცი­ურ ფონ­ზე მე­მარ­თე­ბო­და. გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და გუ­ლის წას­ვლით, კრუნ­ჩხვე­ბით, სხვა გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ ჰქო­ნია. რომ მე­მარ­თე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მა­კა­ვებ­და... იმ პე­რი­ოდ­ში ისე ხდე­ბო­და, რომ სხვა­გან გავ­დი­ო­დი და ვხე­დავ­დი ჩემს გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სავს, რო­მელ­თა­ნაც მქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია... ეს ყვე­ლა­ფე­რი 10-11 წელი გა­მიგ­რძელ­და. ამის გამო ბევ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა მქონ­და... ყვე­ლა­ფე­რი კი 9-10 წლის ასაკ­ში და­ი­წყო... იმ პე­რი­ოდ­ში ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე არ­სე­ბობ­და "ეპი­ლეფ­სი­ის ფა­რუ­ლი ცენ­ტრი", სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ დავ­დი­ო­დი.

- იმ შე­ტე­ვას რა იწ­ვევ­და?

- შე­იძ­ლე­ბა მა­გა­ლი­თად, ვინ­მეს­თან მე­ჩხუ­ბა, იმ ჩხუბ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ 2 დღის შემ­დეგ შე­ტე­ვა დამ­მარ­თო­და. ზედ­მე­ტად რომ დავ­ხარ­ჯავ­დი ემო­ცი­ას, იმას ორ­გა­ნიზ­მი ვერ იტან­და და შე­სა­ბა­მის რე­აქ­ცი­ას ისე გა­მო­ხა­ტავ­და. შე­ტე­ვა შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ დღეც ყო­ფი­ლი­ყო. ის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო იმა­ზე, რამ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი დღე იყო. შე­საძ­ლოა უშუ­ა­ლოდ ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვი­სა­საც მომ­ხდა­რი­ყო...

- მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რად მკურ­ნა­ლობ­დი?

- კი და ფსი­ქო­ლო­გებ­თა­ნაც ხან­გრძლი­ვი სა­უბ­რე­ბი მქონ­და. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ემო­ცი­ე­ბი თვი­თონ უნდა მე­კონ­ტრო­ლე­ბი­ნა, თავი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა, მხო­ლოდ წა­მა­ლი პრობ­ლე­მას ვერ უშ­ვე­ლი­და. წამ­ლე­ბი კი ისე­თი იყო, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ ფონს მი­თი­შავ­და...

- და ეს ყვე­ლა­ფე­რი, წლე­ბის შემ­დეგ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს დას­რულ­და?

- კი. წამ­ლებ­მა და ფსი­ქო­ლო­გე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ებ­მა გავ­ლე­ნა იქო­ნია. ამას­თან, გა­ვი­ზარ­დე, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი ასე თუ ისე და­ვი­წყე და ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა­ფე­რი შე­ჩერ­და.

- რამე ხომ არ და­გი­ტო­ვა?

- შფოთვე­ბი და გარ­კვე­უ­ლი შიში იმის, რომ არ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო... მქონ­და შე­ზღუდ­ვე­ბი, რომ მარ­ტო სი­ა­რუ­ლი არ შე­მეძ­ლო. ერთხელ მახ­სოვს, მეტ­რო­ში და­მე­მარ­თა... იქ ერთი მო­ქაჩ­ვა მახ­სოვს, მერე აღა­რა­ფე­რი და თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, მეტ­როს სივ­რცე­ში, ბა­ქან­ზე ვი­წე­ქი, ხალ­ხი მყავ­და გარ­შე­მო შე­მოხ­ვე­უ­ლი. რო­გორც მათ მი­თხრეს, შე­ტე­ვა ბა­ქან­ზე მდგარს და­მე­წყო და ლი­ან­და­გებ­ში რომ არ გა­დავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი, ვი­ღაც უცხო პირ­მა გა­მომ­წია და მიშ­ვე­ლა. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით მე­ცხრეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი. მოკ­ლედ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბო­და ხოლ­მე, - შე­იძ­ლე­ბა ვმდგა­რი­ყა­ვი, ვმჯდა­რი­ყა­ვი და უცებ გავ­თი­შუ­ლი­ყა­ვი...

იყო ასე­თი ფაქ­ტიც, რეს­ტო­რან­ში მიმ­ტა­ნად ვმუ­შა­ობ­დი და ერთხელ გა­მო­სას­ვლელ­ში და­მე­მარ­თა, რად­გან ერთ-ერ­თმა კლი­ენ­ტმა შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა იმი­ტომ, რომ დრო­ზე ვერ გა­მო­ვუც­ვა­ლე სა­ფერ­ფლე. იმ წუ­თას ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა, სამ­სა­ხუ­რი არ მაძ­ლევ­და იმის უფ­ლე­ბას, რომ მის­თვის სა­კად­რი­სი პა­სუ­ხი გა­მე­ცა. კი­დევ ბევ­რი რა­ღა­ცის გა­მოც მო­ვით­მი­ნე. გა­მო­სას­ვლელ­ში გა­მო­ვე­დი, თავი ხელ­ში უნდა ამეყ­ვა­ნა და შე­ტე­ვა დამ­წყო. შემ­დეგ მაჩ­ვე­ნეს კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იყო. ია­ტაკ­ზე უგო­ნოდ ვი­წე­ქი, გულყრა დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო. იმ დროს იქ შე­მო­ვი­და ჩემი ერთი მე­გო­ბა­რი (მა­ნამ­დე მე­გო­ნა, რომ მე­გო­ბა­რი იყო) გა­და­მა­ბი­ჯა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში შე­ვი­და, გა­მო­ვი­და, მად­ლო­ბა, რომ მე­ო­რედ არ გა­და­მო­მა­ბი­ჯა და ქვე­მოთ ჩა­ვი­და.

მერე მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს, დი­რექ­ტორს უთხრა, რომ გი­ორ­გის აქვს ეს და­ა­ვა­დე­ბა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვუშ­ვა­თო. დი­რექ­ტო­რი პი­რა­დად და­მე­ლა­პა­რა­კა, და­მამ­შვი­და, ფული მომ­ცა, წამ­ლებ­ში გა­მო­ი­ყე­ნეო და იმ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დამ­ტო­ვა. ალ­ბათ ეს არის ის, რაც ადა­მი­ანს ძა­ლას გაძ­ლევს. გე­უბ­ნე­ბა, რომ ხელი კი არ უნდა ჩა­იქ­ნიო, პი­რი­ქით უნდა გაძ­ლი­ერ­დე. ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ გა­მიჩ­ნდა ზი­ზღი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ზი­ზღის და უნ­დობ­ლო­ბის მო­მენ­ტი ბევ­რი იყო. იქი­დან ში­ნა­გა­ნად არა­ფე­რი დამ­რჩე­ნია, ალ­ბათ გა­და­ფა­სე­ბაც ეს არის.

- ე.ი. ხალ­ხის­გან სხვა დრო­საც გიგ­რძნია ის, რომ თავს გა­რი­დებ­დნენ?

- კი, მაგ დროს ბევ­რი მე­გო­ბა­რი ისეთს არ მი­ღებ­და. ზოგს ჩემ­თან მე­გობ­რო­ბის რცხვე­ნო­და, ეში­ნო­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მას მიქ­მნი­და. იმე­დი მაქვს, რომ მას მერე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა და ასე აღარ იქ­ცე­ვი­ან. როცა ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, გვერ­დით უნდა და­უდ­გე.

- მაგ დროს ვინ გედ­გა გვერ­დით?

- ჩემი ოჯა­ხი და რამ­დე­ნი­მე ჩემ­თვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი. ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე ზურ­გი არა­ერ­თმა შე­მაქ­ცია...

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ტვი­ნის შერ­ყე­ვაც ბევ­რჯერ გა­და­გი­ტა­ნია...

- და­ახ­ლო­ე­ბით 16-ჯერ. ბავ­შვო­ბა­ში მო­უს­ვე­ნა­რი, ცელ­ქი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ხან სა­ი­დან­ღაც ვვარ­დე­ბო­დი, ხან სად ვე­ცე­მო­დი. სულ რა­ღაც მე­მარ­თე­ბო­და. ერთხელ რა­ღა­ცის­თვის დაგ­ვჭირ­და და დო­კუ­მენ­ტე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 16-ჯერ მქო­ნია ტვი­ნის შერ­ყე­ვა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თი­თო­ე­უ­ლი საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი იყო. ერთხელ ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის დროს ბურ­თი მომ­ხვდა, და­ვე­ცი და თავი ბორ­დი­ურს და­ვარ­ტყი. ყო­ველ ჯერ­ზე ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლდა გუ­ლის­რე­ვა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სახ­ლში წო­ლი­თი პე­რი­ო­დე­ბი და ა.შ.

- ამ­ბობ, რომ ერთხელ 4 პირი თავს და­გეს­ხა... რა მოხ­და?

- "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა ახა­ლი მო­სუ­ლი იყო, მა­ღა­ზი­ი­დან გა­მოვ­დი­ო­დი და 4 პირი თავს და­მეს­ხა... მა­შინ მან­ქა­ნა­ში ბე­ის­ბო­ლის ბიტა მქონ­და და იმან მიშ­ვე­ლა. ამას იმას ვაბ­რა­ლებ, რომ მა­შინ სოცქსე­ლებ­ში ჩემს მწვა­ვე შე­ფა­სე­ბებს ვწერ­დი, რად­გან "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა­ზე, ჩემი შე­ფა­სე­ბე­ბი მქონ­და... ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დო­ბი­ა­ნად დამ­თავ­რდა, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო, რომ ის 4 პირი ცდი­ლობ­და ჩემ­თვის რა­ღაც და­ე­შა­ვე­ბი­ნა...

- წელს, ახა­ლი წლის დღე­ებ­შიც მოხ­და შენ­ზე თავ­დას­ხმა...

- ახალ­გაზ­რდა გოგო-ბი­ჭებს რომ იჭე­რენ და სა­სა­მარ­თლო­ებს უნიშ­ნა­ვენ, იმის გამო, რომ აქ­ცი­ებ­ზე იყ­ვნენ, დღემ­დე ჩემი სა­სა­მარ­თლო არ ჩა­ნიშ­ნუ­ლა. საქ­მი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი მა­სა­ლა, ამოც­ნო­ბი­ლია პი­რე­ბი, სა­ხე­ე­ბი, ხე­ლიც და­დე­ბუ­ლია, სა­სა­მარ­თლოს გა­და­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ არ ჩქა­რო­ბენ. ის კად­რე­ბიც კი არის ამო­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ის პი­რე­ბი და­ნე­ბით არი­ან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი...

- რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და?

- ახა­ლი წლის დღე­ე­ბი იყო, მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი რეს­ტო­რან­ში ვის­ხე­დით. მან­ქა­ნა ქვე­მოთ, ორ­ბე­ლი­ან­ზე გვყავ­და გა­ჩე­რე­ბუ­ლი. რომ ჩა­ვე­დით, იქ რამ­დე­ნი­მე დაჯ­გუ­ფე­ბა დაგ­ხვდა, ვი­ღაც ქალს მან­ქა­ნა გა­უ­ტე­ხეს, იმ ქალ­ბა­ტონს ვეხ­მა­რე­ბო­დით, ინ­გლი­სუ­რად ვუხ­სნი­დით - ამას ეს პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი აკე­თე­ბენ, პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეთ-თქო. ალ­ბათ ეს მო­ის­მი­ნეს, რა­მაც მათი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და იყო შე­მო­ძა­ხი­ლე­ბი, რა­საც მერე მოჰ­ყვა ის ამ­ბე­ბი... ჩემი და­კი­თხვის არა­ერ­თი სე­რია იყო, არა­ერ­თი გა­მო­ძი­ე­ბა... მაგ პე­რი­ოდ­ში "რუს­თა­ვი 2"-ზე ვმუ­შა­ობ­დი და არ­ხმა ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით სცა­და, ეს ამ­ბა­ვი მი­ეჩ­ქმა­ლა, ფაქ­ტი ზე­და­პი­რუ­ლად გა­შუქ­და. არ მაძ­ლევ­დნენ უფ­ლე­ბას, რომ სხვა ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის მი­მე­ცა ექ­სკლუ­ზი­ვი...

- რე­ა­ლუ­რად იმ თავ­დას­ხმი­სას რამ გა­და­გარ­ჩი­ნა?

- 2-მა გო­გო­ნამ, რომ­ლე­ბიც იქ იყ­ვნენ. ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რი გზით შე­ე­ცად­ნენ, თა­ვი­სი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ვერ­ჩი­ნეთ, მან­ქა­ნა კი და­უ­ზი­ან­დათ, მაგ­რამ გვიშ­ვე­ლეს. ასე­ვე და­მეხ­მა­რა იმის თქმა, რომ 112-ში დავ­რე­კავ­დი და ისი­ნი ნა­ხავ­დნენ, რა მო­უ­ვი­დო­დათ. უკან იხევ­დნენ, მაგ­რამ ეს ის არ იყო, რომ გარ­ბოდ­ნენ. ჩემს ორ მე­გო­ბარს დანა ისე მო­უქ­ნი­ეს, მე­გო­ნა, მოკ­ლავ­დნენ. ვი­დე­ო­კად­რე­ბი ბევრ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს და ბევ­რი მოწ­მე­ცაა.

- გი­ორ­გი, არა­ერ­თი რამ გაქვს გა­და­ტა­ნი­ლი და ცხოვ­რე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე დეპ­რე­სია ხომ არ გქო­ნია?

- მქონ­და... როცა 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისე­თი შე­ტე­ვა გე­მარ­თე­ბა, რა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კე, დეპ­რე­სი­ას ვერ გა­ვექ­ცე­ო­დი. ამას­თან, ადა­მი­ა­ნე­ბი ზურგს რომ შე­გაქ­ცე­ვენ იმის გამო, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის რა­ღაც დრო­ე­ბი­თი პრობ­ლე­მა გაქვს, შენი ოჯა­ხი ამას გა­ნიც­დის და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ იმ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­გიყ­ვა­ნოს. ეს შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი რამ, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ვარ­დნი­ლი­ყა­ვი არა მარ­ტო დეპ­რე­სი­ა­ში, არა­მედ სა­ერ­თოდ სახ­ლი­დან არა­სო­დეს აღარ გა­მო­სუ­ლი­ყა­ვი. ხელი ჩა­მექ­ნია. ამი­ტომ, ვი­საც დღეს რა­ღაც პრობ­ლე­მა აქვს, უჭირს, ზურგს აქ­ცე­ვენ, დას­ცი­ნი­ან...

მინ­და, მათ მა­გა­ლი­თი მივ­ცე, რომ არა­სო­დეს არაფ­რის და არა­ვის გამო ხელი არ ჩა­იქ­ნი­ონ. სა­ნამ ცო­ცხა­ლი ხარ, ყო­ველ­თვის არის რა­ღაც გა­მო­სა­ვა­ლი და შვე­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია... მაგ­რამ შვე­ლა არის ისევ შენს თავ­ში. ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი ვარ. ადა­მი­ა­ნებს დეპ­რე­სი­ის მი­ზე­ზი ყო­ველ­თვის გვაქვს, რო­დე­საც რა­ღა­ცა­ში არ გვი­მარ­თლებს, სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თუ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ხვალ ახა­ლი დღე თენ­დე­ბა და ყო­ველ დღეს აქვს ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­ინც მგო­ნია, რომ უფა­ლი არ მო­გი­ტანს იმ­ხე­ლა გან­საც­დელს, რო­მელ­საც ვერ გა­და­ლა­ხავ. ეს თვი­თონ უნდა და­ი­ჯე­რო და ირ­წმუ­ნო.

- ადრე გა­და­ცე­მებ­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში ძა­ლი­ან ცხა­რე იყა­ვი, გა­მო­ირ­ჩე­ო­დი მწვა­ვე გა­მოს­ვლე­ბით... იმ ყვე­ლა­ფერს ხომ არ ნა­ნობ?

- კი, ადრე უფრო პირ­და­პი­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა გა­და­ცე­მა­ში ვა­ფიქ­სი­რებ­დი ჩემს პო­ზი­ცი­ას ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში რა­საც მივ­ხვდი და რა­მაც შემ­ცვა­ლა ისაა, რომ მივხდი იმას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა ჩემი საქ­მეა?! ვინ მე­კი­თხე­ბა, რომ ვი­ღა­ცის შემ­ფა­სებ­ლად თუ მას­წავ­ლებ­ლად გა­მოვ­დი­ვარ, ან ვი­ღა­ცას ვაკ­რი­ტი­კებ?! რაც რა­დი­კა­ლუ­რად ჩემ­ში შე­იც­ვა­ლა, ესაა...

ეს არის ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი სი­ნა­ნუ­ლი და ახლა ამას ეტა­პობ­რი­ვად ვას­წო­რებ. იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ამას ვა­კე­თებ­დი, ყო­ფი­ლა მუ­ქა­რა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, მათი მე­გობ­რე­ბის­გან, მაგ­რამ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბამ­დე არას­დროს მი­სუ­ლა. ბო­ლოს რა­ღაც მო­მენ­ტში მივ­ხვდი, რომ უნდა გავ­ჩერ­დე. მხო­ლოდ ჩემი საქ­მე ვა­კე­თო. მოკ­ლედ, ბევ­რი რამ იყო და იმ ბევ­რი­დან ბევ­რი არას­წო­რი. პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ ჩემს თავს ვავ­ნებ­დი იმ ყვე­ლაფ­რით. არა­და, რე­ა­ლუ­რად არ ვი­ყა­ვი არც ცუდი და ბო­რო­ტი... ორ ათწლე­ულ­ზე მე­ტია, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვარ. აქამ­დე ჩე­მით მო­ვე­დი. სწო­რი იყო, თუ არას­წო­რი, ეს ჩემი გან­ვლი­ლი გზაა... მოკ­ლედ, მა­ში­ნაც კი, როცა არ გყავს გავ­ლე­ნი­ა­ნი ნა­თე­სა­ვი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, საყ­ვა­რე­ლი, მე­უღ­ლე, შე­გიძ­ლია რა­ღა­ცას მი­აღ­წიო. ეს რთუ­ლია, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ავტორი:

"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

"კრუნჩხვების დროს რამდენიმე ადამიანი მაკავებდა, გარდაცვლილ ნათესავს ვხედავდი... მაგ დროს ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა" - გიორგი ნაზღაიძე რთულ პერიოდსა და დაძლეულ დეპრესიაზე

ტელე-რადიო წამყვანი გიორგი ნაზღაიძე ცოტა ხნის წინ ექიმ გიორგი ღოღობერიძის გადაცემას სტუმრობდა და საკუთარ განვლილ არც ისე მარტივ გზაზე ისაუბრა. ილაპარაკა იმაზე, როგორ განიკურნა დაავადებისგან, რომელსაც წლები ებრძოდა, როგორ დაძლია დეპრესია, ადამიანების დაცინვა, სხვადასხვა დროს მასზე განხორციელებული თავდასხმებიც გაიხსენა... ამ თემებზე მას სხვა დროს თითქმის არც უსაუბრია და სრულიად სხვა ამპლუაში წარდგა საზოგადოების წინაშე.

გიორგი ნაზღაიძეს ვთხოვეთ, ჩვენთვისაც მოეთხრო ის ამბები, რომელიც სხვადასხვა დროს მან გამოიარა...

- მქონდა ნერვული გულყრა, რომელიც შეძენილი იყო და მას წლების განმავლობაში ვუმკლავდებოდი. მოკლედ, ეს იყო ნერვულ ფონზე შეძენილი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა და ეს შეტევა გარკვეულ ემოციურ ფონზე მემართებოდა. გამოიხატებოდა გულის წასვლით, კრუნჩხვებით, სხვა გამოვლინება არ ჰქონია. რომ მემართებოდა, რამდენიმე ადამიანი მაკავებდა... იმ პერიოდში ისე ხდებოდა, რომ სხვაგან გავდიოდი და ვხედავდი ჩემს გარდაცვლილ ნათესავს, რომელთანაც მქონდა კომუნიკაცია... ეს ყველაფერი 10-11 წელი გამიგრძელდა. ამის გამო ბევრი ცხოვრებისეული შეზღუდვა მქონდა... ყველაფერი კი 9-10 წლის ასაკში დაიწყო... იმ პერიოდში ჭავჭავაძეზე არსებობდა "ეპილეფსიის ფარული ცენტრი", სადაც სამკურნალოდ დავდიოდი.

- იმ შეტევას რა იწვევდა?

- შეიძლება მაგალითად, ვინმესთან მეჩხუბა, იმ ჩხუბში გამარჯვებული ვყოფილიყავი, მაგრამ 2 დღის შემდეგ შეტევა დამმართოდა. ზედმეტად რომ დავხარჯავდი ემოციას, იმას ორგანიზმი ვერ იტანდა და შესაბამის რეაქციას ისე გამოხატავდა. შეტევა შეიძლება ყოველ დღეც ყოფილიყო. ის დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად ემოციური დღე იყო. შესაძლოა უშუალოდ ემოციის გამოხატვისასაც მომხდარიყო...

- მედიკამენტოზურად მკურნალობდი?

- კი და ფსიქოლოგებთანაც ხანგრძლივი საუბრები მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ემოციები თვითონ უნდა მეკონტროლებინა, თავი ხელში ამეყვანა, მხოლოდ წამალი პრობლემას ვერ უშველიდა. წამლები კი ისეთი იყო, რომელიც ემოციურ ფონს მითიშავდა...

- და ეს ყველაფერი, წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს დასრულდა?

- კი. წამლებმა და ფსიქოლოგების კონსულტაციებმა გავლენა იქონია. ამასთან, გავიზარდე, ემოციების კონტროლი ასე თუ ისე დავიწყე და ეტაპობრივად ყველაფერი შეჩერდა.

- რამე ხომ არ დაგიტოვა?

- შფოთვები და გარკვეული შიში იმის, რომ არ განმეორებულიყო... მქონდა შეზღუდვები, რომ მარტო სიარული არ შემეძლო. ერთხელ მახსოვს, მეტროში დამემართა... იქ ერთი მოქაჩვა მახსოვს, მერე აღარაფერი და თვალი რომ გავახილე, მეტროს სივრცეში, ბაქანზე ვიწექი, ხალხი მყავდა გარშემო შემოხვეული. როგორც მათ მითხრეს, შეტევა ბაქანზე მდგარს დამეწყო და ლიანდაგებში რომ არ გადავვარდნილიყავი, ვიღაც უცხო პირმა გამომწია და მიშველა. მაშინ დაახლოებით მეცხრეკლასელი ვიყავი. მოკლედ, მოულოდნელად ხდებოდა ხოლმე, - შეიძლება ვმდგარიყავი, ვმჯდარიყავი და უცებ გავთიშულიყავი...

იყო ასეთი ფაქტიც, რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი და ერთხელ გამოსასვლელში დამემართა, რადგან ერთ-ერთმა კლიენტმა შეურაცხყოფა მომაყენა იმიტომ, რომ დროზე ვერ გამოვუცვალე საფერფლე. იმ წუთას ჩემი საქმიანობა, სამსახური არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ მისთვის საკადრისი პასუხი გამეცა. კიდევ ბევრი რაღაცის გამოც მოვითმინე. გამოსასვლელში გამოვედი, თავი ხელში უნდა ამეყვანა და შეტევა დამწყო. შემდეგ მაჩვენეს კამერის ჩანაწერები, მძიმე სანახავი იყო. იატაკზე უგონოდ ვიწექი, გულყრა დამთავრებული იყო. იმ დროს იქ შემოვიდა ჩემი ერთი მეგობარი (მანამდე მეგონა, რომ მეგობარი იყო) გადამაბიჯა, საპირფარეშოში შევიდა, გამოვიდა, მადლობა, რომ მეორედ არ გადამომაბიჯა და ქვემოთ ჩავიდა.

მერე მომსახურე პერსონალს, დირექტორს უთხრა, რომ გიორგის აქვს ეს დაავადება და სამსახურიდან გავუშვათო. დირექტორი პირადად დამელაპარაკა, დამამშვიდა, ფული მომცა, წამლებში გამოიყენეო და იმ საქმიანობაში დამტოვა. ალბათ ეს არის ის, რაც ადამიანს ძალას გაძლევს. გეუბნება, რომ ხელი კი არ უნდა ჩაიქნიო, პირიქით უნდა გაძლიერდე. ასეთი პიროვნებების დამსახურებით არ გამიჩნდა ზიზღი ადამიანების მიმართ. თუმცა იმ პერიოდში ზიზღის და უნდობლობის მომენტი ბევრი იყო. იქიდან შინაგანად არაფერი დამრჩენია, ალბათ გადაფასებაც ეს არის.

- ე.ი. ხალხისგან სხვა დროსაც გიგრძნია ის, რომ თავს გარიდებდნენ?

- კი, მაგ დროს ბევრი მეგობარი ისეთს არ მიღებდა. ზოგს ჩემთან მეგობრობის რცხვენოდა, ეშინოდა... ეს ყველაფერი კი ცხოვრებისეულ სხვადასხვა პრობლემას მიქმნიდა. იმედი მაქვს, რომ მას მერე საზოგადოებაში რაღაცები შეიცვალა და ასე აღარ იქცევიან. როცა ადამიანს დახმარება სჭირდება, გვერდით უნდა დაუდგე.

- მაგ დროს ვინ გედგა გვერდით?

- ჩემი ოჯახი და რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ზურგი არაერთმა შემაქცია...

- როგორც შევიტყვეთ, ტვინის შერყევაც ბევრჯერ გადაგიტანია...

- დაახლოებით 16-ჯერ. ბავშვობაში მოუსვენარი, ცელქი ბავშვი ვიყავი, ხან საიდანღაც ვვარდებოდი, ხან სად ვეცემოდი. სულ რაღაც მემართებოდა. ერთხელ რაღაცისთვის დაგვჭირდა და დოკუმენტებით დადასტურდა, რომ 16-ჯერ მქონია ტვინის შერყევა. წარმოიდგინეთ, რომ თითოეული საკმაოდ სერიოზული იყო. ერთხელ ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი მომხვდა, დავეცი და თავი ბორდიურს დავარტყი. ყოველ ჯერზე ამ ყველაფერს ახლდა გულისრევა, თავბრუსხვევა, სახლში წოლითი პერიოდები და ა.შ.

- ამბობ, რომ ერთხელ 4 პირი თავს დაგესხა... რა მოხდა?

- "ოცნების" მთავრობა ახალი მოსული იყო, მაღაზიიდან გამოვდიოდი და 4 პირი თავს დამესხა... მაშინ მანქანაში ბეისბოლის ბიტა მქონდა და იმან მიშველა. ამას იმას ვაბრალებ, რომ მაშინ სოცქსელებში ჩემს მწვავე შეფასებებს ვწერდი, რადგან "ოცნების" მთავრობაზე, ჩემი შეფასებები მქონდა... ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ის 4 პირი ცდილობდა ჩემთვის რაღაც დაეშავებინა...

- წელს, ახალი წლის დღეებშიც მოხდა შენზე თავდასხმა...

- ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს რომ იჭერენ და სასამართლოებს უნიშნავენ, იმის გამო, რომ აქციებზე იყვნენ, დღემდე ჩემი სასამართლო არ ჩანიშნულა. საქმიდან ამოღებულია ყველანაირი მასალა, ამოცნობილია პირები, სახეები, ხელიც დადებულია, სასამართლოს გადაცემულია, მაგრამ არ ჩქარობენ. ის კადრებიც კი არის ამოღებული, სადაც ის პირები დანებით არიან შეიარაღებულები...

- რეალურად რა მოხდა?

- ახალი წლის დღეები იყო, მე და ჩემი მეგობრები რესტორანში ვისხედით. მანქანა ქვემოთ, ორბელიანზე გვყავდა გაჩერებული. რომ ჩავედით, იქ რამდენიმე დაჯგუფება დაგხვდა, ვიღაც ქალს მანქანა გაუტეხეს, იმ ქალბატონს ვეხმარებოდით, ინგლისურად ვუხსნიდით - ამას ეს პატარა ბავშვები აკეთებენ, პოლიცია გამოიძახეთ-თქო. ალბათ ეს მოისმინეს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია და იყო შემოძახილები, რასაც მერე მოჰყვა ის ამბები... ჩემი დაკითხვის არაერთი სერია იყო, არაერთი გამოძიება... მაგ პერიოდში "რუსთავი 2"-ზე ვმუშაობდი და არხმა ყველანაირი გზით სცადა, ეს ამბავი მიეჩქმალა, ფაქტი ზედაპირულად გაშუქდა. არ მაძლევდნენ უფლებას, რომ სხვა ტელევიზიისთვის მიმეცა ექსკლუზივი...

- რეალურად იმ თავდასხმისას რამ გადაგარჩინა?

- 2-მა გოგონამ, რომლებიც იქ იყვნენ. ისინი ყველანაირი გზით შეეცადნენ, თავისი ავტომობილით გადავერჩინეთ, მანქანა კი დაუზიანდათ, მაგრამ გვიშველეს. ასევე დამეხმარა იმის თქმა, რომ 112-ში დავრეკავდი და ისინი ნახავდნენ, რა მოუვიდოდათ. უკან იხევდნენ, მაგრამ ეს ის არ იყო, რომ გარბოდნენ. ჩემს ორ მეგობარს დანა ისე მოუქნიეს, მეგონა, მოკლავდნენ. ვიდეოკადრები ბევრ ინფორმაციას ინახავს და ბევრი მოწმეცაა.

- გიორგი, არაერთი რამ გაქვს გადატანილი და ცხოვრების რომელიმე ეტაპზე დეპრესია ხომ არ გქონია?

- მქონდა... როცა 9 წლის განმავლობაში ისეთი შეტევა გემართება, რაზეც ვილაპარაკე, დეპრესიას ვერ გავექცეოდი. ამასთან, ადამიანები ზურგს რომ შეგაქცევენ იმის გამო, რომ ჯანმრთელობის რაღაც დროებითი პრობლემა გაქვს, შენი ოჯახი ამას განიცდის და ყველაფერს აკეთებს, რომ იმ მდგომარეობიდან გამოგიყვანოს. ეს შეიძლება ყოფილიყო ყველაზე მთავარი რამ, რის გამოც შეიძლება ჩავარდნილიყავი არა მარტო დეპრესიაში, არამედ საერთოდ სახლიდან არასოდეს აღარ გამოსულიყავი. ხელი ჩამექნია. ამიტომ, ვისაც დღეს რაღაც პრობლემა აქვს, უჭირს, ზურგს აქცევენ, დასცინიან...

მინდა, მათ მაგალითი მივცე, რომ არასოდეს არაფრის და არავის გამო ხელი არ ჩაიქნიონ. სანამ ცოცხალი ხარ, ყოველთვის არის რაღაც გამოსავალი და შველა შესაძლებელია... მაგრამ შველა არის ისევ შენს თავში. ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. ადამიანებს დეპრესიის მიზეზი ყოველთვის გვაქვს, როდესაც რაღაცაში არ გვიმართლებს, სამსახურებრივ საქმიანობაში თუ პირად ურთიერთობაში პრობლემებია, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალ ახალი დღე თენდება და ყოველ დღეს აქვს ახალი შესაძლებლობა. მაინც მგონია, რომ უფალი არ მოგიტანს იმხელა განსაცდელს, რომელსაც ვერ გადალახავ. ეს თვითონ უნდა დაიჯერო და ირწმუნო.

- ადრე გადაცემებში, სატელევიზიო შოუებში ძალიან ცხარე იყავი, გამოირჩეოდი მწვავე გამოსვლებით... იმ ყველაფერს ხომ არ ნანობ?

- კი, ადრე უფრო პირდაპირი ვიყავი და ყველა გადაცემაში ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას ნებისმიერი ადამიანის მიმართ. დროთა განმავლობაში რასაც მივხვდი და რამაც შემცვალა ისაა, რომ მივხდი იმას, რომ ეს ყველაფერი რა ჩემი საქმეა?! ვინ მეკითხება, რომ ვიღაცის შემფასებლად თუ მასწავლებლად გამოვდივარ, ან ვიღაცას ვაკრიტიკებ?! რაც რადიკალურად ჩემში შეიცვალა, ესაა...

ეს არის ჩემი ცხოვრების დიდი სინანული და ახლა ამას ეტაპობრივად ვასწორებ. იმ პერიოდში, როცა ამას ვაკეთებდი, ყოფილა მუქარა ცნობილი ადამიანებისგან, მათი მეგობრებისგან, მაგრამ სერიოზულ გართულებამდე არასდროს მისულა. ბოლოს რაღაც მომენტში მივხვდი, რომ უნდა გავჩერდე. მხოლოდ ჩემი საქმე ვაკეთო. მოკლედ, ბევრი რამ იყო და იმ ბევრიდან ბევრი არასწორი. პირველ რიგში ალბათ ჩემს თავს ვავნებდი იმ ყველაფრით. არადა, რეალურად არ ვიყავი არც ცუდი და ბოროტი... ორ ათწლეულზე მეტია, ტელევიზიაში ვარ. აქამდე ჩემით მოვედი. სწორი იყო, თუ არასწორი, ეს ჩემი განვლილი გზაა... მოკლედ, მაშინაც კი, როცა არ გყავს გავლენიანი ნათესავი, შეყვარებული, საყვარელი, მეუღლე, შეგიძლია რაღაცას მიაღწიო. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"