პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუმია შემზარავი გამომეტყველებით - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი: მეცნიერები ახალ დეტალებზე საუბრობენ
მუმია შემზარავი გამომეტყველებით - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი: მეცნიერები ახალ დეტალებზე საუბრობენ

"მყვი­რა­ლა მუ­მია" - სწო­რედ ამ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლი ქა­ლის ცხე­და­რი, რო­მე­ლიც არ­ქე­ო­ლო­გებ­მა 1935 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მის სა­ხე­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბის მი­ზე­ზი დღემ­დე უც­ნო­ბი იყო. მეც­ნი­ე­რე­ბი და ის­ტო­რი­კო­სე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ და­ედ­გი­ნათ, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი.

პა­სუ­ხე­ბის სა­პოვ­ნე­ლად და მუ­მი­ის მორ­ფო­ლო­გი­ის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­სად­გე­ნად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის სკა­ნი­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს. მათი დას­კვნე­ბი კი ცოტა ხნის წინ Frontiers in Medicine-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა.

კვლე­ვე­ბის შე­დე­გად დაგ­დინ­და, რომ მუ­მია 48 წლის ქალს ეკუთ­ვნო­და, რო­მე­ლიც 3500 წლის წინ ცხოვ­რობ­და - ასა­კის და­სად­გე­ნად მენ­ჯის სახ­სრის ანა­ლი­ზის გა­მო­ი­ყე­ნეს. ქალი ეგ­ვიპ­ტის დე­დოფ­ლის ჰატშეფ­სუ­ტის (ძვ. წ. 1479–1458 წწ.) ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტო­რის სენ­მუ­ტის საფ­ლა­ვის ქვეშ იყო დაკ­რძა­ლუ­ლი და სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი ნა­თე­სა­ვი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ასე­ვე გა­მო­ირ­ჩე­ო­და მისი მუ­მი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სის გარ­კვე­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი:

სხე­უ­ლი იყო ბალ­ზა­მი­რე­ბუ­ლი საკ­მევ­ლი­თა და ღვი­ის ფი­სით - ორი­ვე მათ­გა­ნი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი იყო. არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჭრი­ლო­ბე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ გარ­დაც­ვლილს ტვი­ნი, დი­აფ­რაგ­მა, გული, ფილ­ტვე­ბი, ღვიძ­ლი, ელენ­თა, თირკმე­ლე­ბი და ნაწ­ლა­ვე­ბი ჯერ კი­დევ ად­გილ­ზე ჰქონ­და - ეს უც­ნა­უ­რია, იმ ფაქ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ძველ ეგ­ვიპ­ტე­ში მუ­მი­ფი­კა­ცი­ის კლა­სი­კუ­რი მე­თო­დი მო­ი­ცავ­და ყვე­ლა ასე­თი ორ­გა­ნოს ამო­ღე­ბას, გარ­და გუ­ლი­სა.

დად­გინ­და ისიც, რომ ქა­ლის სი­მაღ­ლე 1, 54 მეტ­რი იყო. აწუ­ხებ­და ხერ­ხემ­ლის მსუ­ბუ­ქი ართრი­ტი, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი გა­ურ­კვე­ვე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა მისი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას, კვლე­ვის თა­ნახ­მად, ეს გვა­მუ­რი სპაზ­მის ნი­შა­ნია - კუნ­თე­ბის გამ­კვრი­ვე­ბის იშ­ვი­ა­თი ფორ­მა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძა­ლა­დობ­რივ სიკ­ვდილ­თან, ეს გუ­ლის­ხმობს, რომ ქალი გარ­და­იც­ვა­ლა ყვი­რი­ლით, რაც აგო­ნი­ას და ძლი­ერ ტკი­ვილს უნდა გა­მო­ეწ­ვია. მისი მუ­მი­ფი­კა­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 18 სა­ა­თის შემ­დეგ და­ი­წყეს...

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

მუმია შემზარავი გამომეტყველებით - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი: მეცნიერები ახალ დეტალებზე საუბრობენ

მუმია შემზარავი გამომეტყველებით - რა გახდა გარდაცვალების მიზეზი: მეცნიერები ახალ დეტალებზე საუბრობენ

"მყვირალა მუმია" - სწორედ ამ სახელითაა ცნობილი ეგვიპტელი ქალის ცხედარი, რომელიც არქეოლოგებმა 1935 წელს აღმოაჩინეს. მის სახეზე აღბეჭდილი შემზარავი გამომეტყველების მიზეზი დღემდე უცნობი იყო. მეცნიერები და ისტორიკოსები წლების განმავლობაში ცდილობდნენ დაედგინათ, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

პასუხების საპოვნელად და მუმიის მორფოლოგიის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება გამოიყენეს. მათი დასკვნები კი ცოტა ხნის წინ Frontiers in Medicine-ში გამოქვეყნდა.

კვლევების შედეგად დაგდინდა, რომ მუმია 48 წლის ქალს ეკუთვნოდა, რომელიც 3500 წლის წინ ცხოვრობდა - ასაკის დასადგენად მენჯის სახსრის ანალიზის გამოიყენეს. ქალი ეგვიპტის დედოფლის ჰატშეფსუტის (ძვ. წ. 1479–1458 წწ.) ტაძრის არქიტექტორის სენმუტის საფლავის ქვეშ იყო დაკრძალული და სავარაუდოდ, მისი ნათესავი უნდა ყოფილიყო. ასევე გამოირჩეოდა მისი მუმიფიკაციის პროცესის გარკვეული ასპექტები:

სხეული იყო ბალზამირებული საკმევლითა და ღვიის ფისით - ორივე მათგანი ძვირადღირებული პროდუქტი იყო. არ აღენიშნებოდა ჭრილობები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს ტვინი, დიაფრაგმა, გული, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, თირკმელები და ნაწლავები ჯერ კიდევ ადგილზე ჰქონდა - ეს უცნაურია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ძველ ეგვიპტეში მუმიფიკაციის კლასიკური მეთოდი მოიცავდა ყველა ასეთი ორგანოს ამოღებას, გარდა გულისა.

დადგინდა ისიც, რომ ქალის სიმაღლე 1, 54 მეტრი იყო. აწუხებდა ხერხემლის მსუბუქი ართრიტი, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გაურკვეველია. რაც შეეხება მისი სახის გამომეტყველებას, კვლევის თანახმად, ეს გვამური სპაზმის ნიშანია - კუნთების გამკვრივების იშვიათი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია ძალადობრივ სიკვდილთან, ეს გულისხმობს, რომ ქალი გარდაიცვალა ყვირილით, რაც აგონიას და ძლიერ ტკივილს უნდა გამოეწვია. მისი მუმიფიკაცია, სავარაუდოდ, გარდაცვალებიდან 18 საათის შემდეგ დაიწყეს...

წყარო