სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კურორტი "მოჩვენება" - შოვი: სტიქიიდან 1 წლის შემდეგ
09:41 / 03-08-2024
კურორტი "მოჩვენება" - შოვი: სტიქიიდან 1 წლის შემდეგ
09:41 / 03-08-2024

2023 წელი

2 აგ­ვის­ტო

მშვი­დი, ნა­თე­ლი დღე იყო, მაგ­რამ სა­ღა­მოს, რო­გორც მთა­ში იცის ხოლ­მე, უცებ მო­იღ­რუბ­ლა და გაწ­ვიმ­და... ძლი­ე­რი წვი­მა იყო... ხში­რი და მო­ნო­ტო­ნუ­რი. დამ­სვე­ნებ­ლე­ბით იყო სავ­სე გლო­ლაც და შო­ვიც... რო­გორც უცებ გაწ­ვიმ­და, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­ი­ღო. ღამე მშვი­დი იყო....

3 აგ­ვის­ტო

მზი­ა­ნი დილა გა­თენ­და, რო­გორც ნაწ­ვი­მარ­ზე იცის ხოლ­მე, ბრჭყვი­ა­ლებ­და ირ­გვლივ ყვე­ლა­ფე­რი. უთე­ნია უკვე ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლით აივ­სო არე­მა­რე. ვინ ნაწ­ვი­მარ­ზე ტყე­ში გამ­რავ­ლე­ბუ­ლი სო­კოს საკ­რე­ფად მი­ე­შუ­რე­ბო­და, ვინ ბავ­შვებს "სან­სეტ შო­ვის" მიმ­დე­ბა­რედ ასე­ირ­ნებ­და, ვინ მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის და­სა­ლე­ვად მი­დი­ო­და, ვი­ღაც კი­დევ ბუ­ბას­წყლის ხე­ო­ბა­ში ლაშ­ქრო­ბას გეგ­მავ­და...

2023 წლის 3 აგ­ვის­ტო, და­ახ­ლო­ბით, 14:00 სა­ა­თი

2023 წელი, 3 აგ­ვის­ტო. სტი­ქი­ამ­დე სულ ცოტა რჩე­ბა. 6 წლის თომა სას­ტუმ­რო "სან­სეტ შო­ვის" მიმ­დე­ბა­რედ თა­მა­შობს

ირ­გვლივ ზა­ფხუ­ლის ლა­მა­ზი დღე ჩახ­ჩა­ხებ­და და არა­ფე­რი, სულ არა­ფე­რი მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ცოტა ხან­ში უც­ნა­უ­რი, ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ხმა და­ფა­რავ­და შოვ­სა და მიმ­დე­ბა­რე არე­მა­რეს, ხმას თან ტა­ლა­ხის წამ­ლე­კა­ვი მდი­ნა­რე­ე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და...

"არ ვიცი, ეს სა­ში­ნე­ლი ხმა რას შე­ვა­და­რო, თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ცი­დან ის­მო­და, ვი­ფიქ­რე, თვითმფრი­ნავ­მა გა­და­იფ­რი­ნა ძა­ლი­ან დაბ­ლა - მეთ­ქი, ამი­ტომ ცის­კენ და­ვი­წყე ყუ­რე­ბა, თუმ­ცა ცა მოწ­მენ­დი­ლი იყო, არა­ფე­რი ჩან­და, მერე მთის­კენ გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე უზარ­მა­ზა­რი ნაძ­ვე­ბი რო­გორ მო­ცე­ლი­ლი­ვით ეცე­მოდ­ნენ... მა­შინ გვი­ფიქ­რე, - მე­წყე­რი ჩამ­წვა-მეთ­ქი, ღვარ­ცო­ფი თუ იყო, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი...“ - ჰყვე­ბო­და სტი­ქი­ას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი გიო ადა­მია მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე. ის 6 წლის შვილ­თან - თო­მას­თან ერ­თად გლო­ლა­ში 2 აგ­ვის­ტოს ჩა­ვი­და. 3-ში კი მამა-შვი­ლი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად წა­ვიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ფე­რი მათ თვალ­წინ მოხ­და... ეს ფო­ტო­ე­ბი გიომ სტი­ქი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­და­ი­ღო...

“ეს ბოლო ორი კად­რი სტი­ქი­ამ­დე 10 წუ­თით ად­რეა გა­და­ღე­ბუ­ლი. ამის მერე მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი და ფო­ტო­ებს ვგზავ­ნი­დი და... ასე და­ი­წყო... მად­ლო­ბა კი­დევ ერთხელ იმ მო­ხა­ლი­სე გმი­რებს - 6 ადა­მი­ანს, ვინც მე­წყე­რი­დან გა­მოგ­ვიყ­ვა­ნა...“ - გვე­უბ­ნე­ბა გიო თავს გა­დახ­დე­ნი­ლი უბე­დუ­რე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ. მან ტა­ლა­ხის ტალ­ღას სას­წა­უ­ლად და­აღ­წია თავი, თან ისე, რომ შვი­ლის გა­დარ­ჩე­ნაც შეძ­ლო...

"ყვე­ლა­ფე­რი ტა­ლახ­ში იყო. სა­ში­ნე­ლად ცი­ო­და. ბავ­შვი კან­კა­ლებ­და. ხე იდგა რა­ღაც, იმ ხეს­თან მივ­ღოღ­დი, თომა შე­მოვ­სვი ზედ და და­ვი­წყე რეკ­ვა 112-ში, ახ­ლობ­ლებ­თან“… ეს ფოტო სწო­რედ ამ მო­მენტს ასა­ხავს.

გიოს და სტი­ქი­ა­გა­და­ტა­ნილ ადა­მი­ა­ნებს დღეს ამ ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბა აღარ სურთ... ვერც გა­ამ­ტყუ­ნებ...

შო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ა­თის­თვის გა­აქ­ტი­ურ­და. მთი­დან წა­მო­სულ­მა ღვარ­ცო­ფულ­მა მა­სამ შო­ვის ტე­რი­ტო­რია თით­ქმის სრუ­ლად და­ფა­რა. გა­ნად­გურ­და და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. ღვარ­ცოფ­მა წა­ი­ღო კო­ტე­ჯე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო “სან­სეტ შოვი“. ნა­გე­ბო­ბამ შეძ­ლო მა­სის შე­კა­ვე­ბა, რა­მაც ად­გილ­ზე მყო­ფებს ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა.

სტი­ქი­ამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მო­უ­შუ­შე­ბე­ლი და­ნა­კარ­გი და­უ­ტო­ვა ქვე­ყა­ნას. ტრა­გე­დი­ამ 33 ადა­მი­ა­ნის, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვან­თა სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სამ­ძებ­რო- სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 84 დღე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და.

  • 15:00 სა­ათ­ზე მყინ­ვა­რებ­ზე “თბი­ლი­სა“ და “ბუბა“ სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­რე­მოს ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ სა­ტე­ლი­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბუ­ბას­წყლის ხე­ო­ბა­ში 500 000 მ³ კლდეზ­ვა­ვუ­რი მასა ჩა­მო­ი­შა­ლა. მო­წყდა და­ახ­ლო­ე­ბით 62 ჰა-ზე გაშ­ლი­ლი მყინ­ვა­რუ­ლი მასა.
  • 16:00 სა­ათ­ზე კუ­რორტ შოვ­ში, მჟა­ვე წყლებ­თან მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა.
  • პირ­ვე­ლი­ვე წუთ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია “სან­სეტ შოვ­ში“ დამ­სვე­ნე­ბელ­თა შე­სა­ხებ. ერთ -ერ­თმა იქ მყოფ­მა პირ­და­პი­რი ეთე­რი ჩარ­თო, სა­დაც ჩან­და, რომ მასა ნა­გე­ბო­ბამ შე­ა­კა­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ ჩარ­ჩე­ნილ­თა ევა­კუ­ი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.
  • 18:55 სა­ათ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში უკვე შე­სუ­ლი იყო არა­ერ­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შოვ­ში მი­წის მა­სის ჩა­მოშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კო­ტე­ჯებ­ში მცხოვ­რე­ბი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი და პერ­სო­ნა­ლი იძებ­ნე­ბო­და.
  • 21:30 სა­ათ­ზე სტი­ქი­ის ზო­ნა­ში ორი ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი იპო­ვეს.
  • სა­მაშ­ვე­ლო- სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი სამ თვე­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. ყო­ველ დღე ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლის შე­სა­ხებ.

რა ხდე­ბა დღეს შოვ­ში? - კუ­რორ­ტი, რო­მე­ლიც 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს 15:00 სა­ა­თამ­დე სი­ცო­ცხლით იყო სავ­სე, ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი ავ­სებ­და არე­მა­რეს და ჰა­ერ­ში სი­ცო­ცხლის სი­ხა­რუ­ლი ტრი­ა­ლებ­და, დღეს უკაც­რი­ელ ად­გი­ლად არის ქცე­უ­ლი, იქ, სა­დაც მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ნაძ­ვე­ბი და ფიჭ­ვე­ბი იდგა და სიმწვა­ნე­ში იყო ყვე­ლა­ფე­რი ჩაფ­ლუ­ლი, ახლა ქვა-ღორ­ღის სამ­ფლო­ბე­ლოა... რა­ჭის "მარ­გა­ლი­ტი" გამ­ქრა­ლია...

სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზონა1 წლის შემ­დეგ

ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

"სან­სეტ შო­ვის" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია

00:00 / 00:00
ავტორი:

კურორტი "მოჩვენება" - შოვი: სტიქიიდან 1 წლის შემდეგ

კურორტი "მოჩვენება" - შოვი: სტიქიიდან 1 წლის შემდეგ

2023 წელი

2 აგვისტო

მშვიდი, ნათელი დღე იყო, მაგრამ საღამოს, როგორც მთაში იცის ხოლმე, უცებ მოიღრუბლა და გაწვიმდა... ძლიერი წვიმა იყო... ხშირი და მონოტონური. დამსვენებლებით იყო სავსე გლოლაც და შოვიც... როგორც უცებ გაწვიმდა, ასევე მოულოდნელად გადაიღო. ღამე მშვიდი იყო....

3 აგვისტო

მზიანი დილა გათენდა, როგორც ნაწვიმარზე იცის ხოლმე, ბრჭყვიალებდა ირგვლივ ყველაფერი. უთენია უკვე ბავშვების ჟრიამულით აივსო არემარე. ვინ ნაწვიმარზე ტყეში გამრავლებული სოკოს საკრეფად მიეშურებოდა, ვინ ბავშვებს "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ასეირნებდა, ვინ მინერალური წყლის დასალევად მიდიოდა, ვიღაც კიდევ ბუბასწყლის ხეობაში ლაშქრობას გეგმავდა...

2023 წლის 3 აგვისტო, დაახლობით, 14:00 საათი

2023 წელი, 3 აგვისტო. სტიქიამდე სულ ცოტა რჩება. 6 წლის თომა სასტუმრო "სანსეტ შოვის" მიმდებარედ თამაშობს

ირგვლივ ზაფხულის ლამაზი დღე ჩახჩახებდა და არაფერი, სულ არაფერი მიანიშნებდა, რომ ცოტა ხანში უცნაური, ავისმომასწავებელი ხმა დაფარავდა შოვსა და მიმდებარე არემარეს, ხმას თან ტალახის წამლეკავი მდინარეები მოჰყვებოდა...

"არ ვიცი, ეს საშინელი ხმა რას შევადარო, თავიდან მეგონა, რომ ციდან ისმოდა, ვიფიქრე, თვითმფრინავმა გადაიფრინა ძალიან დაბლა - მეთქი, ამიტომ ცისკენ დავიწყე ყურება, თუმცა ცა მოწმენდილი იყო, არაფერი ჩანდა, მერე მთისკენ გავიხედე და დავინახე უზარმაზარი ნაძვები როგორ მოცელილივით ეცემოდნენ... მაშინ გვიფიქრე, - მეწყერი ჩამწვა-მეთქი, ღვარცოფი თუ იყო, თავიდან ვერ მივხვდი...“ - ჰყვებოდა სტიქიას სასწაულებრივად გადარჩენილი გიო ადამია მომხდარიდან მალევე. ის 6 წლის შვილთან - თომასთან ერთად გლოლაში 2 აგვისტოს ჩავიდა. 3-ში კი მამა-შვილი შოვის დასათვალიერებლად წავიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მათ თვალწინ მოხდა... ეს ფოტოები გიომ სტიქიამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაიღო...

“ეს ბოლო ორი კადრი სტიქიამდე 10 წუთით ადრეა გადაღებული. ამის მერე მანქანაში ჩავჯექი და ფოტოებს ვგზავნიდი და... ასე დაიწყო... მადლობა კიდევ ერთხელ იმ მოხალისე გმირებს - 6 ადამიანს, ვინც მეწყერიდან გამოგვიყვანა...“ - გვეუბნება გიო თავს გადახდენილი უბედურებიდან 1 წლის შემდეგ. მან ტალახის ტალღას სასწაულად დააღწია თავი, თან ისე, რომ შვილის გადარჩენაც შეძლო...

"ყველაფერი ტალახში იყო. საშინელად ციოდა. ბავშვი კანკალებდა. ხე იდგა რაღაც, იმ ხესთან მივღოღდი, თომა შემოვსვი ზედ და დავიწყე რეკვა 112-ში, ახლობლებთან“… ეს ფოტო სწორედ ამ მომენტს ასახავს.

გიოს და სტიქიაგადატანილ ადამიანებს დღეს ამ ამბების გახსენება აღარ სურთ... ვერც გაამტყუნებ...

შოვის ტერიტორიაზე სტიქიური პროცესები 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის გააქტიურდა. მთიდან წამოსულმა ღვარცოფულმა მასამ შოვის ტერიტორია თითქმის სრულად დაფარა. განადგურდა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. ღვარცოფმა წაიღო კოტეჯები, დააზიანა ადგილზე არსებული სასტუმრო “სანსეტ შოვი“. ნაგებობამ შეძლო მასის შეკავება, რამაც ადგილზე მყოფებს ტერიტორიის დატოვების საშუალება მისცა.

სტიქიამ წარმოუდგენელი და მოუშუშებელი დანაკარგი დაუტოვა ქვეყანას. ტრაგედიამ 33 ადამიანის, მათ შორის მცირეწლოვანთა სიცოცხლე შეიწირა. სამძებრო- სამაშველო სამუშაოები 84 დღეზე მეტხანს გაგრძელდა.

  • 15:00 საათზე მყინვარებზე “თბილისა“ და “ბუბა“ სტიქიური მოვლენები გააქტიურდა. მოგვიანებით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სატელიტური მონაცემების საფუძველზე განაცხადა, რომ ბუბასწყლის ხეობაში 500 000 მ³ კლდეზვავური მასა ჩამოიშალა. მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა.
  • 16:00 საათზე კურორტ შოვში, მჟავე წყლებთან მეწყერი ჩამოწვა.
  • პირველივე წუთში გავრცელდა ინფორმაცია “სანსეტ შოვში“ დამსვენებელთა შესახებ. ერთ -ერთმა იქ მყოფმა პირდაპირი ეთერი ჩართო, სადაც ჩანდა, რომ მასა ნაგებობამ შეაკავა. მოგვიანებით იქ ჩარჩენილთა ევაკუირება განხორციელდა.
  • 18:55 საათზე საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში უკვე შესული იყო არაერთი შეტყობინება შოვში მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით. კოტეჯებში მცხოვრები დამსვენებლები და პერსონალი იძებნებოდა.
  • 21:30 საათზე სტიქიის ზონაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
  • სამაშველო- სამძებრო სამუშაოები სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ყოველ დღე ვრცელდებოდა ცნობები ახალი გარდაცვლილის შესახებ.

რა ხდება დღეს შოვში? - კურორტი, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს 15:00 საათამდე სიცოცხლით იყო სავსე, ბავშვების ჟრიამული ავსებდა არემარეს და ჰაერში სიცოცხლის სიხარული ტრიალებდა, დღეს უკაცრიელ ადგილად არის ქცეული, იქ, სადაც მრავალწლოვანი ნაძვები და ფიჭვები იდგა და სიმწვანეში იყო ყველაფერი ჩაფლული, ახლა ქვა-ღორღის სამფლობელოა... რაჭის "მარგალიტი" გამქრალია...

სტიქიური უბედურების ზონა1 წლის შემდეგ

ფოტორეპორტაჟი

"სანსეტ შოვის" მიმდებარე ტერიტორია