მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა - პატიმრობის ვადის ათვლა განჩინების გამოცხადების მომენტიდან დაიწყო
საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა - პატიმრობის ვადის ათვლა განჩინების გამოცხადების მომენტიდან დაიწყო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თა­ში ბრალ­დე­ბულ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლით მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

მო­სა­მარ­თლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­მარ­ტა.

„სა­სა­მარ­თლოს მი­აჩ­ნია, რომ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი საფრ­თხე­ე­ბი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ საქ­მის გან­ხილ­ვა თა­ვი­დან და­ი­წყო, და­სა­კი­თხი არი­ან მოწ­მე­ე­ბი, არ­სე­ბობს მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ნად­გუ­რე­ბის, ასე­ვე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნია და ად­გილ­ზე თათ­ბი­რით სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ე­ფარ­დოს პა­ტიმ­რო­ბა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბის ვა­დის ათ­ვლა და­ი­წყოს გან­ჩი­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის მო­მენ­ტი­დან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯინ­ჯო­ლი­ამ.

დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე საქ­მის პრო­კუ­რორ­მა გრო­გოლ ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა, ვი­ნა­ი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ხე­ლა­ხა­ლი გა­მოკ­ვლე­ვა და მოწ­მე­თა ხე­ლა­ხა­ლი და­კი­თხვა იწყე­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის­გან მი­მალ­ვის, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის საფრ­თხე არ­სე­ბობს, რის გა­მოც, მის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას დაც­ვის მხა­რე არ და­ე­თან­ხმა და რო­გორც ად­ვო­კატ­მა ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი შეკ­ვე­თაა. ად­ვო­კატს მი­აჩ­ნია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შიში გა­უჩ­ნდა.

ბექა ბა­სი­ლა­ი­ამ მო­სა­მარ­თლეს და­სა­ბუ­თე­ბა სთხო­ვა, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"რით და­სა­ბუთ­დე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას მო­ახ­დენს? იცით, ხომ რომ "ვი­ვა­მედ­შია" მო­თავ­სე­ბუ­ლი. აივ­ნი­დან გა­დას­ძა­ხებს, თუ ად­ვო­კა­ტებს დაგ­ვა­ვა­ლებს? თუ მედ­პერ­სო­ნა­ლი, ბად­რა­გის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩა­ი­დენს ამას? პა­ლა­ტა­ში მი­ი­მა­ლე­ბა? თქვენ და­სა­ბუ­თე­ბად თქვით, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ პა­ტიმ­რო­ბა უნდა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმის გამო, რომ არ მი­ი­მა­ლოს, საფრ­თხე­ე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლეთ. „ვი­ვა­მედ­ში“ მო­თავ­სე­ბუ­ლი, ბად­რა­გი­რე­ბის ქვეშ მყო­ფი პირი რო­გორ უნდა მი­ი­მა­ლოს? საღი აზ­რის დო­ნე­ზე, რო­გორ უნდა ვთქვათ, ადა­მი­ანს კი­დევ სამი წელი რომ აქვს მო­სახ­დე­ლი - „ვი­ვა­მე­დი­დან“ , მა­გა­ლი­თად, თო­კებს ჩა­მოჰ­ფენს, თუ ბად­რა­გე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ მის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას?"- გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არც ერთ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა არ ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. ის მხო­ლოდ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით იხ­დის სას­ჯელს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 2021 წლის პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს და­ი­წყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ბრალ­დე­ბა კი­დევ 4 პირს - ელ­გუ­ჯა ცო­მა­ი­ას, ზუ­რაბ და შალ­ვა წო­წო­რი­ებ­სა და გი­ორ­გი ნა­რი­მა­ნი­ძეს აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ისი­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა - პატიმრობის ვადის ათვლა განჩინების გამოცხადების მომენტიდან დაიწყო

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა - პატიმრობის ვადის ათვლა განჩინების გამოცხადების მომენტიდან დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან“, - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ.

დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.

აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა.

ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

"რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ "ვივამედშია" მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება? თქვენ დასაბუთებად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ არ მიიმალოს, საფრთხეები ჩამოთვალეთ. „ვივამედში“ მოთავსებული, ბადრაგირების ქვეშ მყოფი პირი როგორ უნდა მიიმალოს? საღი აზრის დონეზე, როგორ უნდა ვთქვათ, ადამიანს კიდევ სამი წელი რომ აქვს მოსახდელი - „ვივამედიდან“ , მაგალითად, თოკებს ჩამოჰფენს, თუ ბადრაგები განახორციელებენ მის გათავისუფლებას?"- განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არც ერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

წაიკითხეთ ასევე: