საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5-7 აგვისტოს "პალიტრა L-ი" ფოთსა და ზუგდიდს ესტუმრება და მკითხველებს საუკეთესო აქციებს შესთავაზებს
5-7 აგვისტოს "პალიტრა L-ი" ფოთსა და ზუგდიდს ესტუმრება და მკითხველებს საუკეთესო აქციებს შესთავაზებს

„პა­ლიტ­რა L-ის“ სა­ზა­ფხუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს შემ­დე­გი გა­ჩე­რე­ბე­ბი ფოთი და ზუგ­დი­დი იქ­ნე­ბა.

5 აგ­ვის­ტოს გა­მომ­ცემ­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რებ­თან ერ­თად ფოთს ეწ­ვე­ვა და ბიბ­ლი­ო­თე­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვას გა­მარ­თავს. ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში გა­მო­ფე­ნის სტუმ­რე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით ისარ­გებ­ლე­ბენ. ფას­დაკ­ლე­ბებ­თან ერ­თად, დაგ­ხვდე­ბათ სა­ჩუქ­რე­ბი და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა "1+1"; "3 წიგ­ნი 10 ლა­რად" და სხვა. ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა 13:00 სა­ათ­ზე და 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

6-7 აგ­ვის­ტოს „პა­ლიტ­რა L-ი“ უკვე ზუგ­დიდს ეს­ტუმ­რე­ბა და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე უმას­პინ­ძლებს მკი­თხვე­ლებს, რო­მელ­თაც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, იმა­ვე აქ­ცი­ე­ბით ისარ­გებ­ლონ.

„პა­ლიტ­რა L-ის“ ტურ­ნეს მი­ზა­ნია რო­გორც წიგ­ნი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა, ისე გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, რის­თვი­საც გა­მომ­ცემ­ლო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პრო­ექ­ტით „მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რა“. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მკი­თხველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, მა­კუ­ლა­ტუ­რა ახალ გა­მო­ცე­მებ­ში გა­დაც­ვა­ლოს, ამ­გვა­რად გა­ნა­ახ­ლოს ბიბ­ლი­ო­თე­კა და და­იც­ვას გა­რე­მო.

მა­კუ­ლა­ტუ­რის წიგ­ნებ­ში გა­დაც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც ფოთ­ში, ისე ზუგ­დიდ­ში, ამის­თვის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კუ­თხე მო­ე­წყო­ბა.

გარ­და ამი­სა, ფო­თი­სა და ზუგ­დი­დის ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში „პა­ლიტ­რა L-ს“ და­გეგ­მი­ლი აქვს სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი და დის­კუ­სი­ე­ბი.

არ გა­მო­ტო­ვოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოთ ზა­ფხუ­ლის მთა­ვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

5-7 აგვისტოს "პალიტრა L-ი" ფოთსა და ზუგდიდს ესტუმრება და მკითხველებს საუკეთესო აქციებს შესთავაზებს

5-7 აგვისტოს "პალიტრა L-ი" ფოთსა და ზუგდიდს ესტუმრება და მკითხველებს საუკეთესო აქციებს შესთავაზებს

„პალიტრა L-ის“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს შემდეგი გაჩერებები ფოთი და ზუგდიდი იქნება.

5 აგვისტოს გამომცემლობა თანამედროვე ავტორებთან ერთად ფოთს ეწვევა და ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე წიგნების გამოფენა-გაყიდვას გამართავს. ტურნეს ფარგლებში გამოფენის სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ჩვენი ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა "1+1"; "3 წიგნი 10 ლარად" და სხვა. ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე და 19:00 საათამდე გაგრძელდება.

6-7 აგვისტოს „პალიტრა L-ი“ უკვე ზუგდიდს ესტუმრება და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12:00-დან 18:00 საათამდე უმასპინძლებს მკითხველებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, იმავე აქციებით ისარგებლონ.

„პალიტრა L-ის“ ტურნეს მიზანია როგორც წიგნიერების ამაღლება და წიგნზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისე გარემოზე ზრუნვის პოპულარიზაცია, რისთვისაც გამომცემლობა მთელი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი იქნება პროექტით „მაკულიტერატურა“. პროექტის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს, მაკულატურა ახალ გამოცემებში გადაცვალოს, ამგვარად განაახლოს ბიბლიოთეკა და დაიცვას გარემო.

მაკულატურის წიგნებში გადაცვლა შესაძლებელი იქნება როგორც ფოთში, ისე ზუგდიდში, ამისთვის გამოფენა-გაყიდვაზე სპეციალური კუთხე მოეწყობა.

გარდა ამისა, ფოთისა და ზუგდიდის ტურნეს ფარგლებში „პალიტრა L-ს“ დაგეგმილი აქვს სახალისო აქტივობები და დისკუსიები.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოთ ზაფხულის მთავარ ლიტერატურულ ღონისძიებაში.