მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - "მეტროპოლ ბაგების" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - "მეტროპოლ ბაგების" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ვა­კი­სა და წყნე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე, ბა­გებ­ში, ახა­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სი მალე მო­ბი­ნად­რე­ე­ბით შე­ივ­სე­ბა. „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“ მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ბოლო დე­ტა­ლე­ბი რჩე­ბა. მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ბი­ნებს 2025 წლის და­სა­წყის­ში ჩა­ი­ბა­რე­ბენ.

14-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ვა­კე­ში, წყნე­თი­სა და ნა­ფეტვრე­ბის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ობს. ეს ად­გი­ლი ქა­ლაქ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო ზო­ნად მი­იჩ­ნე­ვა. პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გან­ლა­გე­ბა, მზის ბუ­ნებ­რივ სი­ნათ­ლე­ზე აქ­ცენ­ტით, მო­ბი­ნად­რე­ე­ბის­თვის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბაა. პირ­ველ რიგ­ში, იქ­მნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მო და ამას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცირ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ნა­ხარ­ჯე­ბი.

კომ­პლექ­სი დას­კვნით ფა­ზა­შია და ბი­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვე რჩე­ბა.

ტატო მა­ჩა­ბე­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რი: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ სულ მალე ჩვე­ნი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი თა­ვი­ანთ ბი­ნებს ჩა­ი­ბა­რე­ბენ. სა­ბო­ლოო დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი რჩე­ბა. ამ დრო­ი­სათ­ვის მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­ნო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ვიტ­რა­ჟუ­ლია, რა­საც შუ­შის ღია აივ­ნე­ბი ემა­ტე­ბა.

ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს და მალე დამ­თავ­რდე­ბა შიდა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის მონ­ტა­ჟიც. ასე რომ, მო­ბი­ნად­რე­ე­ბი ძა­ლი­ან მალე შე­სახ­ლდე­ბი­ან კუთ­ვნილ ბი­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ერ­თად ჩა­ვი­ფიქ­რეთ და შემ­დეგ რე­ა­ლო­ბად ვაქ­ცი­ეთ. ბი­ნებს, და­პი­რე­ბი­სა­მებრ, 2025 წლის და­სა­წყის­ში ჩა­ვა­ბა­რებთ თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით. გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ, ჩვე­ნი სხვა პრო­ექ­ტე­ბის მსგავ­სად, „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბიც“ გა­მორ­ჩე­უ­ლია თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რით, მშე­ნებ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით და კომ­ფორ­ტუ­ლი ბი­ნე­ბით. იმე­დი გვაქვს, ამას მალე ჩვე­ნი მო­ბი­ნად­რე­ე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ“.

14-სარ­თუ­ლი­ან შე­ნო­ბა­ში, სულ, 96 ბი­ნაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ფარ­თი 54.2 მ2-ით იწყე­ბა, მაქ­სი­მუ­მი 107.5 მ-ია, ჭე­რის სი­მაღ­ლე კი - 3 მ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სარ­თუ­ლი კო­მერ­ცი­ულ და სა­ო­ფი­სე ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ეთ­მო­ბა. მი­წის­ქვეშ მო­წყო­ბი­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­სად­გო­მი. „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“ მცხოვ­რებ­ლე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე, უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით გა­მორ­ჩე­უ­ლი KONE-ს ბრენ­დის ლიფ­ტით ისარ­გებ­ლე­ბენ. შე­ნო­ბა სრუ­ლად აღი­ჭურ­ვე­ბა ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მით, მათ შო­რის ჰოლი, დე­რეფ­ნე­ბი, კიბე და კი­ბის უჯრე­დე­ბი.

„მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“ სამ­შე­ნებ­ლო ინ­დუსტრი­ის უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბით და­ი­გეგ­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბა, ჭკვი­ა­ნი სახ­ლის სის­ტე­მა, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გია.

ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და გამ­ძლე მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი სა­ი­მე­დო, მო­ნო­ლი­თუ­რი ჩარ­ჩოს მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ით აშენ­და. ისე­ვე რო­გორც „მეტ­რო­პო­ლის“ სხვა პრო­ექ­ტებ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­შიც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის კომ­პო­ნენ­ტი. სწო­რედ ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ქვა­ბამ­ბით დათ­ბუ­ნე­ბა. ეს არის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რად იცავს გარე კლი­მა­ტი­სა­გან, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თაა და არ შე­ი­ცავს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბებს.

უკვე და­წყე­ბუ­ლია და ამ დრო­ი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რად სრულ­დე­ბა შიდა სა­მუ­შა­ო­ე­ბიც. შე­ირ­ჩა პემ­ზა ბლო­კი, რო­მე­ლიც ბი­ნა­ში მეტ კომ­ფორ­ტსა და სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნის. პა­რა­ლე­ლუ­რად, შიდა კედ­ლე­ბი პერ­ლი­ტის შემ­ცვე­ლი მა­სა­ლით ილე­სე­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, თბო­გამ­ტა­რი­ა­ნო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­შობს ხმა­ურს.

სა­ცხოვ­რე­ბელ ფარ­თებს მო­ბი­ნად­რე­ე­ბი თეთ­რი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბით იბა­რე­ბენ. ეს გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: მო­ჭი­მულ ია­ტაკს, გა­ლე­სილ კედ­ლებს, შიდა ტიხ­რებს, ყინ­ვა­გამ­ძლე კე­რა­მი­კუ­ლი ფი­ლე­ბით მო­პირ­კე­თე­ბულ აი­ვანს, ლი­თო­ნის შე­სას­ვლელ კარს, ალუ­მი­ნის ფან­ჯრე­ბი­სა და აივ­ნის კა­რე­ბის მონ­ტაჟს, შიდა კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს (ელექტრო­ე­ნერ­გია, გაზი და წყალ­მო­მა­რა­გე­ბა).

რაც შე­ე­ხე­ბა გარე ტე­რი­ტო­რი­ას, ფუნ­ქცი­უ­რად და­იტ­ვირ­თა ეზო. კე­თილ­მო­წყო­ბილ, გამ­წვა­ნე­ბულ სივ­რცე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს სა­ბავ­შვო სა­თა­მა­შო მო­ე­დან­სა და მო­სას­ვე­ნე­ბელ სკვე­რებს. ეზოს შე­სას­ვლე­ლი კი ბა­რი­ე­რით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, მთე­ლი პე­რი­მეტ­რი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­მე­რე­ბით გა­კონ­ტროლ­დე­ბა. მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე კო­მერ­ცი­უ­ლი თუ სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სივ­რცე­ე­ბი კი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის კი­დევ უფრო მეტ კომ­ფორ­ტს ქმნის. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი“ კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მქო­ნე უბან­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის გა­ჩე­რე­ბა ერთი წუ­თის სა­ვალ­ზეა. იქი­დან კი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დან­ზე მი­სას­ვლე­ლად მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ავ­ტო­ბუ­სით მხო­ლოდ 25 წუ­თია სა­ჭი­რო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ შე­ნო­ბა ბა­გე­ბის და­სახ­ლე­ბი­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქუ­ჩის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხიდ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სან­დო დე­ვე­ლო­პერს, „მეტ­რო­პოლს“ თბი­ლის­ში ამ დრო­ი­სათ­ვის, „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბის“ გარ­და, კი­დევ ერთი პრო­ექ­ტი აქვს. დე­და­ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე დიდი გამ­წვა­ნე­ბით, კომ­პა­ნია მას­შტა­ბურ კომ­პლექსს ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე აშე­ნებს. ორი 25-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სი ერთი ჰექ­ტა­რი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნით იქ­ნე­ბა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, სა­დაც კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ყვე­ლა დე­ტა­ლია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

„მეტ­რო­პო­ლის“ ფო­კუს­შია ბა­თუ­მიც, სა­დაც დე­ვე­ლო­პე­რი რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“, სა­დაც 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა, 2027 წელს დას­რულ­დე­ბა. ამა­ვე წელს ჩა­ბარ­დე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სი „პა­რა­ლე­ლი“, რო­მე­ლიც ასე­ვე ზღვის­პი­რა ქა­ლაქს შე­ე­მა­ტე­ბა.

უახ­ლო­ეს გეგ­მებ­შია კი­დევ 2 პრო­ექ­ტის და­წყე­ბა. ორ­თა­ჭა­ლა­ში „მეტ­რო­პო­ლი“ მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცის აშე­ნე­ბას იწყებს. კომ­პა­ნია გეგ­მავს სა­ა­გა­რა­კე პრო­ექ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას შინ­დის­ში, სა­დაც დუ­ბა­ის წამ­ყვა­ნი დე­ვე­ლო­პე­რე­ბის პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი შე­იქ­მნე­ბა. შინ­დი­სის პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი კონ­ცეფ­ცია მსოფ­ლი­ო­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე და კომ­ფორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის სტან­დარ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ხუთ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა. ბა­თუმ­ში­ვე იწყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტის „პა­რა­ლე­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახა­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი იქ­ნე­ბა პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - "მეტროპოლ ბაგების" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში - "მეტროპოლ ბაგების" მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ვაკისა და წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებში, ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი მალე მობინადრეებით შეივსება. „მეტროპოლ ბაგების“ მშენებლობის დასრულებამდე ბოლო დეტალები რჩება. მესაკუთრეები ბინებს 2025 წლის დასაწყისში ჩაიბარებენ.

14-სართულიანი შენობა ვაკეში, წყნეთისა და ნაფეტვრების სიახლოვეს მდებარეობს. ეს ადგილი ქალაქში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ზონად მიიჩნევა. პროექტირების ეტაპზევე გათვალისწინებული განლაგება, მზის ბუნებრივ სინათლეზე აქცენტით, მობინადრეებისთვის კიდევ ერთი უპირატესობაა. პირველ რიგში, იქმნება ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემო და ამასთანავე, მნიშვნელოვნად მცირდება ელექტროენერგიის დანახარჯები.

კომპლექსი დასკვნით ფაზაშია და ბინების ჩაბარებამდე რამდენიმე თვე რჩება.

ტატო მაჩაბელი, „მეტროპოლის“ საოპერაციო დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ სულ მალე ჩვენი მესაკუთრეები თავიანთ ბინებს ჩაიბარებენ. საბოლოო დასრულებამდე რამდენიმე კომპონენტი რჩება. ამ დროისათვის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის გარკვეული ნაწილი ვიტრაჟულია, რასაც შუშის ღია აივნები ემატება.

ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მალე დამთავრდება შიდა კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟიც. ასე რომ, მობინადრეები ძალიან მალე შესახლდებიან კუთვნილ ბინებში, რომლებიც ერთად ჩავიფიქრეთ და შემდეგ რეალობად ვაქციეთ. ბინებს, დაპირებისამებრ, 2025 წლის დასაწყისში ჩავაბარებთ თეთრი კარკასის მდგომარეობით. გვეამაყება, რომ, ჩვენი სხვა პროექტების მსგავსად, „მეტროპოლ ბაგებიც“ გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და კომფორტული ბინებით. იმედი გვაქვს, ამას მალე ჩვენი მობინადრეებიც დაადასტურებენ“.

14-სართულიან შენობაში, სულ, 96 ბინაა განთავსებული. ფართი 54.2 მ2-ით იწყება, მაქსიმუმი 107.5 მ-ია, ჭერის სიმაღლე კი - 3 მ. საცხოვრებელი კორპუსის პირველი და მეორე სართული კომერციულ და საოფისე ინფრასტრუქტურას ეთმობა. მიწისქვეშ მოწყობილია თანამედროვე ავტოსადგომი. „მეტროპოლ ბაგების“ მცხოვრებლები თანამედროვე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული KONE-ს ბრენდის ლიფტით ისარგებლებენ. შენობა სრულად აღიჭურვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემით, მათ შორის ჰოლი, დერეფნები, კიბე და კიბის უჯრედები.

„მეტროპოლ ბაგები“ სამშენებლო ინდუსტრიის უახლესი ტენდენციებით დაიგეგმა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ენერგოეფექტურობა, ჭკვიანი სახლის სისტემა, თანამედროვე სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაქსიმალური მონიტორინგია.

ეკოლოგიურად სუფთა და გამძლე მასალების გამოყენებით, საცხოვრებელი კორპუსი საიმედო, მონოლითური ჩარჩოს მშენებლობის ტექნოლოგიით აშენდა. ისევე როგორც „მეტროპოლის“ სხვა პროექტებში, ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი. სწორედ ახლა მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსის ქვაბამბით დათბუნება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მასალა, რომელიც მაქსიმალურად იცავს გარე კლიმატისაგან, ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

უკვე დაწყებულია და ამ დროისათვის აქტიურად სრულდება შიდა სამუშაოებიც. შეირჩა პემზა ბლოკი, რომელიც ბინაში მეტ კომფორტსა და სიმყუდროვეს ქმნის. პარალელურად, შიდა კედლები პერლიტის შემცველი მასალით ილესება, რომელიც, თავის მხრივ, თბოგამტარიანობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მაქსიმალურად ახშობს ხმაურს.

საცხოვრებელ ფართებს მობინადრეები თეთრი კარკასის მდგომარეობით იბარებენ. ეს გულისხმობს შემდეგს: მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შიდა ტიხრებს, ყინვაგამძლე კერამიკული ფილებით მოპირკეთებულ აივანს, ლითონის შესასვლელ კარს, ალუმინის ფანჯრებისა და აივნის კარების მონტაჟს, შიდა კომუნიკაციებს (ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება).

რაც შეეხება გარე ტერიტორიას, ფუნქციურად დაიტვირთა ეზო. კეთილმოწყობილ, გამწვანებულ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო სათამაშო მოედანსა და მოსასვენებელ სკვერებს. ეზოს შესასვლელი კი ბარიერით არის აღჭურვილი. ამასთანავე, მთელი პერიმეტრი 24 საათის განმავლობაში კამერებით გაკონტროლდება. მრავალფუნქციური კომპლექსის სიახლოვეს მდებარე კომერციული თუ სოციალიზაციის სივრცეები კი ცხოვრებისათვის კიდევ უფრო მეტ კომფორტს ქმნის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „მეტროპოლ ბაგები“ კარგად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მქონე უბანში მდებარეობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ერთი წუთის სავალზეა. იქიდან კი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისასვლელად მუნიციპალური ავტობუსით მხოლოდ 25 წუთია საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან ახლოს მდებარეობს.

ერთ-ერთ ყველაზე სანდო დეველოპერს, „მეტროპოლს“ თბილისში ამ დროისათვის, „მეტროპოლ ბაგების“ გარდა, კიდევ ერთი პროექტი აქვს. დედაქალაქში ყველაზე დიდი გამწვანებით, კომპანია მასშტაბურ კომპლექსს ქავთარაძის ქუჩაზე აშენებს. ორი 25-სართულიანი კორპუსი ერთი ჰექტარი სარეკრეაციო ზონით იქნება გარშემორტყმული, სადაც კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა დეტალია გათვალისწინებული.

„მეტროპოლის“ ფოკუსშია ბათუმიც, სადაც დეველოპერი რამდენიმე პროექტს ახორციელებს. „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება, 2027 წელს დასრულდება. ამავე წელს ჩაბარდება საცხოვრებელი კომპლექსი „პარალელი“, რომელიც ასევე ზღვისპირა ქალაქს შეემატება.

უახლოეს გეგმებშია კიდევ 2 პროექტის დაწყება. ორთაჭალაში „მეტროპოლი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი სივრცის აშენებას იწყებს. კომპანია გეგმავს სააგარაკე პროექტის მშენებლობას შინდისში, სადაც დუბაის წამყვანი დეველოპერების პრაქტიკის გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული საცხოვრებელი სივრცეები შეიქმნება. შინდისის პროექტის მთავარი კონცეფცია მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე და კომფორტული კომპლექსის სტანდარტებზე იქნება მორგებული.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ხუთ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება. ბათუმშივე იწყება ახალი პროექტის „პარალელის“ მშენებლობა, რომელიც ახალი საცხოვრებელი კორპუსი იქნება პანორამული ხედებით.

NS