მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია სულამანიძე გაწირეს... ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ე.წ. სუპერვაიზერმა არ დაანება, მსაჯი მის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი?
"ილია სულამანიძე გაწირეს... ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ე.წ. სუპერვაიზერმა არ დაანება, მსაჯი მის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი?

გუ­შინ­დე­ლი დრა­მა­ტუ­ლი ფი­ნა­ლი სრუ­ლი­ად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლო­სა­ნი გახ­და. მთე­ლი ბრძო­ლა ქარ­თველს მიჰ­ყავ­და, ბოლო წა­მე­ბამ­დე ვა­ზა­რით იგებ­და კი­დეც, თუმ­ცა ბოლო 12 წამ­ში მი­ღე­ბუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გამო ის შეხ­ვედ­რი­დან მოხ­სნეს.

  • სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა გო­დუ­ა­ძე, რო­მე­ლიც სა­ფეხ­ბურ­თო თე­მა­ზე რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის ავ­ტო­რია, წერს, რომ სუ­ლა­მა­ნი­ძე იმ­სა­ხუ­რებ­და გა­მარ­ჯვე­ბას და ის ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ გა­წი­რა.

"ის, რაც დღეს შე­ემ­თხვა ილია სუ­ლა­მა­ნი­ძეს, ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის კი არა, ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის ტრა­გე­დი­აა. რა დროც უნდა გა­ვი­დეს, ყო­ველ­თვის ვი­ტყვი და დავ­წერ, რომ 2024 წლის 1 აგ­ვის­ტოს, პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნალ­ში, ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე გა­წი­რეს. ფი­ნა­ლის მო­გე­ბა მას მსაჯ­მა კი არა, ზემ­დგომ­მა, ეგ­რეთ წო­დე­ბულ­მა სუ­პერ­ვა­ი­ზერ­მა არ და­ა­ნე­ბა. სწო­რედ მისი დი­რექ­ტი­ვით, ტა­ტა­მის რე­ფე­რიმ ქარ­თვე­ლი, ფი­ნა­ლის დამ­თავ­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე, მე­სა­მედ გა­აფრ­თხი­ლა და გა­ნაღ­დე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ოქ­როს მე­და­ლი და­ათ­მო­ბი­ნა. ხაზ­გას­მით ვამ­ბობ, სუ­პერ­ვა­ი­ზე­რის დი­რექ­ტი­ვის შემ­დეგ, თა­ვად უნ­გრე­ლი მსა­ჯი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტის მე­სა­მედ გაფრ­თხი­ლე­ბას არ აპი­რებ­და. ილია ჩემ­პი­ო­ნო­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. პირ­ვე­ლი ორ­თაბ­რძო­ლი­დან და­წყე­ბუ­ლი ფი­ნა­ლის ჩათ­ვლით, ის მშვე­ნივ­რად ჭი­და­ობ­და, ყვე­ლა მე­ტო­ქეს­თან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი იყო.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი სა­ერ­თოდ რე­კორ­დულ დრო­ში მო­ი­გო, პა­რიზ­ში ილი­ა­ზე ადრე მე­ტო­ქე, მგო­ნი, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნელ­მა და­რია ბი­ლო­დიდ­მა და­ა­მარ­ცხა. გა­დამ­წყვეტ ორ­თაბ­რძო­ლას ქარ­თვე­ლი ვა­ზა­რით იგებ­და, შე­ჯიბ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე კი ტა­ტამს მიღ­მა ვი­ღა­ცამ გა­და­წყვი­ტა, რომ ოქ­როს მე­და­ლი მას კი არა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­ტო­ქეს უნდა რგე­ბო­და.

წი­ნას­წა­რი ეტა­პის შეხ­ვედ­რა რომ ყო­ფი­ლი­ყო, მა­ში­ნაც კი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წა­მით ადრე სპორ­ტსმე­ნის მე­სა­მედ გაფრ­თხი­ლე­ბა. მით უმე­ტეს ფი­ნალ­ში. პირ­ვე­ლი შიდო რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი­დევ გა­ვი­გებ­დი, მაგ­რამ მე­სა­მედ გა­აფრ­თხი­ლო ის ძი­უ­დო­ის­ტი, რო­მე­ლიც მთა­ვარ ორ­თაბ­რძო­ლას შე­სა­ნიშ­ნა­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ილე­თით და ვა­ზა­რით იგებს, მე­ტო­ქე კი ხე­ი­რი­ა­ნად ვერც უტევს... რა ვიცი, არ არის უსა­მარ­თლო­ბა? ეს თუ არა, აბა რა არის სპორ­ტსმე­ნის გა­წირ­ვა? გავა დრო და ეს ამ­ბა­ვი ბევ­რს აღარ ემახ­სოვ­რე­ბა, ილია სუ­ლა­მა­ნი­ძეც პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნად შე­მორ­ჩე­ბა ის­ტო­რი­ას, მაგ­რამ მე ამ უსა­მარ­თლო­ბას ვე­რა­ფე­რი და­მა­ვი­წყებს. ზუს­ტად ისე, რო­გორც არ და­მა­ვი­წყდა ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნა­ლი თა­ვი­სუ­ფალ ჭი­და­ო­ბა­ში, სა­დაც მსაჯ­მა ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი გა­წი­რა.

ზუს­ტად ისე, რო­გორც არ და­მა­ვი­წყდა ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში, სა­დაც მსაჯ­თა დამ­კვირ­ვე­ბელ­მა არ მი­უშ­ვა სან­დრო ბა­ზა­ძე ოქ­როს მედ­ლამ­დე. ილი­ას დრა­მაც ამ ამ­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა. მე თუ მკი­თხავთ, მომ­ხდა­რი უნდა გაპ­რო­ტესტდეს. ვიცი, რომ ორ­თაბ­რძო­ლის შე­დე­გი არ შე­იც­ვლე­ბა, მაგ­რამ ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ა­ში ის მა­ინც უნდა იგ­რძნონ, რომ უსა­მარ­თლო­ბა მოხ­და და თვა­ლებ­ში ნაც­რის შეყ­რას არა­ვინ შე­ე­გუ­ე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლოა, ქარ­თვე­ლი კვლავ და­ზა­რალ­დეს ასე­თი უტიფ­რო­ბის გამო" - წერს გო­დუ­ა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თენგო
6

ერთ სპორცმენს აზერბაიჯანელები 300 000 ათას დოლარს აძლევდნენ რომ თამაში დაეთმო 

 

თამარი
11

აქ იმდენი ფსონებია დადებული ვინც უნდათ და ვისზეც მეტი დადეს იმას გაამარჯვებინებენ აიგეთ ხალხნოო . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ილია სულამანიძე გაწირეს... ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ე.წ. სუპერვაიზერმა არ დაანება, მსაჯი მის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი?

"ილია სულამანიძე გაწირეს... ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ე.წ. სუპერვაიზერმა არ დაანება, მსაჯი მის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა" - რას წერს სპორტული ჟურნალისტი?

გუშინდელი დრამატული ფინალი სრულიად სოციალური ქსელის განხილვის საგანია. ილია სულამანიძე პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი გახდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზარით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს.

  • სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე, რომელიც საფეხბურთო თემაზე რამდენიმე წიგნის ავტორია, წერს, რომ სულამანიძე იმსახურებდა გამარჯვებას და ის ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გაწირა.

"ის, რაც დღეს შეემთხვა ილია სულამანიძეს, ქართველი ძიუდოისტის კი არა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ტრაგედიაა. რა დროც უნდა გავიდეს, ყოველთვის ვიტყვი და დავწერ, რომ 2024 წლის 1 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიადის ფინალში, ილია სულამანიძე გაწირეს. ფინალის მოგება მას მსაჯმა კი არა, ზემდგომმა, ეგრეთ წოდებულმა სუპერვაიზერმა არ დაანება. სწორედ მისი დირექტივით, ტატამის რეფერიმ ქართველი, ფინალის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე, მესამედ გააფრთხილა და განაღდებული, აბსოლუტურად დამსახურებული ოქროს მედალი დაათმობინა. ხაზგასმით ვამბობ, სუპერვაიზერის დირექტივის შემდეგ, თავად უნგრელი მსაჯი ქართველი ძიუდოისტის მესამედ გაფრთხილებას არ აპირებდა. ილია ჩემპიონობას იმსახურებდა. პირველი ორთაბრძოლიდან დაწყებული ფინალის ჩათვლით, ის მშვენივრად ჭიდაობდა, ყველა მეტოქესთან თავდაჯერებული და აქტიური იყო.

ნახევარფინალი საერთოდ რეკორდულ დროში მოიგო, პარიზში ილიაზე ადრე მეტოქე, მგონი, მხოლოდ უკრაინელმა დარია ბილოდიდმა დაამარცხა. გადამწყვეტ ორთაბრძოლას ქართველი ვაზარით იგებდა, შეჯიბრების დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ტატამს მიღმა ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ოქროს მედალი მას კი არა, აზერბაიჯანელ მეტოქეს უნდა რგებოდა.

წინასწარი ეტაპის შეხვედრა რომ ყოფილიყო, მაშინაც კი არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე სპორტსმენის მესამედ გაფრთხილება. მით უმეტეს ფინალში. პირველი შიდო რომ ყოფილიყო, კიდევ გავიგებდი, მაგრამ მესამედ გააფრთხილო ის ძიუდოისტი, რომელიც მთავარ ორთაბრძოლას შესანიშნავად შესრულებული ილეთით და ვაზარით იგებს, მეტოქე კი ხეირიანად ვერც უტევს... რა ვიცი, არ არის უსამართლობა? ეს თუ არა, აბა რა არის სპორტსმენის გაწირვა? გავა დრო და ეს ამბავი ბევრს აღარ ემახსოვრება, ილია სულამანიძეც პარიზის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნად შემორჩება ისტორიას, მაგრამ მე ამ უსამართლობას ვერაფერი დამავიწყებს. ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ლონდონის ოლიმპიადის ფინალი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მსაჯმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაწირა.

ზუსტად ისე, როგორც არ დამავიწყდა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი ხმლით ფარიკაობაში, სადაც მსაჯთა დამკვირვებელმა არ მიუშვა სანდრო ბაზაძე ოქროს მედლამდე. ილიას დრამაც ამ ამბების გაგრძელებაა. მე თუ მკითხავთ, მომხდარი უნდა გაპროტესტდეს. ვიცი, რომ ორთაბრძოლის შედეგი არ შეიცვლება, მაგრამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციაში ის მაინც უნდა იგრძნონ, რომ უსამართლობა მოხდა და თვალებში ნაცრის შეყრას არავინ შეეგუება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქართველი კვლავ დაზარალდეს ასეთი უტიფრობის გამო" - წერს გოდუაძე.

წაიკითხეთ ასევე: